carpe diem — დაიჭირე წამი | Jolo.ge


carpe diem — დაიჭირე წამი

carpe diem — დაიჭირე წამი

აი როცა ამ ორ რაღაცას საკუთარ თავში «დაბროს» მისცემთ, ჩათვალეთ რომ საბოლოოდ გაიზარდეთ. (დედას გეფიცებით)
1. რატო არ შეუძლიათ ადამიანებს, რომ უბრალო მოცემულობად და შემთხვევითობად მიიჩნიონ ის, რაც დაბადებიდან მოჰყვათ და ამის მერე მხოლოდ სრულყოფისკენ ისწრაფვოდნენ, თუნდაც იმით, რომ რაც არ მოსწონთ, შეცვალონ, გვარ-სახელით დაწყებული, ქვეყნით, ეროვნებით და ენით დამთავრებული და არ აღიქმებოდეს ეს, არც ღალატად და არც ტრაგედიად. არ მესმის და ვერც გავიგებ.

2. თავისუფალ გარემოში ადამიანის ლტოლვა გარკვეული შეგრძნებების, საგნების თუ მოვლენების მიმართ არის სრულიად ბუნებრივი და ზის იმ ჩარჩოებში, სადამდეც მისი ინტელექტი და ტემპერამენტი სწვდება.

აკრძალულ გარემოში იგივე რაღაცეებისადმი ლტოლვა იღებს მახინჯ და ზოგჯერ სასტიკ ფორმებს და ეს სიმახინჯე ისევე, როგორც სისასტიკე ადამიანის განვითარების დონის პირდაპირპროპორციულია. ასე რომ ჩარჩოებში ჩასმით ადამიანს ძალით ვაქცევთ პირუტყვად, იმიტომ რომ მისი საფიქრალი დაგვყავს მინიმუმამდე : როგორმე თავი დააღწიოს ჩარჩოებს და დაარღვიოს წესი.

როდისღა განვითარდეს? არც დრო აქვს ამის და შინაგანი რესურსიც ცალკე ლტოლვებთან ბრძოლას ხმარდება, ცალკე აკრძალულის დამსხვრევას. აქედან გამომდინარე ყველაზე განვითარებულები ის ქვეყნები არიან, სადაც თავისუფალი გარემოა და ადამიანს აქვს არჩევანი იყოს ის, ვინც უნდა რომ იყოს და როცა საკუთარ თავთან და სურვილებთან ბრძოლაში არ ხარჯავ უამრავ დროს და ენერგიას, შესაბამისად სხვა ყველა იმ კუთხითაც ვითარდები, რა ინტერესიც გაქვს ცხოვრებაში და ფართო პერსპექტივაში ეს როგორც შენ გადგება, ისევე ქვეყანას. აქედან იქმნება სახელმწიფო და საზოგადოება.
და მესამეც არის რაღა თქმა უნდა:

ავტორი: Margot Lescaut

 

ნანახია:(1754)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ხმა ღვთისა და ხმა ერისა

დაიძრა! დაიძრა, ლაშქარი, — მარაბდას, დიდგორს, და ბასიანს , იესოს  იმედად  დამრჩალნი, მტრის სისხლის წვეთებით დასვრიან! ქართლ-კახეთს, გურიას და რაჭას,


«შენი სიყვარული გადამდებია. გადასდე რაც შეიძლება მეტ ადამიანს!»

ხდება ისეც, რომ მცირე წვრილმანებს შეუძლია დიდი სიხარულის მონიჭება. რამდენიმე დღის წინ ქაღალდის თვითმფრინავი გავაკეთე, წარწერებით: «ამ ქალაქს აკლია სიყვარული.» «შენი


«მე ღარიბ პრეზიდენტს მეძახიან, თუმცა თავს ღარიბად სულაც არ ვგრძნობ“

„მე ღარიბ პრეზიდენტს მეძახიან, თუმცა თავს ღარიბად სულაც არ ვგრძნობ. ღარიბები ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც სულ მუშაობენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*