„ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ მოხდა“ — დავით დეფი

by admin | Апрель 5, 2017 23:16

„მეგობრებო, საოცრად სასიხარულო ამბავი! ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ მოხდა“ — წერს დავით დეფი სოციალურ ქსელში და სიახლეს ფბ.მეგობრებს უზიარებს.

დავით დეფი: „ახლა მაცნობეს რომ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში, საღმრთო ლიტურღიისას ჩემი პოეზია იქნება გამოყენებული.

ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ მოხდა — წიგნი „სააღდგომო ლექსები“ სადაც უშუალოდ სახარებისეული ეპიზოდები მაქვს აღწერილი და ნაწილი პოემისა „მეფე პოეტი“ სადაც ტექსტი ასევე სახარებისეული იდეებითაა შექმნილი, ქრისტიანული ეკლესიის, კერძოდ კი საქართველოს ევანგელურ — ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში, საღმრთო ლიტურღიისას სასულიერო პირის მიერ, მრევლის წინაშე იქნება წაკითხული.

საღმრთო ლიტურღია — იგივე ჟამნის წირვა, მოგეხსენებათ საზოგადო ღვთისმსახურებას ნიშნავს, რომლის დროსაც წმინდა ზიარების საიდუმლო — ევქარისტია, სამადლობელი სრულდება, დიახ მეგობრებო ზუსტად ამ დროს იქნება წაკითხული ჩემი პოეზია.

სწორედ ესაა სიახLOVE.

მადლობა ღმერთს.

დ♔სიახLOVE
5 აპრილი 2017

ნანახია:(147)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/chem-cxovrebashi-didi-ram-mxda/