ბჰუტანი — ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს | Jolo.ge


ბჰუტანი — ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს

ბჰუტანი — ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს

ბჰუტანიში — ხელისუფლების მთავარ მიზანს ქვეყნის თითოეული მოქალაქის გაბედნიერება წარმოადგენს, ეს კონსტიტუციის მე-9 მუხლშია გაწერილი.

2008 წელს შეიქმნა ”საყოველთაო ბედნიერების სახელმწიფო კომისია” (Gross National Happiness Commission) რომელსაც თავად პრემიერი ხელმძღვანელობს. მოსახლეობის აღწერისას მოქალაქეებს კითხვას უსვამენ: ” ხართ თუ არა ბედნიერი?” 2005 წელს, უკანასკნელი აღწერისას მოსახლეობის 45.2%-მა ამ კითხვას გასცა პასუხი ” ძალიან ბედნიერი ვარ”, 51.6%-მა — ”ბედნიერი ვარ”, და მხოლოდ 3.3%-მა — ”არც თუ ისე ბედნიერი ვარ”.

Bhutan, Paro, Zhiwa Ling Hotel, Main Building

ბჰუტანში მთლიანი შიდა პროდუქტის ცნება შეცვლილია უფრო შესაფერისი ინდიკატორით — ”მთლიანი ეროვნული ბედნიერებით”. ეს გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს, ამგვარად, ადამიანების გაბედნიერება ეროვნული პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

ბჰუტანი მართლაც საოცარი ქვეყანაა, სადაც არ არის შიმშილი და კრიმინალი, სადაც ხალხი ლაღად ცხოვრობს და არ იცის, რა არის ომი და სიღარიბე. ბჰუტანელები ძალიან სტუმართმოყვარეები და გახსნილები არიან და უფრთხილდებიან თავიანთ უნიკალურ კულტურას.

აქ ცხოველების დახოცვა აკრძალულია, ამიტომ, თითქმის ყველა ვეგეტარიანელია. იკრძალება ქიმიური სასუქის შეტანა, ამიტომ, რასაც კი ამ მიწაზე აწარმოებენ, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. არ იჩეხება ტყეები, პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხე დაირგოს.

%e1%83%94%e1%83%a13წყარო:

წერილი ბრმებზე — თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად

 

ნანახია:(6295)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

5 მიზეზი უზმოზე წყლის დასალევად

იცოდით, იაპონიაში დღეისთვის 50 000-ზე მეტი ას წელს გადაცილებული ადამიანი რომ ცხოვრობს? ჩემთვის საინტერესო აღმოჩენა იყო, თუმცა გასაკვირი ამაში ალბათ


«- არ დაურეკო — ორივეს გვიბრძანა დახლთან მდგარმა «ცეცხლისფერმა» ქალმა»…

სოფელში ხომ დღე არ გავა, რომელიმე «მარიტა» არ შესვან ვირზე და არ ამოილაფონ თავადაც. არ უყვართ ის ქალი. აიჩემეს :


მსოფლიოს შვიდი საოცრება

მსოფლიოს შვიდი საოცრება, უძველესი ცივილიზაციებიდან არის შემორჩენილი. ეს იყო ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.შვიდივე საოცრება ადამიანის ხელით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*