ჩარლი ჩაპლინი, ოქროს საათი და ორი უცნაური წერილი | Jolo.ge


ჩარლი ჩაპლინი, ოქროს საათი და ორი უცნაური წერილი

ჩარლი ჩაპლინი, ოქროს საათი და ორი უცნაური წერილი

ერთხელ ნიუიორკის მეტროში მგზავრობის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ჩარლი ჩაპლინმა ჯიბეში ოქროს საათი აღმოაჩინა.

რადგან ვერაფრით გაიგო საიდან მოხვდა ეს ძვირფასი ნივთი მასთან, გადაწყვიტა საათის პოლიციაში ჩაბარება, ასეც მოიქცა.

მეორე დღეს მიიღო ანონიმური წერილი: ,,ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, გწერთ პროფესიონალი ჯიბის ქურდი. გუშინ მეტროში ვიღაცას ჯიბიდან ამოვუღე შესანიშნავი ოქროს საათი, შემდეგ თქვენ დაგინახეთ და საათი ჯიბეში ჩაგიდეთ, იმიტომ, რომ გადავწყვიტე გამეკეთებინა თქვენთვის საჩუქარი.”

პოლიციამ დიდხანს ეძება საათის პატრონი და რადგან ვერ იპოვა ჩარლი ჩაპლინს დაუბრუნა. ამ ამბავმა დიდი რეზონანსი ჰპოვა გაზეთებში.

ცოტა ხნის შემდეგ ჩარლიმ კიდევ ერთი ანონიმური წერილი მიიღო: ,,ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, ერთი წლის წინ მე ვიმგზავრე მეტროთი და მომპარეს ოქროს საათი. ამის გამო ძლიერ ვინერვიულე, მაგრამ ახლა, როცა წავიკითხე, რომ ჯიბის ქურდმა ის თქვენ გაჩუქათ, მინდა, რომ საათი თქვენთან დარჩეს და რადგან მეც თქვენი ტალანტის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, წერილთან ერთად მაგ საათისთვის გიგზავნით ოქროს ძეწკვს“.

 

ნანახია:(208)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საოცარი ოჯახი კალიფორნიაში

ალისა უიჩი ქმართან ერთად ცხოვრობს კალიფორნიაში. მათ ყავთ  8 შვილი. შეძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მიუხედავად 8 შვილისა ალისა  არის ფოტოგრაფი,


სექსუალური ქცევის კოდექსი საბჭოთა კავშირში

„პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსი“ 1924 წელს გამოცემულ ბროშურაში „რევოლუცია და ახალგაზრდობა“ იყო გამოქვეყნებული. პროლეტარებისთვის სექსუალური ცხოვრების 12 წესი: 1. პროლეტარიატს


რა დაემართება თქვენს კანს თუ ერთი თვე არ იბანავებთ?

ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ისმის რჩევა, რომ ხშირი ბანაობა სასურველი არ არის, რადგან გარკვეულ პრობლემებს იწვევს. სხვათა შორის, სხვადასხვა კომპანიებმა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<