fbpx

„30-ე დღიდან ელოდეთ სასწაულებს“ – ბრაიან თრეისის მეთოდი

ავტორი ჟოლო
8,607 ნახვა

…არიან ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით პოულობენ საკუთარ თავში ძალებს, შეისწავლონ საკუთარი თავი და დეტალურად გაერკვნენ მიზნებისა და ეფექტური გეგმების შედგენის ნიუანსებში…

…რა საოცრებაა, რომ მართლაც არსებობს უამრავი ცოდნა, რომელიც ამაში დაგეხმარებათ და სრულიად ხელმისაწვდომია, თუმცა დროს, ცვლილებებს, პიროვნულ ზრდას და საკუთარ თავზე მუშაობას ნამდვილად მოითხოვს 🙂

მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი ჩქარა უნდათ და ახლავე 🙂
სწორედ მათთვის მინდა გავაზიარო ბრაიან თრეისის ეს მეთოდი, რომელიც შესაძლოა ბევრმა იცით კიდეც 🙂

პირადად სიამოვნებით დავტესტე – (საერთოდ რასაც გავიგებ ყველაფერს ვტესტავ) და გეტყვით, რომ მთლად ისეთი სიზუსტით არ ასრულდება თქვენი მიზნები, როგორც დაწერთ, თუმცა….დიიიიდი დადებითი ორომტრიალი ნამდვილად დაიწყება 

ესეიგი:
იღებთ ეგრე წოდებულ ბლოკნოტს და ყოველ დილით გაღვიძებისთანავე წერთ 10 მიზანს რომელიც ამ წელიწადში აუცილებლად გინდათ რომ აგისრულდეთ.

ფორმულირება უნდა იყოს დაახლოებით ასეთი:
მე მინდა ბინა-ს ნაცვლად – “მე ამ წლის (წელი, თვე)  ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ საკუთარ ( ასეთ და ასეთ) ბინაში რომელიც მდებარეობს აქ და აქ..

მე მინდა მანქანა – ს ნაცვლად – მე ამ წლის ამა და ამ თვიდან ვმართავ საკუთარ ამა და ამ მარკის მანქანას.
და ა.შ.

აუცილებელი პირობა:
1. ამას აკეთებთ ყოველდღიურად დილაობით და მხოლოდ 10 მიზანი.
2.ყოველ შემდეგ დღეს არ იხედებით წინა დღის მიზნებში და არც ცდილობთ გაიხსენოთ და იგივე გაიმეოროთ.

უბრალოდ წერთ იმას რაც იმ დღეს ყველაზე აქტუალურად მიგაჩნიათ.
სულ ეს არის 🙂

30-ე დღიდან ელოდეთ სასწაულებს 🙂
წარმატებები!

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment