ბედნიერი ვარ რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობენ ბავშვები, რომელთა ცხოვრებაც უკეთესობისკენ შევცვალე | Jolo.ge


ბედნიერი ვარ რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობენ ბავშვები, რომელთა ცხოვრებაც უკეთესობისკენ შევცვალე

ბედნიერი ვარ რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობენ ბავშვები, რომელთა ცხოვრებაც უკეთესობისკენ შევცვალე

„ეს არის ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და შვებას მგვრის“- ამბობს მარიამ ტატუაშვილი და ბავშვობაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მარიამი პროფესიით ფსიქოლოგია, ძირითადად ბავშვებთან მუშაობს და იმ ტკივილების დაძლევაში ეხმარება, რაც ბავშვობისას თავად თრგუნავდა. პროფესიის არჩევაც სწორედ ამან  განაპირობა

მარიამ ტატუაშვილი: ბავშვობაში პერიოდი მქონდა, როდესაც მეგონა სამყაროს ჩემი ხმა საერთოდ არ ესმოდა. 10 წლის ვიყავი, როდესაც ძმა გარდამეცვალა, ამ ასაკში ახლობელი  ადამიანის გარდაცვალება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვებში დეპრესიას იწვევს. მეც ერთ-ერთი ვარ, რომელსაც ეს გამოცდილება აქვს…ძალიან რთული ეტაპი იყო ჩემთვის.

მიჭირდა იმაზე საუბარი რას განვიცდიდი, მშობლების მიმართ გაუცხოება და სკოლაში აკადემიური ჩამორჩენა მქონდა, მეგობრებთან ურთიერთობა მიჭირდა, არაფერი მახარებდა. ადრე თუ სიმღერა და ცეკვა  მიყვარდა, იმ დრო ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა…

ჩემი ძმა 19 წლის იყო რომ გარდაიცვალა, ჩემი ძალიან კარგი მეგობარი იყო, მე კი მისი მესაიდუმლე… მუსიკას მასწავლიდა, დავყავდი სიმღერაზე. მუსიკალური კუთხით დიდ მომავალს მიქადდნენ, ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ სიმღერაზე აღარ მივლია, ჩავთვალე რომ მის გარეშე უბრალოდ აღარც სიმღერაზე სიარულს ჰქონდა აზრი.

დეპრესულობა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, გაუცხოება ყველას და ყველაფრისგან ჩემს ცხოვრებას დიდ ხანს გაჰყვა ფონად, მაგრამ პატარა ასაკშივე გავაცნობიერე, რომ დავიკარგე და მაშინ ყველაზე ძალიან მომინდა მომავალში აუცილებლად დავხმარებოდი ჩემსავით დაკარგულ პატარებს.

ყოველთვის მქონდა განცდა და დიდი სურვილი, რომ როცა გავიზრდებობი აუცილებლად გავაკეთებდი რაღაც ისეთს , რაც  ბავშვებს კრიზისულ ეტაპებზე დაეხმარეობდა  და მათ ცხოვრებას უფრო ფერადს გახდიდა…

ჩემი მშობლები, მითუმეტეს დედა ძალინ განიცდიდა ჩემს ყველაფრისგან გაუცხოებას. მშობლები გამუდმებით გვერდში მედგნენ.

ერთხელ მივხვდი, რომ არ მქონდა უფლება დიდხანს ვყოფილიყავი სადღაც ერთ ადგილას გაჭედილი. გავიფიქრე, რომ არც ჩემ ძმას მოეწონებოდა ჩემი ასეთი მდგომარეობა.

ბოლოს, აღმოვაჩინე ჩემში ძალა და გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება სხვა ადამიანების სასიკეთოდ გამომეყენებინა, რომ მათაც არ გასჭირვებოდათ ჩემსავით, ამიტომაც შევისწავლე  ფსიქოლოგია და ამ პროფესიით ბავშვებთან დავიწყე მუშაობა. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობენ ბავშვები, რომელთა ცხოვრებაშიც რაღაც უკეთესობისკენ შევცვალე.

სიყვარულით მშობლებს

ჩემი პრაქტიკული საქმიანობის პერიოდში მიმუშავია როგორც ტიპიური განვითარების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან.ჩემთვის ყველა ბავშვი განსაკუთრებულია.

მშობლებს ხშირად შვილებთან დაძაბული ურთიერთობა აწუხებთ. რათქმაუნდა ამისი გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. თუმცა,  მიმაჩნია რომ ბავშვი ყოველთვის მზადაა გესაუბროს, გამოხატოს საუკუთარი ემოცია, თუმცა  კომუნიკაციის ფორმა უფროსებისაგან განსხვავებულია, რადგან ზოგჯერ ბავშვებს ცხოვრებისეული გამოცდილების არქონის გამო, არ ძალუძთ ზუსტად გვითხრან საკუთარი  ემოციებისა და სურვილების შესახებ, რაც ხშირად იწვევს დაძაბულობას ბავშვსა და მშობელს შორის.

