ჩაცმულობის მნიშვნელობა და როლი ურთიერთობებში | Jolo.ge


ჩაცმულობის მნიშვნელობა და როლი ურთიერთობებში

ჩაცმულობის მნიშვნელობა და როლი ურთიერთობებში

შინაგანი განწყობისა და თავდაჯერებულობის შემდეგ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტურ ურთიერთობაში?

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩაცმულობა სერიოზულად მოქმედებს ნდობაზე, ამასთან, მოქმედებს, როგორც პოზიტიურად, ისე ნეგატიურად. იმისათვის, რომ ეფექტურად იურთიერთოთ ადამიანებთან, თქვენ შესაბამისად უნდა გამოიყურებოდეთ.

ადამიანების 95% ურთიერთობისას, თავის წარმოდგენებში ვიზუალურ შემადგენელს ეყრდნობა. პირველი შთაბეჭდილება სულ რაღაც 4 წამში ჩნდება. ხოლო იმისათვის, რომ თანამოსაუბრეს საბოლოოდ ჩამოუყალიბდეს შთაბეჭდილება, 30 წამია საჭიროა.

მას შემდეგ რაც, ადამიანებს ჩამოუყალიბდებათ თქვენზე შთაბეჭდილება, ისინი იწყებენ მიზეზების ძებნას, რათა გაამართლონ და გაამყარონ თავიანთი წარმოდგენები. ამასთან, ისინი უარყოფენ და უკუაგდებენ ყველა საპირისპირო ინფორმაციას.

აქედან გამომდინარე, შეეცადეთ გამოეწყოთ უკეთ. თქვენზე შთაბეჭდილების შექმნის 95%-ს ქმნის თქვენი ჩაცმულობის სტილი და ხარისხი, რადგან სწორედ ტანსაცმელი ფარავს თქვენი სხეულის დიდ ნაწილს.

რჩევა: შეიძინეთ და იკითხეთ წიგნები, სადაც ახსნილია, თუ როგორ სჯობს ჩაცმა, რათა საჭირო შთაბეჭდილების მოხდენა შეძლოთ ნებისმიერ სიტუაციაში. დააკვირდით ყველაზე გავლენიან და წარმატებულ ადამიანებს და აღნიშნეთ საკვანძო მომენტები მათი ჩაცმულობიდან. აღნიშნეთ რამდენიმე თქვენთვის მისაბაძი და სამაგალითო პიროვნება, ამოარჩიეთ, თუ რა არის მათი ქცევიდან და ჩაცმის სტილიდან თქვენთვის ახლო და ორგანული.

ოღონდ გახსოვდეთ — ნურასოდეს გახდებით ასლი, იყავით ორიგინალი!

წყარო: Business Inteleqtika

ნანახია:(4002)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარმატებული ადამიანის 10 წესი მსოფლიოს ფსიქოლოგებისგან

1. გააღვივე შენში განწყობა, რომელიც სავსე იქნება იმ საქმისადმი სიყვარულით, რითაც დაკავებული ხარ, არ დაივიწყო, რომ ეს შენი არჩევანია! 2.


„თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ!. აღიარეთ ეს სამყაროს წინაშე.»

ბედნიერებას ბევრი ფორმა თუ სახე შეუძლია მიიღოს. მაგალითად, ის შეიძლება მოვიდეს პურის, ერთი ჭიქა წყლის, ყავის, ლუდის, რამდენიმე ლიტრი ბენზინის


ფსიქოლოგის რჩევები ანუ თერაპიული ეფექტის მქონე წერილი

თუ თქვენ არ გაქვთ ფსიქოლოგიური სეანსების თანხა, მაგრამ იმის სურვილი, რომ საკუთარ თავში გაერკვეთ ძალიან დიდია – გამოსავალი, რა თქმა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*