ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელსაც არ უნდა უღალატოთ | Jolo.ge


ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელსაც არ უნდა უღალატოთ

ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელსაც არ უნდა უღალატოთ

გიორგი თვალაძე ბუნების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონზე საუბრობს, რომელსაც არ უნდა უღალატოთ.

 მაშ ასე, იმ ცნობილი ქოუჩის კიდევ ერთი რჩევა, რომელიც საინტერესო მეთოდებით ადამიანის აზროვნებაზე გავლენას ახდენს და ბევრისთვის წარმატება მოაქვს.

 ამონარიდი  გიორგი თვალაძის  -დან  

 იცი რატომ ხდება დედამიწაზე ამდენი უბედურება?

— არა! – გაკვირვებულს წრიპინით აღმომხდა.

 იმიტომ, რომ უმეცრება ზეობს ადამიანში. ყველაზე დიდი უმეცრება კი – საზრისის გარეშე ცხოვრებაა. ადამიანებს არ აინტერესებთ ჭეშმარიტება, იმიტომ რომ – თავიანთი ჭეშმარიტება აქვთ. მათ რომ აინტერესებდეთ ჭეშმარიტება, უაზრო და არაფრის მომტანი სწავლებებითა და გართობებით კი არ გამოილაყებდნენ თავს, არამედ, სამყაროს უმარტივეს კანონს შეისწავლიდნენ.

— რა არის სამყაროს უმარტივესი კანონი, რომელიც ყველაფერს ანაცვლებს? – ვერ დავმალე ცნობისმოყვარეობა და თამამად ვკითხე.

 მიზეზ-შედეგობრივი კანონი! რომელსაც ზედმიწევნით სწორად ჩამოაყალიბებთ სიტყვით, მაგრამ, როგორც კი ქმედითობის დრო დადგება, იმ წამსვე გროშებად გაყიდით. თავად ის ფაქტი, რომ სიტყვა და საქმე ერთმანეთში გერევათ და იმის მეათედსაც კი არ აკეთებთ, რასაც ლაპარაკობთ, უკვე დასტური და ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს ღალატობთ… თქვენი ცოდნა, თქვენსავე საზიანოდ გადგებათ… და ეს იმიტომ, რომ ღირსების გარეშე ფუჭია ცოდნის ფასი.

— კი მაგრამ, როგორ შეიძლება ადამიანური ღირსების ფორმირება? – აშკარად ვერ დავმალე უკმაყოფილება და ბრაზი.

 ღირსების ფორმირებას ახდენს პერსონალური ძალა! — კვლავ ცივი და შეუვალი პასუხი დამახვედრა მან.

— პერსონალური ძალა. – ბუტბუტით გავიმეორე მისი სიტყვები და განმარტების მოლოდინში გავჩუმდი.

 ეს ის კაპიტალია, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი, ან მოიპოვებს, ან კარგავს. ეს არის ცოდნა, ცნობიერად შეგეძლოს მოახდინო გავლენა შენს ცხოვრებაზე. აბა ადექი და გულწრფელად უპასუხე საკუთარ თავს: ვახდენ თუ არა საკუთარ ცხოვრებაზე გავლენას?

— ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერზე გავლენის მოხდენა… თუ შეგვიძლია? – თითქოს თავისით გამომცრაო სიტყვებმა… რაც აშკარად არ მესიამოვნა ჩემი თავისგან, იმიტომ რომ არაერთგვაროვანი პასუხი გავეცი… მე თვითონ არ ვიცოდი რა მეთქვა, მაგრამ ჩემმა სიამაყემ, რომელიც თითქოს მძიმე, ჟანგიანი ღუზასავით მეკიდა კისერზე, არ მომცა «არ ვიცი»-ს თქმის საშუალება. მე უხერხულად და ძალზედ უსიამოვნოდ ვგრძნობდი თავს, რადგან აშკარად ვგრძნობდი, რომ ის თავიდან ბოლომდე მშიფრავდა, განმიცდიდა… თითქოს გამჭვირვალედ მხედავსო… სასწაულია, ნამდვილი სასწაული.

 საკუთარ თავზე შეგიძლია! — მცირე პაუზის შემდეგ მკაცრად წარმოსთქვა მან… ცოტა ხანში კი კვლავ განაგრძო.

 ჩინელ მხედართმთავარს, სუნ ძის უთქვამს:

  • «ვინც წინასწარ თვლის და გეგმავს ბრძოლას, მას მეტი შანსი აქვს;
  • ვინც წინასწარ არ თვლის და არ გეგმავს ბრძოლას, მას ნაკლები შანსი აქვს.
  • ვისაც მეტი შანსი აქვს, ის იმარჯვებს;
  • ვისაც ნაკლები შანსი აქვს, ის ვერ იმარჯვებს.
  • ამიტომ, თუნდაც მხოლოდ იმის დანახვით, რომ ვიღაც წინასწარ თვლის და გეგმავს ბრძოლას, ჩემთვის უკვე ნათელია გამარჯვებული და დამარცხებული!»

 როგორ ზუსტადაა ნათქვამი! – თავადვე მოიწონა სუნ ძის სიტყვები, მცირე პაუზა გააკეთა, თითქოს მაცალა ბოლომდე გააზრება და განაგრძო:

 აი პასუხიც – ვისაც მეტი შანსი აქვს, იმარჯვებს! გამარჯვება წინასწარი მომზადებით იბადება.

— პერსონალური ძალა როგორ ფორმირდება? – ინტერესით და აშკარა ნდობით, მის სიბრძნეში და სიდიადეში ასი პროცენტით დარწმუნებულმა ვკითხე მე.

 საკუთარი თავის მართვით! 

 

წყარო:http://inteleqtika.com/

ნანახია:(292)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„არსებობს ცხოვრების ნაკადში მოხვედრა — ანუ როცა ზედმიწევნით ხდება ყველაფერი თქვენდა სასიკეთოდ“…

„ყველა მოვლენა თქვენს ცხოვრებაში ექვემდებარება კანონზომიერებას… გარეშე ფაქტორები — ანუ ის ფაქტორები რომელთა ზეგავლენასაც საკუთარ ცხოვრებაზე თქვენ ვერ გააკონტროლებთ —


სარკისებრი ნეირონები

სარკისებრი ნეირონები წარმოაგენენ,  თავის ტვინში ნეორონებს, რეომლებიც ღიზიანდებიან როგორც გარკვეული მოქმედებების შესრულებისას, ასევე სხვისი ქმედებების ყურებისას. ისინი ასევ მონაწილეობენ თანაგრძნობის


თუ რაიმე გინდათ და არ გაქვთ, ეს მხოლოდ იმის გამო რომ…

…რითი განსხვავდება ეგრე წოდებული „ფსიხოზი“ ეგრე წოდებული „ნერვიული აშლილობისაგან»? გაინტერესებთ? ფსიხოზის შემთხვევაში მტკიცებულება 2+2=4 იწვევს მსუბუქ დაცინვას, ხოლო ნერვიული აშლილობის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*