ასეთ დროს მშობლებს ვურჩევ რომ:

* აუცილებლად ისაუბრონ შვილებთან რაც შეიძლება მეტი და აჩვენონ მათ, რომ აინტერესებთ მათი შეხედულებები.

* დაუშვან რომ მათაც აქვთ შეხედულება საკუთარ ცხოვრებაზე და ზოგჯერ უკეთესადაც იციან რა აჯობებს მათთვის.

* შეისწავლონ  შვილების სუსტი და ძლიერი მხარეები და ნუ გააკეთებენ აქცენტს სუსტზე, არამედ ძლიერი მხარე განავითარონ.

* აჩვენონ შვილებს რომ სჯერათ და უყვართ უპირობოდ ყოველგვარი „ათოსნობის“ გარეშე.

და ბოლოს

* მიიღონ შვილები ისეთები, როგორებიც არიან.

ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა

ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლაში ხათნა მუზაშვილის ტრენინგ-ცენტრიდან მოვხვდი. მიუხედავად იმისა რომ პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ქოუჩინგის სკოლაში ბევრი ისეთი რამ გავიარე რაც ადრე არ მქონდა ნასწავლი.

მეტყველების კურსები, სადაც იხვეწება მეტყველება, (ვფიქრობ მეტყელების კურსები სკოლაშიც უნდა იყოს)სათქმელის სწორად მიტანა მსმენელამდე. ვისწავლე უფრო მეტად, როგორ უნდა ენდო საკუთარ თავს, როცა ათასკაციან აუდიტორიას მიმართავ. იყო უფრო მეტად იქ, იმ საქმეში  სადაც ხარ  და ძალიან მნიშვნელოვანი, ვისაწავლე მიზნების გაწერა და  პირადი ფინანსური რესურსების მოზიდვა-ზრდა.

ვაშინგტონის NLP ასოციაციის წევრ მადიტა  დისჰკუტთან გავიარე  ნეირო ლინგვისტური პრორამირების მიმართულება NLP ქოუჩინგი და REM-დეკოდირება.

ზოგჯერ ისე ხდება რომ ერთი შეხედვით პატარა გამოცდილება დიდ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაზე. იმ შემთხვევაში თუ გამოცდილება ნეგატიურია შესაძლებელია მომავალში იგი საკმაოდ სერიოზული პრობლემების გამომწვევი გახდეს. მაგალითად ბავშვობაში უწყინარმა თამაშმა, რომლის დროსაც ბავშვი რამდენიმე წამით სიბნელეში დარჩა, მომავალში სიბნელის შიში გამოიწვიოს. სწორედ ამისი აღმოჩენა, წაშლა და ახალი რესურსის გაღვიძება ხდება რემ დეკოდირების საშუალებით.

ამიტომ დიდი სურვილი მაქვს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს ამ თანამედროვე ქოუჩინგ-ტექნოლოგიების შესახებ… ყველაფრის შეცვლა შეიძლება, მთავარია გქონდეს ამის სურვილი და გადადგა ნაბიჯი.

თითოეულ ჩენთაგანს გააჩნია თავისი პირადი ტრადიციები….მე ახლა ქვეყანაში არსებულ ტრადიციებს არ ვგულისხმობJ

ეს ის არის, რაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩენს ცხოვრებაში უნდა არსებობდეს…

ქოუჩნგის სკოლის ერთ-ერთი ტრადიციად ქცეული საქციელია, საქმიანობა გაცემით დავიწყოთ, ამიტომაც სიამოვნებით გეპატიჟებით თქვენ და თქვენს შვილს პირველ სესიაზე საჩუქრად….

მობრძანდით, გადადგით ნაბიჯი თქვენი შვილების სიმშვიდისაკენ…

ხშირად მხოლოდ ერთი ნაბიჯია საკმარისი, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალოსJ

სესიაზე ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონით — 593 94 50 08.

 

ნანახია:(1023)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ამ გზით გაცილებით ახლო კავშირი დამყარდება შვილებსა და მშობლებს შორის

🌈👩‍👩‍👧‍👦«შვილებთან, როდესაც ვატარებთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულით როგორ განცდებს გადავცემთ მათ. ☀️შესაძლებელია თბილი სიტყვებით ველაპარაკებოდეთ,მაგრამ გულში სევდას,უიმედობას და აუხდენელი


5 თვისება, რომლითაც შვილის წარმატება შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ

ალბერტ აინშტაინი ამბობდა: «ყველა გენიოსია, მაგრამ თუკი თქვენ თევზის შესაძლებლობებს მისი ხეზე ასვლის უნარებით განსჯით, მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ სულელია».


რამდენადაც რთულია, იმდენად აუცილებელია შვილის «გაშვება»

გინდა არ გინდა ასეა   რამდენადაც რთულია, იმდენად აუცილებელია შვილის «გაშვება», დედის და შვილის «განცალკავება». არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<