„ბევრი ნაკითხი ადამიანი ვნახე გაუნათლებელი“… | Jolo.ge


„ბევრი ნაკითხი ადამიანი ვნახე გაუნათლებელი“…

„ბევრი ნაკითხი ადამიანი ვნახე გაუნათლებელი“…

ნაკითხი და განათლებული.

ნაკითხი ბნელშია.
განათლებული სინათლეში.

სული.
სხეული.
მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო.
სხეულში სისხლი, ტვინი, გული, კუჭი, ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები…

აზროვნება, გონიერება, ინტელექტი.

ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასი.
მადლიერების და სიკეთის ფასი.
სიყვარულის და ადამიანის ფასი.
ოჯახისა და საკუთარი თავის ფასი.

სწორი და ნამდვილი განათლება.

დედამიწაზე ძალიან ცოტა ადამიანი დაიბადა ჭკვიანი და ნიჭიერი, ამ ცოტაში ზოგმა ჭეშმარიტი განათლება მიიღო, ჭკუა და გონება რომ გაეუმჯობესებინა.

ნაკითხი ადამიანი ძალიან განსხვავდება განათლებული ადამიანისგან.

ნაკითხი ადამიანი ცარიელია, ტრაბახა ,,პირველი» მოითხოვს სიყვარულს, პატივისცემას, აღიარებას და თაყვანისცემას.
ნაკითხი დემონსტრირებს წაკითხულის რაოდებობას.
მუდმივად ხიბლშია, ამაყია, პატივმოყვარე, უტეხი, უხამსი და ურცხვი, ამას ყველაფერს, ის ვერ გრძნობს და ვერ ხედავს, არც არავინ ეუბნება, იმიტომ, რომ მას განათლება აკლია ყველაფერი რომ გაიგოს და მიიღოს.

განათლებული ადამიანი არასოდეს აძლევს თავს უფლებას წარმოჩინდეს, ხაზი გაუსვას საკუთარ განათლებას, ინტელექტს და სიძლიერეს.
განათლებული ადამიანის არასოდეს არ შურთ, არასოდეს არ ებრძვიან. არასოდეს გაურბიან.
განათლებულ ადამიანი არასოდეს არ არის მარტო.
მას უთვალავი კეთილმოსურნე ჰყავს.

ჭეშმარიტად განათლებული ადამიანი ჰაერივით საჭიროა, ის ყველას შველის, ყველას იმედია, მან იცის საკუთარი თავის, ადამიანების, სიყვარულის, ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასი.

დაბადებით ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი მშვიდია, მოსიყვარულე, საიმედო, უწყინარი, კეთილი, ერთგული, საჭირო და სასურველი. ის ხვდებ, რომ განათლება აუცილებელია.
აუცილებელია ცხოვრების სწავლა, გამოცდილება და გაზიარება.

ბევრი ნაკითხი ადამიანი ვნახე, რომელიც მეხსიერების ხარჯზე წარმოაჩენს საკუთარ თავს.
ბევრი ნაკითხი ადამიანი ვნახე გაბოროტებული, გახელებული და მიტოვებული.
ბევრი ნაკითხი ადამიანი ვნახე გაუნათლებელი.

კითხვა თუ არ გაგანათლებს, გაგანათებს, აგამაღლებს, სულს და ცხოვრებას არ გაგიბედნიერებს, ფუჭია სიცოცხლეც და ცხოვრებაც.
ნაკითხი ადამიანის ხვედრი: რა არის წინ? არაფერი. მხოლოდ სიმარტოვე და გაძაღლებული მომავალი.

წაიკითხე და ისწავლე, დაფიქრდი და შეიგნე, გაფრთხილდი და გახსოვდეს, რომ შენ გამადიდებელი შუშით გიყურებენ, გითვალთვალებენ შენნაირები, შენზე მზაკვრები, რომ გადაგყლაპავენ და მოგინელონ.

თუ ადამიანმა ვერ გაიგო და ვერ დაინახა შენი ბოროტი მოქმედება და უღირსი საქციელი, აუცილებლად გამჩენი დაინახავს და ის გასწავლის.

განათლებული ღირსეულია, სამაგალითო და მისაბაძი.
ნაკითხი მხოლოდ ფუჭად ინფორმირებული.

განათლებული სისხლხორციელად ბედნიერია, თეორიულად და პრაქტიკულად იცის ცხოვრება და ურთიერთობა

ნაკითხმა მხოლოდ თეორიულად იცის ყველაფერი, პრაქტიკულად კი მუდმივ წვალებაშია, ეჭვშია და შარშია.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(268)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

''დაუძლეველი არაფერია, მთავარია ადამიანის ნება არსებობდეს''

დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდობა აქტიურად არის ჩაბმული აზარტულ თამაშებში. ადგილი, სადაც ადამიანები ფულს აგებენ, ან იგებენ, სადაც ფორტუნას ცდიან, სადაც საათი


ლევან ოდიშარია — მეცნიერ-ფსიქოლოგი მხატვრობასა და ფსიქოთერაპიაზე

მხატვრობა საინტერესოა თავისი არსით და ფსიქოლოგის თვალით დანახული მხატვრობა კიდევ უფრო დიდ ინტერესს აღძრავს. ყველა ადამიანს განსხვავებული აზროვნება აქვს და


„ეს ერთადერთი გზაა იცოცხლო ცხოვრებაშივე“ — იგავი 1000 ბურთულაზე

რამდენიმე კვირის წინ, მოვიმზადე ყავა, ავიღე დილის გაზეთი და განვეწყვე რადიომიმღების მოსასმენად. სასურველი არხის ძიებაში ყუარდღება მიიქცია სასიამოვნო მოხუცი მამაკაცის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*