ჩამტვრეული ფანჯრების თეორია | Jolo.ge


ჩამტვრეული ფანჯრების თეორია

ჩამტვრეული ფანჯრების თეორია

1980-იან წლებში ნიუ-იორკი, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთს. აქ ხდებოდა ყოველდღიურად 1 500 ზე მეტი მძიმე დანაშაული, 6-7 მკვლელობა დღე-ღამეში. ღამე ქუჩაში გამოსვლა იყო საშიში. მეტრო დღისითაც კი საფრთხეს წარმოადგენდა. გადასასვლელებში მათხოვრობა და ძარცვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჭუჭყიან და ნესტიან პლატფორმებზე სინათლე ოდნავ ბჟუტავდა. ვაგონებში ციოდა, ფეხქვეშ ნაგავი ეყარა, კედლები და ჭერი მთლიან დაფარული ჰქონდა გრაფიტებს.

აი, რას ყვება თვითმხილველი ნიუ-იორკის მეტროს გადასასვლელზე:
«გრძელ რიგში დგომის და ჟეტონის ყიდვის მერე, ვუახლოვდები ჩასაგდებს. ვცდილობ ჩავაგდო, მაქვს რადენიმე მცდელობა, თუმცა ამაოდ – არ ვარდება, გაფუჭებულია. იქვე, დგას მათხოვარი, რომელიც მის მიერ გაფუჭებულ გასასვლელში, ითხოვს ჟეტონს. ამ დროს, მისი თანამზრახველი, იხრება ჩასაგდებისკენ და კბილებით იღებს გაჭედილ ჟეტონს, თანაც ნერწყვავს. ამ ფაქტით, მგზავრები იმდენად იყვნენ შეშინებული, რომ წინააღდეგობას ვერ უწევდნენ ბიჭებს. მათხოვარი ამ დროს ამბობს: «მიდი, აიღე ეს შენი ჟეტონია, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს! შენი ჟეტონი არაფერში არ მჭიდება!» უმრავლეოსობა გვერდს უვლიდა, კონფლიქტს თავს არიდებდა. ეს იყო ჯოჯოხეთის სატრანსპორტო ვერსია».

ნიუ-იორკს თავისი არსებობის მანძილზე არ ახსოვს მსგავსი რამ. აქ სუფევდა, სასტიკი დანაშაულებრივი ეპიდემია.

მერე კი მოხდა აუხსნელი რამ – სასწაული.

1990 წელს დანაშაულებმა პიკს მიაღწიეს, მერე კი მოულოდნელად დაიწყო შემცირება, შემდგომ წლებში უმძიმესი დანაშაული ნახევარზე შემცირდა. ათწლეულის დასასრულს კი დანაშაულმა მეტროში  75% შ–ით იკლო. რაღაც მიზეზის გამო , ათობით ათასმა დამნაშავემ  და მოძალედემ შეწყვიტა კანონის დარღვევა.

რა მოხდა?

ვინ დააჭირა ღილაკს “STOP“?

რა ღილაკი იყო ეს?
ამ ღილაკს ჰქვია – «ჩამსხვრეული ფაჯრების თეორია». რომელიც, კანადელმა სოციოლოგმა მალკომ გლადუელმა თავის წიგნში «გარდამტეხი მომენტი» აღწერა:

«ჩამტვრეული ფანჯრები» — ეს დამნაშავეების უოლსონის და კალენგის პირმშოა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დანაშაული – ეს წესრიგის არ არსებობის გარდაუვალი შედეგია. თუ ფანჯარა ჩამტვრეულია ან ჩარჩოში არ ზის შუშა, გამვლელები ფიქრობენ: აქ  ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია და თავისუფლად შეიძლება საღი შუშებიც ჩავამტვრიო. ასე დაუსჯელობის სინდრომი გავცელდება მთელს ქუჩაზე, შემდეგ მთელ უბანზე და გადავა უფრო სერიოზულ დანაშაულებში.

მალკომ გლადუელი დაკავებულია სოციალური ფსიქოლოგიით და ის თვლის, ადამიანი დანაშაულს სჩადის არა მხოლოდ (და არა იმდენად) ცუდი მემკვიდრეობის ან არასწორი აღზრდის გამო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რას ხედავს გარშემო.

ნიდერლანდელი სოციოლოგები იზიარებენ ამ მოსაზრებას.  მათ ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტების სერია.

მაგალითად: მაღაზიის გამოსასვლელბთან ველოსიპედების გაჩერებებიდან აიღეს სანაგვე ყუთები. ველოსიპედების საჭეზე ჩამოჰკიდეს სარეკლამო ფურცლები. ამის მერე 0დააკვირდნენ – რამდენი ადამიანი დააგდებდა ფურცელს ასფალტის საფარზე, რამდენს შერცხვება. მაღაზიის გარშემო ტერიტორია იყო იდეალურად სუფთა.

ველოსიპედების მფლობელების 33% ქვემოთ აგდებდა ქაღალდს..
ამის მერე ექსპერიმენტი გაიმეორეს, მხოლოდ კედლები წინასწარ დათხაპნეს უშინაარსო სურათებით. რის შედეგად დაბინძურებამ 69 % შეადგინა.

