ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც ელოდება მომენტს, რომ გაგანადგუროს | Jolo.ge


ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც ელოდება მომენტს, რომ გაგანადგუროს

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც ელოდება მომენტს, რომ გაგანადგუროს

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც გულში და გონებაში გემუქრება, ელოდება შესაფერის ბოლო რომ მოგიღოს.

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც გაკვირდება, ყურადღებით გისმენს და გსწავლობს, რათა გაიადვილოს გზა შენი დამარცხების.

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც ელოდება შენს დაცემას, რათა გული ,,გაიხაროს» და შენი დამარცხება ,,იზეიმოს»

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც თავის თავს ესაუბრება, თავს იმართლებს და ახელებს, ფიქრობს მზაკვრულ გეგმებზე და გონია გაიმარჯვებს ,,მტერზე»

ჩასაფრებული ადამიანი ბოროტია, შურიანი და ღვარძლიანი. ასეთი ადამიანი ერთთან კი არ არის ჩასაფრებული, არამედ რამოდენიმესთან. მას უკვე ჩვევაში აქვს გამჯდარი ჩასაფრება.

მე გასწავლით როგორ უნდა მოექცეთ ჩასაფრებულ ადამიანს, ის თქვენ უნდა გეცოდებოდეთ, მოეფეროთ და შეიყვაროთ, მას სიყვარული აკლია და ამის გამოა გაბოროტებული, ის მუდმივ სტრესშია და დაეჭვებული უყურებს ყველას.

ჩასაფრებული ადამიანი ძირითადად საკუთარ თავს ინადგურებს. არ დაუწყოთ ბრძოლა, მას თავის გაჭირვება ეყოფა.

სიკეთის და ბოროტების კეთება დროის გაყვანაა სიკვდილის მოლოდინში. კეთილი ადამიანი მშვიდად ცხოვრობს და ისე მიდის ამ ჩვეყნიდან. ჩასაფრებული, ბოროტი ადამიანი გამწარებული ტოვებს ამ საწუთროს.

სიყვარულით დაამარცხე ბოროტი ძალა შენ თავში და იყავი ნამდვილი ლაღი.

იყავი ჩასაფრებული ვის რა სიკეთე გაუკეთო
იყავი ჩასაფრებული გაჭირვებულთან, რომ დაეხმარო.
იყავი ბედნიერი და შეირგე ის, რაც განგებამ გიბოძა.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(303)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ძლიერი რჩევები კარიერაზე

ერთდროულად დამაინტრიგებელი და მამოტივირებელია, ის თუ როგორ იწყებდნენ, დღეს უკვე წარმატებული ადამიანები. დამაინტრიგებელი იმიტომ რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით აღმასრულებელი


აირჩიეთ გარშემომყოფები გონივრულად

თქვენი დრო ძალიან ძვირფასია, არ უნდა მისცეთ უფლება საკუთარ თავს ცხოვრებამ ისე გაიაროს, რომ უკან მოხედვისას რაიმე ინანოთ. ჯერ კიდევ


უორენ ბაფეტი: რჩევები წარმატებისთვის

უორენ ედვარდ ბაფეტი ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ქველმოქმედია.  იგი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ინვესტორია. მისი რჩევები ყველა დამწყებ თუ მოქმედ ბიზნესმენს გამოადგება,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*