…დღეს, როცა უამრავი დაფარული ცოდნა ამოდის ზედაპირზე და ახალის შეცნობის მზაობა, განვითარებული ადამიანების მთავარი თვისება გახდა, მგონია ხოლმე, რომ ასტროლოგიის ელემენტარული ცოდნის გარეშე გაცილებით არა კომფორტულია ყოფნა, ვიდრე მისი დახმარებით
…მე და ჩემი ოჯახი უკვე დიდი ხანია ძირითადი საქმეების დაწყების თუ დაგეგმვის წინ, მთვარის კალენდარს ვფურცლავთ, თუმცა….
ჯერ კიდევ ვამჩნევ ხოლმე ჩემს გარშემო გაკვირვებას, როცა „მთავრის დღეს“ ვახსენებ ხოლმე…
ზოგიერთს მკითხაობაც კი გონია ეს ყოველივე:)
მოკლედ…
რა არ იქნება ტრენინგზე:
საახალწლო სუფრის მენიუ;
პასუხები კითხვებზე
„როდის გავთხოვდები?“,
„გვეშველება რამე?“,
„მე რომ სიკეთეს გავცემ და ისინი ვერ მიფასებენ, რა ვქნა?“ და ა.შ.
სემინარის ძირითადი თემებია:
ასტროლოგიის რაობა ისტორიულ რაკურსში
ასტროლოგიის როლი თანამედროვე ბიზნეს სამყაროში
პირადი ასტროლოგიური რუკა და პროფესია
მთვარის ფაზები და ბიზნესი
ასტრო-მინეროლოგია და საქმიანი ცხოვრება
მიზნობრივი აუდიტორია:
სემინარი გათვლილია დასაქმებულ და საკუთარი წარმატების შექმნაზე ორიენტირებულ ადამიანებზე, რომლებიც ღია არიან გაეცნონ თანამედროვე სამყაროში დამკვიდრებული ხედვებისგან განსხვავებულ, არატრადიციულ ცოდნას; ეფექტურად გამოიყენონ, წარმატებული ქვეყნებისა თუ კომპანიების მიერ აპრობირებული, ეზოთერულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი მიდგომები საკუთარი საქმიანი და ყოფითი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
ექსკლუზიურად ქალთა კლუბისთვის და წინა საახალწლოდ:
მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ინტიმური დეტალები;
წლის ასტროლოგიური მიმოხილვა;
ხასიათის თისებები, რომლებიც უნდა მართოთ…
სემინარს გაუძღვება პროექტის Astrologia.ge ხელმძღვანელი, ანუკა ლომიძე.
27 დეკემბერი / პეკინის 21 / 19:00 საათი / საფასური 50 ლარი.
ქალთა კლუბის წევრებისათვის დასწრება უფასოა.
რეგისტრაცია ტელეფონით – 593 94 5008.
ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი