ბედნიერების მათემატიკური ფორმულა ამოხსნილია | Jolo.ge


ბედნიერების მათემატიკური ფორმულა ამოხსნილია

ბედნიერების მათემატიკური ფორმულა ამოხსნილია

ყველას უნდა იყოს ბედნიერი და ამისთვის ათასგვარ ხერხს მიმართავს. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ტოდ კაშდანმა ბედნიერების მათემატიკური ფორმულა შექმნა.

ფსიქოლოგმა ის 6 ძირითადი ფაქტორი დაასახელა, რაც ამის მისაღწევად არის აუცილებელი.

პროფესორი ამტკიცებს, რომ ამ ფორმულას ნებისმიერი ადამიანის გაბედნიერება შეუძლია. ამ დასკვნამდე სწავლული რამდენიმეწლიანი კვლევების და დაკვირვებების შედეგად მივიდა. მისი თქმით, არ არსებობს ბედნიერების არანაირი საიდუმლო. თუკი თითოეული ადამიანი ამ 6 ძირითადი ინგრედიენტის ნორმალურ დოზირებას მოახდენს, მისთვის ბედნიერი ცხოვრება გარანტირებულია.

ბედნიერების ფორმულა = (Mx16 + Cx1 + Lx2) + (Tx5 + Nx2 + Bx33)

ბედნიერების მთავარი ფაქტორებია:

იცხოვრეთ მომენტით (M)

იყავით ცნობისმოყვარე (C)

ყოველთვის დაკავდით იმით, რაც გიყვართ (L)

იფიქრეთ სხვებზე (T)

გაუფრთხილდით ურთიერთობებს (N)

იზრუნეთ თქვენს სხეულზე (B)

პროფესორი ექვსივე ინგრედიენტს დეტალურად განმარტავს:

1. იცხოვრეთ მომენტით:

დატკბით სურნელით, ხმით, შეგრძნებებით და იმ ყველაფრით, რასაც ყოველდღე ხედავთ და შეიგრძნობთ.

2. იყავით ცნობისმოყვარე:

გამოიძიეთ ამ სამყაროს უცნობი, გასაიდუმლოებული და რთული ასპექტები, თუნდაც დღეში ერთხელ.

3. ყოველთვის დაკავდით იმით, რაც გიყვართ:

საქმე, რომელიც გიყვართ და გახარებთ, თქვენი ბედნიერი ცხოვრების გარანტია. აუცილებლად დაკავდით საყვარელი საქმით დღეში ერთხელ თუნდაც სამსახურში და დღეში ერთხელ დასვენების დღეებში.

4. იფიქრეთ სხვებზე:

უთხარით სხვებს კომპლიმენტები, აკეთეთ კარგი საქმე და ისწავლეთ მოსმენა. გააკეთეთ ასე დღეში მინიმუმ ხუთჯერ და ნახავთ, რომ ბევრად უფრო ბედნიერი იქნებით, როცა სხვას გააბედნიერებთ. ბევრი ამბობს, რომ ჯერ შენი თავი უნდა შეიყვარო და მერე სხვა, მაგრამ მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის.

5. გაუფრთხილდით ურთიერთობებს:

დღეში მინიმუმ ორჯერ დაუთმეთ დრო მეგობარს, პარტნიორს ან ოჯახის წევრს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი ადამიანები ბევრად უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე დანარჩენები.

6. იზრუნეთ თქვენს სხეულზე:

ამისთვის სულაც არ არის საჭირო სპეციალური პროცედურების და დიეტის დაცვა. საკმარისია ჯანსაღი კვება და დღეში მინიმუმ სამჯერ მარტივი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.

წყარო: http://artinfo.ge/

ნანახია:(355)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ღები — „ელდას არ გაუვლია, გული ისევ შეკუმშული მაქვს“…

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი რაჭის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელ ღებზე  მოგვითხრობს: რისთვისღა უნდა ჩამოვიდე ღებში? — ვეკითხები ჩემს თავს. ელდა მეცა, როცა


«ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული»- გამონათქვამები სიყვარულზე

= სიყვარული გიჟს აჭკვიანებს, ჭკვიანს აგიჟებს. = გაზარდე მისი სიყვარული, ვინც შენს სიყვარულს ზრდის. = სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა.


ადამინის ორგანიზმი სიცილის დროს აქტიურად წვავს კალორიებს

რაც შეიძლება ხშირად გაიცინეთ, რადგან ყოველთვის, როდესაც ადამიანი იცინის, ის რამდენიმე დღით იხანგრძლივებს სიცოცხლეს. იმის გამო, რომ სიცილის დროს ტვინის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<