ბილ გეითსი თავის 85 მილიარდის ქონებას საქველმოქმედო ფონდს გადასცემს | Jolo.ge


ბილ გეითსი თავის 85 მილიარდის ქონებას საქველმოქმედო ფონდს გადასცემს

ბილ გეითსი თავის 85 მილიარდის ქონებას საქველმოქმედო ფონდს გადასცემს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ბილ გეითსის გადაწყვეტილებით, მთელი მისი ქონება, რომელიც 85 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.

როგორც გეითსი itvNEWS-თან ინტერვიუში აცხადებს, მისი ოჯახი ამაყობს მიღებული გადაწყვეტილებით… შვილებს კი საერთოდ არ ანაღვლებთ უდიდესი მემკვიდრეობის დაკარგვა.
ბილ გეითსის გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად მთელი მისი ქონება გადაეცემა მსოფლიოში უმდიდრეს ფონდს ,,ბილ და მელინდა გეითსების ფონდი,, რომელიც სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, განათლებისა და მსოფლიოში სიღარიბის შემცირების პრობლემებზე იმუშავებს.

60 წლის მილიარდერის განცხადებით, მთელი ქონების დატოვება შვილებისთვის, ეს მათთვის გაწეული დათვური სამსახური იქნება…

,,ჩემი და მილენდას შვილებმა მიიღეს და კიდევ მიიღებენ კარგ განათლებას… კიდევ მიიღებენ გარკვეულ კაპიტალს და ფულის გაჭირვება არ ექნებათ, მაგრამ ყოველივე მათგანმა თვითონ უნდა ააგოს თავისი კარიერა. თუ მთელ ქონებას ამათ დავუტოვებთ, ჩვენ მათ თვითრეალიზაციის საშუალებას წავართმევთ. ამ ფულმა უამრავ ადამიანს დახმარება უნდა გაუწიოს, იმათ ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება, ჩემი შვილები ამაყობენ მიღებული გადაწყვეტილებით,, – აცხადებს ბილ გეითსი.

წყარო:http://bfm.ge/

 

ნანახია:(145)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კოსმოსში გაშვებული ჩაკრულოს ისტორია და სოლისტი როსტომ საგინაშვილი

კოსმოსში საგანგებოდ შერჩეული მასალა გაიგზავნა. დედამიწის ბუნებრივი ხმების ჩანაწერები, ერთ წინადადებიანი მისალმება 55 ენაზე, საერთო ხანგრძლივობის კლასიკური და ხალხური მუსიკის


მარკ ტვენი — ამერიკული ლიტერატურის დასაბამი

ერნესტს ჰემინგუეიმ ერთხელ თქვა: „თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა მოდის მარკ ტვენის ერთი წიგნიდან სახელად „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, ეს არის საუკეთესო წიგნი,


გოგლა ლეონიძე და გალაკტიონი

მას ერთხელაც არ წამოსცდენია გალაკტიონი ლოთიაო. ჰოდა, როცა მწერალთა კავშირში გალაკტიონი გააფრთხილეს, თუ სმას თავს არ დაანებებ, კავშირიდან გაგრიცხავთო, გოგლა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<