ბუმერანგი მამაკაცი — რატომ ბრუნდებიან მამაკაცები უკან…

by Ann | 17 февраля, 2017 12:00

ყველა რომანტიკულ ურთერთობას აქვს „საწყისი შეთანხმება“ — სექსუალური, ფინანსური, ემოციური ან სამივე ერთად. თუ ეს „შეთანხმება“ ირღვევა ხშირ შემთხვევაში ურთიერთობა დასასრულისკენ მიდის.

 

მართალია არსებობს ბევრი გამონაკლისი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მამაკაცი დაშორების შემდეგ კვლავ უკან ბრუნდება და უკვე ყოფილი ურთიერთობის განახლებას ცდილობს. რა აიძულებთ მათ ასე მოიქცნენ?

 

კარგი სექსი — მამაკაცებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ურთიერთობაში. თუ მას თქვენთან ჰქონდა ისეთი სექსი, როგორიც არ აქვს სხვასთან აუცილებლად დაბრუნდება.

 

შეცდომები — მამაკაცები შეცდომებზე კარგად სწავლობენ. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ მოსწონთ, როდესაც შეცდომებზე სწავლობენ, თუმცა ცდილობენ ერთ ადამიანთან უამრავი შეცდომა არ დაუშვან. ეს მათ მიჯაჭვულს ხდით იმ ადამიანთან, ვისთანაც ბევრი შეცდომა დაუშვეს.

 

მარტოობა — როდესაც პარტნიორის გარეშე რჩებიან, მამაკაცები თითქმის ყოველთვის ყოფილთან დაბრუნებას ცდილობენ. ისინი ფიქრობენ, რომ გაცილებით მარტივია ყოფილის  დათანხმება ურთიერთობის განახლებაზე, ვიდრე ახალი ურთიერთობის დაწყება.

 

 

ნანახია:(3404)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/bumerangi-mamakaci/