„ბუღი ასდის ქალაქს, იწვის თბილისი და არცერთი შადრევანი არ მუშაობს“… | Jolo.ge


„ბუღი ასდის ქალაქს, იწვის თბილისი და არცერთი შადრევანი არ მუშაობს“…

„ბუღი ასდის ქალაქს, იწვის თბილისი და არცერთი შადრევანი არ მუშაობს“…

„ზაფხული გადის და თუნდაც ქალაქის ცენტრში არსებული არცერთი შადრევანი არ მუშაობს“, — წერს ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი კახი ლაზარიშვილი და ყურადღებას იმ პრობლემაზე ამახვილებს, რომლის მოგვარებაც არა მარტო ადგილობრივებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებსაც შვებას მოგვრიდა.

kaxiiკახი ლაზარიშვილი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე:

„ბუღი ასდის ქალაქს, იწვის თბილისი, მწველი მზისგან დედაქალაქის ქუჩებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ უბნებს ნამდვილად არ აკლია დამთვალიერებელი.

თბილისში-აბანოთუბანში, სოლოლაკში, ავლაბარში, რუსთაველის გამზირზე, მთაწმინდაზე, ბოლო რამდენიმე კვირაა ტურისტი უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი თბილისელი.

მხურვალე მზისგან გამდნარ ასფალტზე ევროპელი თუ აზიელი წყვილები შესაშური ენერგიით დადიან და ათვალიერებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს… აღფრთოვანება ეტყობა მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს-უკრანნელებს, პოლონელებს, ბულგარელებს, ჩეხებს, არაბებს, ბერძნებს, ესპანელებს, ირანელებს, თურქებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს…

ტურისტების რაოდენობა დღითიდღე იმატებს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და პარკებში არსებული თითქმის არცერთი შადრევანი არ მუშაობს, მაშინ როცა ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნების ქალაქებში უხვად მჩქეფარე შადრევნები არამარტო არქიტექტურულ-ესთეტიკურად ალამაზებენ ქალაქებს და გარემოს, არამედ ისინი ცხელ ზაფხულში წარმოადგენენ გაგრილების საუკეთესო საშუალებას, რის გამოც შადრევნებთან თავს იყრიან არამარტო ადგილობრივი მაცხოვრებლები, არამედ ქალაქის სტუმრებიც!

ამ მხრივ სამწუხაროდ წელს თბილისს სერიოზული პრობლემა გააჩნია, ზაფხული გადის და თუნდაც ქალაქის ცენტრში არსებული არცერთი შადრევანი არ მუშაობს, რაც ნამდვილად არაბუნებრივი და არანორმალურია ასეთი სიცხის დროს! რადგან შადრევანი არსებობს, მითუმეტეს ზაფხულის პერიოდში, ის აუცილებლად უნდა მუშაობდეს!“

ნანახია:(76)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყველაზე დაბინძურებული ადგილები მსოფლიოში

ადამიანების მიერ ტექნოლოგიების და სხვადასხვა მიმართულების განვითარება, რასაკვირველია, კაცობრიობის წინსვლა-განვითარებას უწყობს ხელს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოგონებები ფატალური იყოს. გარემოს


„ჟოლო“ — თქვენი პოზიტიური განწყობა

ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო … თქვენ გსურთ იყოთ ბედნიერი?! — ჩვენც გვსურს რომ იყოთ ბედნიერი, ამიტომაც ვავრცელებთ ბევრ პოზიტივსა


„მერე ვიფიქრე ასე არ ხდება-თქო და აი თუ არ ხდება“

ბავშვობაში რაღაც რომ ძაან მინდოდა, ვოცნებობდი, აი ხომ შეიძლება ქუჩაში უცებ ვინმემ მანქანა გააჩეროს, გადმოვიდეს და მაჩუქოს-თქო. მერე ვიფიქრე ასე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*