„ჩანაწერი მაჩვენონ ბატონო“ — რა გაუგებრობაში მოხვდა გია ჯაჯანიძე | Jolo.ge


„ჩანაწერი მაჩვენონ ბატონო“ — რა გაუგებრობაში მოხვდა გია ჯაჯანიძე

„ჩანაწერი მაჩვენონ ბატონო“ — რა გაუგებრობაში მოხვდა გია ჯაჯანიძე

„როდესაც საჭესთან ვზივარ არასოდეს ვსარგებლობ მობილურით, მაქვს ყურსასმენები და ამით ვსაუბრობ ხოლმე“, —  ამბობს გია ჯაჯანიძე და პატრულის თანამშრომელს ცილისწამებაში სდებს ბრალს. „ჩანაწერი მაჩვენონ ბატონო“ — აცხადებს ტელეწამყვანი.

როგორც ირკვევა ჩანაწერის ჩვენებაზე პატრულის თანამშრომელი უარს აცხადებს და საბუთების ჩამორთმევით პასუხობს. არც გია ჯაჯანიძის მოთხოვნა ჭრის ჩანაწერების ჩვენების შესახებ და არც „ფეისობა“, -„ამ შემთხვევაში ცნობილი სახე რომ ვარ ბევს არაფერს წყვეტს ჩემთვის, მართალი ვარ და ამ სიმართლეს დავამტკიცებ კიდეც“.

— ამბობს გია ჯაჯანიძე.

გია ჯაჯანიძე: „ინტერვიუს ვწერდი, ჩაწერამდე ჟურნალისტს ვუთხარი კიდეც ყურსასმენებს გავიკეთებ-მეთქი, ამის ჩანაწერიც არის დიქტაფონში, გამაჩერა პატრულმა და ძალიან აგრესიული ტონით საბუთები მთხოვა, ამ  მოთხოვნას ჯარიმის ქვითრის გამოწერაც მოჰყვა, რაზეც განვაცხადე რომ ხელს არ მოვაწერდი, ისევ ვიმეორებ ეს უსამართლობაა ვითხოვ ჩანაწერის ჩვენებას. ამ ადამიანს ნამდვილად მოეჩვენა და ეს არის ყველაზე ცუდი, ხო შეიძლება სხვასთანაც ასე მოხდეს? არ არის 10 ლარზე ლაპარაკი ჯარიმები გადამიხდია, მეტიც არასოდეს პრეტენზია არ მქონია, ასე დღისით მზისით პატრული იტყუება,  ჩალით არის დაფარული ეს ქვეყანა?“

ნანახია:(22)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«თავისუფლება ძუძუებს“ – ერთი დღე ლიფის გარეშე!..

13 ოქტომბერს აღინიშნება დღე ლიფის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალები ერთი დღით მკერდს ბიუსჰალტერისგან ასვენებენ. ღონისძიება მკერდის კიბოს წინააღმდეგაა


„ვერავინ უძლებდა მის ანგელოზის გამოხედვას“…

ამ ასაკიდან ვიცნობდი, ჩემს სკოლაში სწავლობდა… ძალიან ცელქი იყო და ხშირად იდგა კუთხეში  მაგრამ ვერავინ უძლებდა მის ანგელოზის გამოხედვას… ყველას უყვარდა.


ყველაზე დაბინძურებული ადგილები მსოფლიოში

ადამიანების მიერ ტექნოლოგიების და სხვადასხვა მიმართულების განვითარება, რასაკვირველია, კაცობრიობის წინსვლა-განვითარებას უწყობს ხელს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოგონებები ფატალური იყოს. გარემოს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*