იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის … | Jolo.ge


იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის …

იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის …

რამდენი თქვენგანი ატარებს ზურგით გადაუჭრელ პრობლემებს?

რამდენ თქვენგანს აწევს ტვირთად ყოველდღიურობა?

წამით გაუსწორეთ თვალი რეალობას და თქვით — დაიღალეთ?

ძალიან დაიღალეთ?..

ახლა კიდევ ერთხელ გაუსწორეთ თვალი რეალობას და საკუთარ თავს ჩაეკითხეთ — რა გიშლით ხელს იმაში, რომ თქვენი ცხოვრება იყოს ისეთი, როგორიც გინდათ?

-შემახსენეთ როგორი ცხოვრება გინდათ?

— გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არის?

ჰოდა, რა გიშლით ხელს?

აპ..აპ.. აპ…ააპ…  უსულგულო მთავრობა, ღატაკი ქვეყანა და სხვა „მავანნი“ ამქვეყნისანი ამოიგდეთ თავიდან 🙂  უიღბლობაც

უბრალოდ ჩაეკითხეთ საკუთარ თავს, რა არის ჩემი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?

ვინ მიშლის ხელს?!

ვერ პოულობთ?!

საგულდაგულოდ არ ეძებთ…

მოიმარჯვეთ სარკე, ჩახედეთ საკუთარ თავს თვალებში და გაუმეორეთ კითხვა.

-ვინ მიშლის ხელს, რომ ჩემი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის?

რა პასუხი მიიღეთ?

აღმოაჩინეთ „გმირი-დამნაშავე“ ?!

დაგეხმარებით და გავახმოვანებ…

დღესაც ყურებში მიწუის სარკიდან მიღებული პასუხი …

„მე“, „მე“ ვარ ის გმირი-დამნაშავე ნუ ეძებ სხვაგან… ნუ ეძებ სხვაში …

დიახ ბატონო ჩემო, თქვენ, თქვენ ხართ ის „გმირი-დამნაშავე“ რომელმაც თქვენი ფიქრებით, თქვენი ქმედებებით, თქვენი ჩვევებით შექმენით თქვენი დღევანდელობა! და ვერანაირი გადაბრალების მექანიზმი ვერ შეგიმსუბუქებთ ზურგზე ტვირთად აკიდებულ ცხოვრებას.

სანამ თავადვე არ მიიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შეცვალოთ ის, რაც ასე ძალიან გამძიმებთ.

სანამ არ მიხვდებით, რომ ამისთვის სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოთ ძვალ-რბილში გამჯდარ სიზარმაცეს და გამოაღვიძოთ შეუპოვრობა …

სანამ არ იმოქმედებთ !!!

მაშ ასე …

შეიქმენით განწობა, აიკარით სახეზე ღიმილი და შეუდექით საქმეს 🙂

რთულია?

ნუ წუწუნებთ <3

ამობობღდით ორმოდან! თქვენი ფიქრების ორმოდან, ასე გემრიელად და კომფორტულად რომ მოკალათებულხართ… გაუშვით ის რაც იყო…

და გააგრძელეთ გზა …

უბრალოდ გააცნობიერეთ რატომ იყო, რა მოგცათ, რა გასწავლათ ….

გააცნობიერეთ, გადაუხადეთ მადლობა და გაუშვით სიყვარულით…

არ გამოგდით?

ეგ არაფერი

ისევ გააკეთეთ, მთავარია არ გაჩერდეთ…

მაშ ასე

განწყობა… ღიმილი… სიყვარული… მადლიერება … დააა …

ისევ ჯიუტობთ?

შეიქმენით განწყობა,

აიკარით სახეზე ღიმილი,

გაფანტეთ ყოველგვარი ეჭვი და

გამოუცხადეთ ნდობა საკუთარ თავს.

საკუთარ თავში დარწმუნებულს სამყაროც ნდობას გამოგიცხადებთ….

დააა…

ისევ გიჭირთ?

მაინც გააკეთეთ

არ შეჩერდეთ, იმოქმედეთ ….

ნეინეი

Jolo-ჟოლო

 

 

 

 

 

 

 

ნანახია:(402)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გაიღიმეთ და მოირგეთ ცხოვრება კომფორტული სავარძელივით“

„რა უცნაური გასაცნობიერებელია, რომ ახლა ჩემთან ღამეა და სადღაც დღე….აქ ცხელა და ამ დროს სადღაც ლამპიონის სინათლეზე ფარფატებენ ფუმფულა ფანტელები


თუ გინდა ჭეშმარიტი ბედნიერება მოიპოვო, არ იფიქრო და არ მოინდომო სხვის ჯიბრზე და ჯინაზე

ხშირად ადამიანები მოტივირებული არიან წარმატება მოიპოვონ მხოლოდ სხვის ჯიბრზე და ჯინაზე. ფულს ხარჯავენ, წვალობენ, ეწამებიან და იტანჯებიან, რათა წარმოჩინდნენ და


რამდენიმე რჩევა ბედნიერებისთვის

1. ბედნიერი ის არის ვინც შეიგრძნო ღვთაებრივი სიყვარული ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2.პოზიტიური განწყობის შენარჩუნება გაქცევთ თავისუფალ ადამიანად. 3.როცა თქვენ პოზიტიურ მომენტს მოძებნით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*