ბედნიერი ხარ და არ იცი … | Jolo.ge


ბედნიერი ხარ და არ იცი …

ბედნიერი ხარ და არ იცი …

ბევრი ადამიანი ვერ ხვდება და არ იცის, რომ ბედნიერია.

ახლა, ამ სიტყვებს მიხვდება ის, ვინც ხშირად ამბობს, თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ და არ ვიცოდიო.

როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ხვდება და ვერ იგებს ადამიანი იმას, რაც აქვს და ვინც ყავს. რატომ ვერ ირგებს იმას, რაც მიეცა.
იმიტომ, რომ გონებით ბრმაა და დაუნახავი.

ძალიან დიდი ტრაგედიაა როცა, ამ ქვეყნიდან ოჯახის წევრი ან ახლობელი მიდის. მათი წასვლის შიმდეგ ხვდები, ის რომ ცოცხალი იყო, ესეიგი, მაშინ ბედნიერი იყავი, ოღონდ ვერ იაზრებდი.

როცა იცის ადამიანმა, სიცოცხლის, ოჯახის წევრების, მეგობრის, სიყვარულის და სიკეთის ფასი, მაშინ ის ბედნიერია.

ბედნიერი იყავი, როცა ახალგაზრდა იყავი, მაგრამ ამას მაშინ ვერ ხვდებოდი. ახლა უკვე მიხვდი.

ბედნიერი იყავი და არ იცოდი, როცა საყვარელი ადამიანები ცოცხლები გყავდა.

შეირგე ის რაც გაქვს და იყავი ბედნიერი.

ერთი ღატაკი ოჯახი ნანგრევებში ცხორობდა, ბევრი შვილი ყავდათ, საჭმლის ფულს მათხოვრობით შოულობდნენ. ტრაგედია მოხდა, ბავშვი გარდაეცვალათ. გაუბედურებული დედა ტიროდა, რა ბედნიერი ვიყავი და არ ვიცოდიო.
გარშემომყოფი, როცა ამ ოჯახს ხედავდნენ, ეცოდებოდათ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, ვერ იაზრებდნენ თავად რა ბედნიერები იყვნენ, მათსავით რომ არ ცხოვრობდნენ.

ბედნიერება პირობითია.
ვისთვის რა არის ბედნიერება.
ყველას თავისი ბედნიერება აქვს …

განგება ყოველთვის გაჩვენებს, რომ ბედნიერი იყავი და ვერ დაინახე.

იყავი გონიერი, დაკვირვებული და აზრიანი. მიხვდი რომ დღეს ბედნიერი ხარ.

გაგითენდა, უკვე ბედნიერი ხარ …

ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(774)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ უნდა დაინახო საკუთარი სული

„ანტიკვარების მაღაზიაში გამყიდველი მეუბნება — ეს სარკე ძალიან ძველია, 200 წლისაა, არ ღირს ძვირი, არ ინანებთ თუ შეიძენთ. დავდექი სარკის


არასოდეს დაუშვათ, რომ ადამიანი თქვენით იმედგაცრუებული დარჩეს!

როცა წარმატებული ურთიერთობების ლექციას ვატარებ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩემს სტუდენტებს ვეუბნები, არის: არასოდეს დაუშვათ, რომ ადამიანი თქვენით იმედგაცრუებული დარჩეს!


7 მიზეზი, იმისა თუ ცხოვრებაში რატომ არ გააკეთებთ არაფერს „მაგარს“

სტატია დაწერილია მეწარმე რეიმარ ტირადოს მიერ, რომელიც ცნობილია თვისი ცხოვრების წყურვილით და არასოდეს ჩერდება მიღწეულზე. „მე მოგიყვებით იმაზე რასაც არ ასწავლიან. იმაზე,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<