«ჩეჩნეთის გზაჯვარედინი» ფილმი ომის ჟურნალისტებზე | Jolo.ge


«ჩეჩნეთის გზაჯვარედინი» ფილმი ომის ჟურნალისტებზე

25 აპრილს კინოთეატრი «ამირანი» ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტური ფილმის — «ჩეჩნეთის გზაჯვარედინი» სპეციალურ ჩვენებას უმასპინძლებს.

ფილმზე რეჟისორი 15 წლის მანძილზე მუშაობდა და თავად არის ფილმის მთხრობელი. 22 წლის ასაკში იგი ფოტოგრაფად წავიდა ჩეჩნეთის ომში.

ახალგაზრდა რეჟისორის ფილმი მისივე თვალით დანახული ომის ჟურნალისტების შესახებ მოგვითხრობს. 25 აპრილს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და კინოთეატრ «ამირანის» მხარდაჭერით, ამირანის მცირე დარბაზში მედიის წარმომადგენლებითვის სპეციალური ჩვენება გაიმართება.

ფილმის «ჩეჩნეთის გზაჯვარედინი» გადაღების იდეა ჯერ კიდევ 2000 წელს მას შემდეგ გაჩნდა, რაც ომის ჟურნალისტი, იტალიელი ანტონიო რუსო საქართველოში მოკლეს. იგი ჩეჩნეთის ომის თემაზე მუშაობდა.

2007 წელს ფილმმა უკვე ჩამოყალიბებული პროექტის სახე მიიღო და კინოპროექტების განვითარების სხვადასხვა პლატფორმაზე გაიგზავნა. 2011 წლიდან პროექტში უცხოელი კინომწარმოებლები ჩაერთნენ, საბოლოოდ კი ფილმზე მუშაობა 2016 წლის თებერვალში დასრულდა

«ჩეჩნეთის გზაჯვარედინი» ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა.

ნანახია:(38)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნაჭრის ნაკუწებისგან შექმნილი სამყარო

ნაჭრის ნაკუწებისაგან შექმნილი ულამაზესი სურათები, რომლებსაც ახალ, ფერად სამყაროში გადაყავხარ. გგონია, რომ იქ შენც ერთი პატარა ნაჭრის ნაგლეჯი ხარ, შენი


კეთილი საქმე ზემო აჭარაში

12 აპრილს, 12 საათზე შუახევში ჭვანის სასოფლო ბიბიოთეკა გაიხსნება. საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მწერლები ტარიელ ხარხელაური, ჯემალ ინჯია,


ქართული ღიმილი მალე მთელ მსოფლიოს მოივლის

მაისის ბოლოს ქართველი მსახიობების, ანუნა მდივნიშვილისა და ვატო მდივანის ღიმილი, მთელ მსოფლიოს მოივლის.  „გაუღიმე მსოფლიოს“– ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც ქართულ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*