ბედნიერი ურთიერთობის კანონები | Jolo.ge


ბედნიერი ურთიერთობის კანონები

ბედნიერი ურთიერთობის კანონები

1. გამარჯვებულის კანონი
ფაქტობრივად, ცხოვრებაში ყოველთვის ისეთ ადამიანს მოვიზიდავთ, როგორიც ვართ თავად. თუ კი არ მოგწონს გარემოცვა, ჩავიხედოთ გულში. თუ კი ვთვლით რომ გარემოცვაში გაგვიმართლა, ეს მხოლოდ იმიტომ რომ, თავად ვართ ასეთი. ამიტომაც, თუ  მიზანია ცხოვრებაში მოიზიდოთ ღირსეული ადამიანი, გახდით თავად ღირსეული.

2. მიზეზ შედეგობრივი კანონი
რასაც გავცემთ იმას ვიღებთ. მოვექეცეთ  პარტნიორს ისე, როგორც გვსურს რომ მოგვეცეს.

3. სიყვარულის კანონი
სიყვარული გვჭირდება ყველას. სიყვარული ნიშნავს მიმღებლობას, გახნილობას, ზრუნვას, სინაზეს, მზობას გასცე და აიღო პასუხისმგებლობა, ნდობას, უანგარობას, იყო კეთილი.  რაც მეტად გამოვავლენთ ამ თვისებებს , მით მეტად დაგვიბრუნდება. ისეთი გამოვლინება, როგორიცაა – შიში, ეჭვიანობა, დამოკიდებულება, მანიპულაცია, კონტროლი, პრეტენზია, საყვედურები – ანადგურებენ ურთიერთობებს და სიყვარულთანაც არაფერი აქვს საერთო.

4. სიტყვის ძალის კანონი1-38737
ყველა სიტყვას აქვს ძალა. სიტყვით შეიძლება განკურნო, შეიძლება მოკლა. ადამიანმა თვალყური უნდა ადევნოთ რას ლაპარაკობთ. „იარლიყების მიკერება“, შეურაცხყოფა, დაყვედრება გულში აჩენს ჭრილობებს, რომელიც არსდროს (ან თითქმის ) ხორცდება. ყველა ადამიანის გულში, სულში სახლობს პატარა ბავშვი, რომელმაც განიცადა უარყოფის შიში, ეშინია სათანადოდ ვერ ან არ შეფასებენ და ეშინია ტკივილის. გამოვიყენოთ მხოლოდ თბილი სიტყვები, კომპლიმენტები, დალოცვა და გამხნევება.

5. ნდობის კანონი

ნდობა — სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობებში. უნდობლობა, ერთს აქცევს ეჭვიან, მშფოთვარე,  ცუდის მოლოდინში მყოფ პარტნიორად, ხოლო მეორეს, აგრძნობინებს თავს ემოციურ ხაფანგში – „უჰაერობაში“. ეჭვიანობა — მარტოობის შიშია, დაბალი თვითშფასების და საკუთარი თავის უსიყვარულობის. ნდობა — ეს ნამდვილი სიყვარულის განუყოფელი ნაწილია.

6. გულახდილობის კანონი
იყავით გულახდილნი. სიყავრული არ არის გაჩერებული, ის ჰგავს მცენარეს, რომელიც ან იზრდება ან ჭკნება და ხმება. ისაუბრეთ ერთმანეთთან თქვენს სურვილებზე, ურთიერთობებზე, გრძნობებზე. მიანიშნეთ პარტნიორს, რომ გიყვართ და აფასებთ. ნუ შეგაშინებთ ის ფაქტი, რომ სიტყვების «მე შენ მიყვარხარ» გამო, თავში აუვარდება. ისე როგორც მზე მცენარეს ზრდის, გულიდან წამოსული შექება ახალ სულს ჩაჰბერავს ურთიერთობებს.

