ცეკვა, როგორც მედიტაცია – ვ ი წ ყ ე ბ თ და შემოგვიერთდით | Jolo.ge


ცეკვა, როგორც მედიტაცია – ვ ი წ ყ ე ბ თ და შემოგვიერთდით

ცეკვა, როგორც მედიტაცია – ვ ი წ ყ ე ბ თ  და შემოგვიერთდით

სამყაროში ცეკვა გაჩნდა როგორც მედიტაციის ტექნიკა. თავდაპირველად ის იმ ექსტაზის მისაღწევად გამოიყენებოდა, როცა მოცეკვავე თავს კარგავდა და მხოლოდ ცეკვა რჩებოდა, ეს ის მდგომარეობაა, როცა არაა ეგო, არაა მანიპულაცია და სხეული სპონტანურად მოძრაობს.

თუ ცეკვავთ არაა საჭირო იპოვოთ სხვა რომელიმე მედიტაცია. ცეკვა ისედაც მედიტაციააა, მისი მთელი არსი ისაა რომ თავი დაკარგოთ. როგორ გააკეთებთ ამას, ან სად მნიშვნელობა არა აქვს, უბრალოდ დაკარგეთ თავი, მიზანი მიიღწევა მაშინ, როცა თქვენ აღარ ხართ, მაგრამ მოძრაობა ისევ ხდება…

ასე რომ, დღეში ერთი საათით მაინც დაივიწყეთ ყველა ტექნიკა, მიიღეთ გადაწყვეტილება რომ უბრალოდ ღმერთისთვის იცეკვოთ. არაა საჭირო იყოთ ტექნიკურად დახვეწილები, – იმიტომ რომ ღმერთი გამომცდელი არაა. იცეკვეთ, როგორც პატარა ბავშვებმა, იცეკვეთ ისე, თითქოს ლოცულობთ ამით. ნახავთ რომ ცეკვას აბსოლუტურად სხვა ხარისხი ექნება. თავდაპირველად იგრძნობთ, რომ არასდროს გაგიკეთებიათ ასეთი ნაბიჯები. იგრძნობთ, რომ მოძრაოთ იმ განზომილებაში, რომელიც აქამდე უცნობი იყო თქვენთვის. თითქოს უცნობ მიწას გადაკვეთთ.

ნელ–ნელა, როცა შეუცნობელს სულ უფრო მეტად მიუახლოვდებით, ყველა ტექნიკა გაქრება და ტექნიკის გარეშე როცა ცეკვა მარტივი იქნება, იგი უნაკლო გახდება.

იცეკვეთ ისე თითქოს სამყაროზე ხართ შეყვარებული, თითქოს შეყვარებულს ეცეკვებით.

ოშო

ნარინჯისფერი წიგნი

ცეკვის მედიტაცია, მედიტაცის ოსტატთან ვიტალისთან ერთად. 

კვირაში სამი დღე – სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა. 19:00 სთ–ზე 

ერთ შეხვედრაზე დასწრების საფასური – 15 ლ

დარეგისტრირდი  https://bit.ly/2lWOudh

ან დაგვირეკე:  597 997 887 

 🏫მის.: ყიფშიძის 9, შესასვლელი ეზოში 3ბ კორპუსის («გლობალმედის») წინ, ორსართულიან შენობაში, სტუდია «როიალ არტი»

 

ნანახია:(697)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ზოგიერთ სიკეთეს ბოროტება მოაქვს

ჩვენ რომ გვგონია კეთილ საქმეს ვუკეთებთ ადამიანს, ხანდახან სიავით შემოგვიტრიალდება და განსაცდელში გვაგდებს. ამიტომაა გონიერება და წინდახედულება აუცილებელი. ზოგჯერ ჩვენს


საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

= კამეჩები დალტონიკები არიან. = როდესაც ზვიგენი მსხვერპლს იჭერს, ის თვალებს ხუჭავს, რათა ნადავლმა მას თვალები არ დაუზიანოს. = ზღარბის ეკლები წარმოადგენენ


7 წლის ბავშვმა მეგობრის დასახმარებლად 50 ათასი დოლარი შეაგროვა

ყველაფერი ერთადერთი მიზნით დაიწყო – დახმარებოდა მეგობარს, რომელსაც ცერებრალური დამბლა ჰქონდა. კანადაში მცხოვრები შვიდი წლის ბიჭუნა რამდენიმე დღეში გმირად იქცა. კუინის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*