„უცნაური და ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი“- „ჩაის სახლი“ და მადლიერი მოხუცები | Jolo.ge


„უცნაური და ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი“- „ჩაის სახლი“ და მადლიერი მოხუცები

„უცნაური და ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი“- „ჩაის სახლი“ და მადლიერი მოხუცები

დღეს „ჩაის სახლის“ დამსახურებით იმდენმა მოხუცმა დამლოცა, სახლში როცა ვბრუნდებოდი შევშინდი სიხარულისგან ცაში არ ავფრენილიყავი  

საქმე იმაში გახლავთ, რომ „ჩაის სახლმა“ ტრადიციად დანერგა მოხუცებისთვის თბილი გარემოს შექმნა და მათი გამასპინძლება. მე უბრალოდ ერთმანეთთან დავაკავშირე ისინი. ჰოდა, დღეს  „ჩაის სახლში“ „კათარზისის“ მხიარულ და საყვარელ მოხუცებს გაულამაზეს დღე  

იმღერეს, იცეკვეს, თავიანთი დაწერილი ლექსები წაიკითხეს  უზომოდ ბედნიერები იყვნენ და ბოლოს, მთავარი მასპინძელი მოიკითხეს, მადლობა უნდა გადავუხადოთო, რომ ვერ ნახეს, მადლობის წერილს დავწერთ და დავუტოვებთო.

-არ ითხოვს, არ უნდა მადლობა-მეთქი და ჩვენ გვინდაო.

ჰოდა. ასე ხელიდან ხელში გადასცემდნენ ერთმანეთს ფურცელს და მადლობის წერილს ხელს აწერდნენ ….
უცნაური და ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი  

გულიკო რომანიშვილი, ასოციაცია კათარზისის პრეზიდენტის თანაშემწე: მადლობა ამ საოცარი შემოთავაზებისთვის. ძალიან ლამაზი გარემო დაგვახვედრა „ჩაის სახლმა“, საკმაოდ უჩვეულო ჩვენი ბებია-ბაბუებისთვის. ყოველდღიურობას მოწყდნენ და აღმოჩნდნენ სულ სხვა რეალობაში. ჩვენთანაც უზომოდ კარგი და კომფორტული გარემოა, მაგრამ ეს არის სხვა რაღაც, იქ მასპინძლები თავად არიან ყოველთვის, აქ კი — საპატიო სტუმრები გახდნენ და თქვენც ხედავთ, თუ როგორი კმაყოფილია თითოეული. თბილი დახვედრა, საოცარი ყურადღება, მათთვის უცხო კერძები, უგემრიელესი ჩაი… მეტი რა უნდა მოხუცს, გაიხარეთ… ყველას სახელით გიხდით მადლობას, იმედს ვიტოვებთ რომ შემდეგშიც გაგვახარებს „ჩაის სახლი“.

«]

მადლიერი ვარ  

პატივისცემით დეა თავბერიძე

ნანახია:(1273)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ ბანანი გიყვართ, ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!

ორი ბანანის ჭამის შემდეგ გეძლევათ საკმარი ენერგია იმისთვის, რომ 90 წუთი იმუშაოთ. ბანანს დეპრესიასთან ბრძოლა შეუძლია. ის შეიცავს პროტეინ ტრიპტოფანს,


საკვები ნივთიერებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია

ჭამე ბროკოლი და ვაშლი, დალიე რძე — იყავი ჯანმრთელი. ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ეს სამი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა


„შვილს თუ გინდა მომავალი შეუქმნა უნდა გაარიდო აქედან!“….

„ერთი ჩემი ქოცი მეგობარი მწერს “- ვკითხულობთ ამერიკაში მცხოვრები გია ხუროშვილის პოსტს სოციალურ ქსელში და მისივე სურვილით საოცარი დიალოგის მოწმენი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*