დავუბრუნდეთ, ველურ-დანაშაულებრივ პერიოდის ნიუ-იორკს.

1980-იანი წლების ნიუ-იორკის მეტროპოლოტენში შეიცვალა ხელმძღვანელობა. ახალმა დირექტორმა დევიდ განმა დაიწყო ცვლილებები და პირველი ნაბიჯები გრაფიტებთან ბრძოლით გადადგა. ვერ იტყვი, რომ  ქალაქის ყველა მცხოვრები მიესალმა ამ იდეას. «ბიჭო, დაკავდი სერიოზული პრობლემებით – ტექნიკური საკითხებით,  ხანძარსაშიში უსაფრთხოებით, დანაშაულებებით… სისულელეებში რატომ ხარჯავ ხალხის ფულს!»teoriya_razbitih_okon_6

მაგრამ განი გამოდგა შეუპოვარი: «გრაფიტები — ეს, სისტემის კრახის მიმანიშნებელია. თუ კი დავიწყებთ ცვლილებების პროცესს პირველი, რაზეც გავიმარჯვებთ ეს იქნება გრაფიტები. თუ ამ ბრძოლას არ მოვიგებთ, ვერანაირი რეფორმა ვერ განხორციელდება. ჩვენ მზად ვართ შემოვიყვანოთ ახალი მატარებლები, რომელიც თითო ღირს 10 მილ. დოლარი, მაგრამ თუ მათ ვანდალებისგან არ დავიცავთ – კარგად მოგეხსენებათ რაც მოხდება. ისინი მხოლოდ ერთ დღეს გაძლებენ, მერე დამახინჯდებიან».

განმა გასცა ბრძანება გაესუფთავებინათ ვაგონები. მარშრუტი მარშრუტზე სუფთავდებოდა,  ვაგონი ვაგონზე იწმინდებოდა. ეს იყო ჯოჯოხეთური შრომა, ყოველდღე, დიდი ხნის მანძილზე… ყოვედღურად…

«ჩვენთვის ეს იყო, როგორც რელიგიური რიტუალი» — იხსენებს ის მოგვიანებით.

0მარშრუტის ბოლოს დააყენეს გასარეცხი წერტილები. თუ ვაგონი მოდიოდა კედლებზე გრაფიტით, ისინი ირეცხებოდა შემობრუნების და ახალ მარშრუტზე გასვლის წინ. თუ გარეცხვა არ ხერხდებოდა ხსნიდნენ ექსპლუატაციიდან. ჭუჭყიანი არავითარ შემთხვევაში არ ერეოდა სუფთა ვაგოგენებს.

ამით განი ვანდალებს უგზავნიდა საკმაოდ მკაფიო გზავნილს.

«დეპო მდებარეობდა გალემში, სადაც ვაგონები იდგა ღამე – ყვება ის – პირველსავე ღამეს 0გამოჩნდნენ თინეიჯერები და თეთრი საღებავით გათხუპნეს ვაგონები. მომდევნო ღამეს, როდესაც საღებავი შეაშრა, ისევ მოვიდნენ და დახაზეს მასზე კონტურები, შემდეგ ღამეს გააფერადეს ანუ ისინი მუშაობდნენ 3 ღამე. ჩვენ ველოდებოდით სანამ მორჩებოდნენ და ბოლომდე მიიყვანდნენ თავის «სამუშაოს». ამის მერე ავდექით და მთლიანად გადავღებეთ. ბიჭები იყვნენ ცრემლებამდე გულგატეხილნი. ამდენი შრომა… ეს იყო ჩვენი მესიჯი მათთვის: «გინდათ დახარჯოთ 3 ღამე მატარებლის დამახინჯებაში? მიდით. მაგრამ ამას ვერავინ ნახავს»…

1990 წელს სატრანსპორტო პოლიციის უფროსად უილიამ ბრატონი იქნა დანიშნული. ის, იმის ნაცვლად რომ დაკავებულიყო სერიოზული საქმეებით – მძიმე დანაშაულებებით და ა. შ. მან ბრძოლა გამოუცხადა უბილეთო მგზავრებს.

რატომ?

09პოლიციის ახალი უფროსი თვლიდა – როგორც გრაფიტების პრობლემა, ასევე დიდი რაოდენობით «კურდღლების» არსებობა, მოუწერსრიგებლობის მაჩვენებელი იყო. რაც ხელს უწყობდა უფრო მძიმე დანაშაულებების ჩადენას. იმ დროისთვის, მეტროში 170 ათასი მგზავრი უფასოდ მგზავრობდა. ისინი უბრალოდ გადაახტებოდნენ  წინაღობას ან გადიოდნენ ძალით. თუ კი 2 ან 3 ადამიანი ძვრებოდა, გარემო (ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ დაარღვევდნენ კანონს) უერთდებოდა მათ. ისინი ფიქრობდნენ, თუ ვიღაც არ იხდის, ისიც არ გადაიხდის. პრობლემა იზრდებოდა ზვავივით.