7. გაცემის კანონი
გიყვარდეს — ნიშნავს უწილადო შენი ნაწილი, სამაგიეროს და მიზეზების გაეშე. თუ გსურთ მიიღოთ სიყვარული, უნდა გასცეთ. რაც მეტად გულუხვი ხართ, მით მეტს მიიღებთ. სიყვარული ჰგავს ბუმერანგს -მუდმივად ბრუნდება. შეიძლება, ყოველთვის არა იმ ადამიანისგან, ვისაც უწილადეთ, მაგრამ მაინც ბრუნდება. ათიათასად. სიყვარულის რეზერვი შეუზღუდავია. არფერს ვკარგავთ როცა გავცემთ. დაკარგვის ერთადერთი საშუალება – ეს არის არ უწილადო სხვებს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ადამიანები ხშირად განიცდიან სიყვარულის დეფიციტს  – ელოდებიან სანამ, მათ ვინმე შეიყვარებს. ეს ჰგავს მუსიკოსს, რომელიც ამბობს: «მე დავუკრავ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანები აცეკვდებიან» ან ცეცხლმა გაგათბოს, ისე რომ არ შეუკეთოთ შეშა. ნამდვილი სიყვარული უსაზღვროა და არ ითხოვს სამაგიეროს. ცხოვრებაში ურთიერთობების საიდუმლო ფორმულა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის ყურადღება მიექცეს არა იმას რა შეიძლება აიღო, არამედ – რა შეიძლება გასცე.

8. შეხების კანონი
შეხება — ერთ-ერთი ძლიერი სიყვარულის გამოხატვაა და ის ამყარებ21aF9q203FEს ურთიერთობებს. შეეხო ადამიანს ეს ნიშნავს – შეეხო მის სულს და გულს. ამიტომ, როდესაც ვიღაცაზე ვართ გაბრაზებული, ვამბობთ:  «რ შემეხო!» ხშირად შემოეხვიეთ ადამიანს, უბრალოდ ისე, მიზეზგარეშე, ხშირად ჩაჰკიდეთ ხელი.

ლონდონის ერთ ერთ კლინიკაში, მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: მთავრი ქირურგი, ყოველ საღამოს, ოპერციის წინ სტუმრობდა პაციენტებს, კითხვებზე სცემდა პასუხს და უხსნიდა ოპერაციის საერთო მდგომარეობა. სანამ ქირურგი ელაპარაკებოდა, მას ეჭირა პაციენტის ხელი . ასეთი პაციენტები გამოჯანმრთელდნენ სხვებზე (ვინც არ მონაწილეობდა) გაცილებით( 3-ჯერ) სწრაფად. როდესაც მზრუნველობით ვეხებით ვინმეს, იცვლება როგორც ჩვენი ისე მისი ფიზიოლოგია: მცირდება ჰორმონალური სტრესის დონე, ეშვება ნერვიული დაძაბულობა, ემოციური მდგომარეობა. არსებოს მოსაზრება: თუ ჩვენ ყოვედღიურად არ შემოვეხვევით 7-8ადამიანს, განწირულები ვართ ავადმყოფობებისთვის.

9. თავისუფლების კანონი
თუ ადამიანი გვიყვარს მას უნდა მივცეთ თავისუფლება. თავისუფლება – თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილებები,იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და არა ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. ყველა ჩვენთაგანს სჭირდება პირადი სივრცე. ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფალი ურთიერთობებში. სხვანაირად თავს გრძნობენ ხაფანგში. თუ ნამდვილად გიყვარს ვინმე, პატივი უნდა სცე მის სურვილებს და მოთხოვნებს. ყოველთვის არ არის ადვილი, საყვარელ ადამიანს მისცე თავისუფლება, მაგრამ სხვა გზა არ არის. ცხოვრებისეული სიბრძნე ამბობს: «რაც მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ადამიანს, მით მეტად ახლოს არის ის ჩვენთან».

თარგმნილია: ინტერნეტიდან

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(10613)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნუ გეშინია ვინმეს დაკარგვის! — თამარ კვარაცხელია

ნუ გეშინია ვინმეს დაკარგვის. მოდით, გავაცნობიეროთ ერთი რამ, თუ ადამიანი ჩვენი ფასეულობების, ემოციების სადარია, ის ჩვენთან დარჩება. ასეთ ადამიანებს ბედის


ჭეშმარიტი ქალი არ ღელავს — ის აღელვებს

რით განსხვავდება სიყვარულში გამარჯვება კაპიტულაციისგან, რა უფრო მნიშვნელოვანია ქალისთვის — სილამაზე თუ ჭკუა და რა არის საჭირო ქალის ერთგულებისთვის  


მამაკაცის თვალით დანახული იდეალური ქალი

1. ვისაც საკუთარი თავი უყვარს, მას მამაკაციც შეიყვარებს; 2. ძლიერი ხასიათის ქალი ძლიერ მამაკაცს მოსწონს; 3. მამაკაცი მიიწევს იმისკენ, ვისაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*