„ბობ დილანის ნობელის პრიზმა გადარია პლანეტა… გაუმარჯოს ბობ დილანს“- დავით დეფი | Jolo.ge


„ბობ დილანის ნობელის პრიზმა გადარია პლანეტა… გაუმარჯოს ბობ დილანს“- დავით დეფი

„ბობ დილანის ნობელის პრიზმა გადარია პლანეტა… გაუმარჯოს ბობ დილანს“- დავით დეფი

ერთნაირად ბოღმებისა და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი შურიანების თუ რა ვიცი კიდევ როგორიანების საზოგადოებაა, მთელს მსოფლიოში ქსელივით მოდებული.

ბობ დილანის ნობელის პრიზმა გადარია პლანეტა, რატომ მას და არა ფილიპ როთს ან ჰარუკი მურაკამის ან თომ სთოფარდს და გნებავთ გივი მარგველაშვილს.

ნობელის პრიზი გაქვს თუ არ გაქვს შენს მკითხველს ან მომავალ თაობას ამითი რა? რა სიგიჟეა ამაზე გადარევა და ამაზე ბოდიალი? ჯერ ბონო იყო სამჯერ წარდგენილი მშვიდობის დარგში და ბობ გელდოფიც ასევე. ნობელის ჯილდო ჯერ ჯერობით ვერც ერთმა მიიღო. მერე რა? ამითი ბონო ბონო აღარაა? ან როთი, მურაკამი, სთოფარდი და რაშდი აღარ არიან მხეცი მწერლები, თუ რა?

ან ბობ დილანზე ასე გადარევა გამკვირვებია ერთნაირად ქართველებისგან, გერმანელბისგან, ინგლისელებისგან და იგივე ამერიკელებისაგან. ვინ აღარ წერს და თან რა ცინიზმით! გული მერევა ეგეთ ბოღმაზე, ეს სისაზიზღრე მართლა უკვე ყველგანაა მოდებული და უკვე ყველაფერს გადაწვდა.

ერთი ბობ დილანივით რაიმე მსგავსი ღირებული შექმნას ვინმემ რომელსაც ამერიკის თავისუფლების სული ბეჭდად ესმევა და ყოველი ახალი თაობა ახლებურად მიიღებს, წაიკითხავს ან მოუსმენს და მერე ვილაპარაკოთ.

ამ გადაწყვეტილებით როკ’ენ’როლმა ბევრ რამეს აჯობა. კლიშეებს და მოსაწყენ ბლა ბლა ბლას აჯობა და მსოფლიოს დაანახა — პოეზიას საზღვარი არ აქვს. ამ დღევანდელ გადაწყვეტილებაში, სწორედ ეს გზავნილია, თორემ, ალფრედ ნობელის ანდერძის მოწილე ვინმე დიდი ან გენიალური მწერალი, რომანისტი თუ პოეტი, მოკლე მოთხრობების ავტორი თუ დრამატურგი არის თუ არ არის, ამით არავინ კნინდება. დედამიწის მწერლებიდან არავინ და არც მკითხველებიდან.

მე, ედგარ ალან პო და ელვის პრესლი, პინკ ფლოიდი და ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, რიჩარდ ბახი, სუპერსტარი და ჰერმან ჰესე, მირჩევნია ასობით ნობელის ლაურეატს ან არალაურეატს.

სხვათაშორის ეს გადაწყვეტილება, დაეარსებინა საყოველთაო პრიზი, მან, ალფრედ ნობელმა ფოთში ყოფნისას მიიღო და ფოთიდან წასულმა, პარიზში თავის ძმას მოუყვა, როცა ცოლი მათემატიკოსთან გაექცა და თავისივე გამოგონილი დინამიტით კინაღამ თავი აიფეთქა და ქალაქიც ცაში აწია.

დილან თომასს ძალიან გაუხარდებოდა ეს ამბავი, ვისი სახელიც დაირქვა დიდი ეპოქის დიდმა სიმბოლომ.

გაუმარჯოს ბობ დილანს.

დ ♔ სიახLOVE
13 ოქტომბერი 2016

ნანახია:(434)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ქუდზე კაცი სიყვარულისთვის, რომ გადავრჩეთ, ახლა ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას!

როგორ მინდა კარდაკარ ჩამოვიარო მთელი საქართველო, მივუაკუნო უცხო კარებს, ნაცნობს, ჩემსას, სხვისას და თითოეულ ადამიანს ვინც კარს გააღებს ვთხოვო რომ


გრიგოლ რობაქიძის ნატვრა — „მეტს არასა ვთხოვ საქართველოს»

„ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს


«ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა»- ზაზა ფაჩულია რობერტ დე ნიროს შეხვდა

«ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა»- წერს ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში და საყვარელ მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ქართველი კალათბურთელი რობერტ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<