რა გააკეთე უილიამ ბრატონმა?

მან მეტროს გასასვლელებთან დააყენა 10 გადაცმული პოლიციელი. ისინი სათითაოდ იჭერდნენ0 «კურდღლებს», უკეთებდნენ ხელბორკილს და ბაქანზე ჯაჭვურად, რიგში აყენებდნენ. აქ უბილეთოები იდგნენ მანამ, სანამ არ დასრულდებოდა უბილეთოების «დიდი ტალღა». ამის მერე მიაცილებდნენ პოლიციის მანქანაში, სადაც ჩხრეკდნენ, იღებდნენ თითის ანაბეჭდებს და შეჰყავდათ ინფორმაცია ბაზაში. ზოგიერთებთან პოულობდნენ იარაღს, ზოგიერთები  კანონდამრღვევთა სიაში აღმოჩნდებოდნენ.

«პოლიციელებისთვის ეს გახდა ნამდვილი ელდორადო – ჰყვებოდა ბრატონი – თითოეული დაკავებული ჰგავდა “პოპ-კორნის“ ყუთს, სადაც იდო სიურპრიზი. რა სათამაშო შემხვდება ახლა? ფისტოლეტი? დანა? არის ნებართვა? ოჰო, შენზე მკვლელობაა!.. ცუდი ბიჭები ძალიან მალე გონს მოეგნენ და დაიწყეს იარღის სახლში დატოვება და მგზავრობის საფასურის გადახდა».

01994 წელს ნიუ-იორკის მერად არჩეულ იქნა რუდოლფ ჯულიანი. მან ბრატონი გაანთავისუფლა სატრანსპორტო სამმართველოდან და დანიშნა ქალაქის პოლიციის შეფად.  საერთოდ, ვიკიპედიაში წერია, რომ პირველად სწორედ ჯულიანმა გამოიყენა ჩამტვრეული ფანჯრების თეორია. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. თუმცა მერის წვლილი უდაოა – მან გასცა, ნიუ-იორკში რეორგანიზაციის სტრატეგიის, მაშტაბურად განხორციელების ბრძანება.

პოლიციამ დაიკავა პრინციპული, მკაცრი პოზიცია წვრილმანი დამნაშავეების მიმართ. იჭერდა ყველას, საზოდადოებრივ ადგილებში ვინც სვამდა და ჩხუბობდა. ვინც, ისვრიდა ცარიელ ბოთლებს. ხატავდა კედლებს. ახტებოდა ჯებირებს, სთხოვდა მძღოლებს ფულს შუშების გაწმენდაში. ვინც კი ქუჩაში შარდავდა პირდაპირ ციხეში უშვებდა.

ქალაქში დანაშაულის დონემ საგრძნობლად იკლო. როგორც სწრაფად ავარდა – ისე,  სწრაფად დავარდა. პოლიციის უფროსი უილიამ ბრატონი და მერი რუდოლფ ჯულიანი ამ ფაქტს ხსნიდნენ შემდეგნაირად: «ერთი შეხედვით პატარა, უწყინარი და უმნიშვნელო ქმედებები წარმოადგენდა, მძიმე დანაშაულის ჩადენის საბაბს».0

ჯაჭვური რეაქცია იყო გაჩერებული. რის შედეგადა კრიმინალური ნიუ-იორკი 90-იან წლებში იქცა, ამერიკის ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისად.

ჯადოსნურმა “STOP“ ღილაკმა იმუშავა.
ჩემი აზრით,  ჩამტვრეული ფანჯრების თეორია მრავალმხრივია. მისი გამოყენება შეიძლება ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში: ურთიერთობებში, ბავშვების აღზრდაში, საქმეში, სამსახურში… ის თვალნათელს ხდის ცხოვრებაში რამდენად მნიშვნელოვანია თითქოს უმნიშვნელი და შეუმჩნეველი საქმეების მოწესრიგება.

 

თემაზე იმუშავა,

მასალები მოიძია და თარგმნა 

თამარ კვარაცხელიამ

«პიროვნული ზრდის სამყარო»

ნანახია:(2365)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
თამარ კვარაცხელია

Related Articles

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც ელოდება მომენტს, რომ გაგანადგუროს

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც გულში და გონებაში გემუქრება, ელოდება შესაფერის ბოლო რომ მოგიღოს. ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც გაკვირდება, ყურადღებით გისმენს და გსწავლობს,


მოტივატორი! — „სწორედ ახლა, აი, ახლა მოვიდა დრო და დაიწყე!!!“

შეინახე ეს სტატია და ზოგჯერ თვალი გადაავლე – მათი დახმარებით, ცხოვრება გაგიმარტივდება! ეს შენი სიცოცხლეა. აკეთე ის რაც გიყვარს და აკეთე


ეს 5 შეკითხვა დაგანახებთ თქვენი ცხოვრების გზას…

წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანისთვის მიზანი ყველაზე მთავარი რამაა. მის გარეშე ყველაფერი ფუჭია, რადგან თუ არ იცით რისკენ მიისწრაფვით წარმატება თქვენთან თავად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<