„ბოდიშს გიხდით ბავშვებო ყველაფრისთვის“ — ნათია ფანჯიკიძე | Jolo.ge


„ბოდიშს გიხდით ბავშვებო ყველაფრისთვის“ — ნათია ფანჯიკიძე

„ბოდიშს გიხდით ბავშვებო ყველაფრისთვის“ — ნათია ფანჯიკიძე

„ნუ კიცხავთ ბავშვებს. არ შეგვიქმნია მათთვის ის ატმოსფერო, მათზე სიცილის უფლება რომ მოგვეპოვებინა. ბავშვებს ყველა პრობლემა უფროსების გამო ექმნებათ და ზრდასრულობამდე იძულებული არიან ჩვენი შექმნილი გარემოს მსხვერპლი იყვნენ, ზრდასრულობაში კი შეუიარაღებელი აღმოჩნდებიან საიმისოდ, რომ უკეთესი ფსიქოლოგიური ველი თვითონვე შექმნან.

ყველა მაგალითი ჩვენ მივეცით, რუსეთის მიმართ კუდის ქიცინით, გაუნათლებლობის მხარდაჭერით, იდეალების არქონით, კონფორმიზმით, ყველა ბოროტების მიმართ მორჩილებით, ერთმანეთის მიმართ აგრესიით და დაუნდობლობით, ჩვენი დაღლილობით და ნევროტულობით, მხოლოდ ვიწრო წრისთვის არსებული ომებით და მათ პარალელურად საზოგადოების უდარდელობით, გულგრილობით და ქეიფით.

ჩვენ ვერ გავარჩიეთ ფასეული უფასურისგან, ვერ მოვითხოვეთ კომპეტენტურობა და ვერ ჩამოვაყალიბეთ მათი მომავლისთვის სასურველი გარემო. ჩვენ გავექეცით ცხოვრებას ნარკოტიკებში და დეპრესიაში, დღევანდელი კვერცხის დევნაში. ახლა კი იმის ნაცვლად, მეტი ძალით ვცდილობდეთ რეალური გზების ძიებას, როგორ შევუქმნათ ქვეყნის დონეზე მათ უკეთესი პერსპექტივა, კედლიდან კედელზე დაგვაქვს ვიდეოდასტური, თურმე რა უვიცი თაობა გვეზრდება და ვგესლავთ ისედაც ჩვენს გესლში მოწამლულ ბავშვებს.

ბოდიშს გიხდით ბავშვებო ყველაფრისთვის“.

ნათია ფანჯიკიძე

ნანახია:(49)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

‘’იბუპროფენის’’ ყოველდღიურად მიღება ახალგაზრდობას 12 წლით გაგიხანგრძლივებთ

არსებობენ ქვეყნები, სადაც ნებისმიერი ტკივილისა თუ უბრალოდ გაციების დროს ადამიანები ერთ პრეპარატს იყენებენ — ესაა იბუპროფენი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ეს


გოგა ჩანადირი: გიფიქრიათ, თქვენი კომენტარებით რა სტრესს უქმნით ქართველ ოლიმპიელებს?

გოგა ჩანადირი: ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს კომენტარი. დიდი ნაწილი ნამდვილად განაწყენდება: ოლიმპიელთა ფორმა მოგწონთ თუ არა, თქვენი მოთქმით


„არაფერი დამიშავებია, გარდა იმისა, რომ შემიყვარდა“…

— ახალგაზრდა ქალი რომ გოუშვა, აბა რა მოლოდინი ჰქონდა.. — ძნელია, ძნელი შორი-შორს ყოფნა.. — კაი ერთი, თუ ქალი ხარ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<