ბედნიერების ერთ-ერთი განზომილება — უბედურების არ ქონაა…. | Jolo.ge


ბედნიერების ერთ-ერთი განზომილება — უბედურების არ ქონაა….

ბედნიერების ერთ-ერთი განზომილება — უბედურების არ ქონაა….

დილა მშვიდობის ყველას — ვისაც მშვიდობა გჭირდებათ…
ვისაც უკვე გაქვთ გილოცავთ!
წარმატებებს გისურვებთ, ვისაც მიზნისაკენ სავალი გზა უკვე დაუსახავს,
ვინც ჯერ არ იცით რა გინდათ და საით წახვიდეთ, გილოცავთ — თქვენ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ.
რა საოცარი წარმოსადგენია, რომ ახლა, აი ამ წუთას, როცა თქვენ ზიხართ და ყავას მიითრთმევთ, ვიღაც იბადება, ვიღაცას გულსა და ხელს სთავაზობენ, ვიღაცა იგებს — რომ თავისი ოცნება განხორციელდა, ვიღაცას სიყვარულს უხსნიან, ვიღაც საქორწილო კაბის მოზომვითაა დაკავებული , ვიღაცის საჩუქარი, სწორედ ამ წუთას იფუთება ბრჭყვიალა ქაღალდში.
მაგრამ ….
ვიღაც სწორედ ამ წუთას ამთავრებს სიცოცხლეს, ვიღაცას ტკივა, ვიღაცა სიყვარულს კარგავს, ვიღაცა სამსახურს……სადღაც ომია……
ხოდა…..
მართალია თქვენ ახლა საქორწილო კაბის მოზომვით არ ხართ დაკავებული, მაგრამ ზიხართ და ყავას მიირთმევთ…
ბედნიერების ერთ ერთი განზომილება — უბედურების არ ქონაა….
დატკბით თქვენი ყავით, წვიმიანი შემოდგომის დილით, ყველაფრით რაც გაქვთ და იმითაც, რაც აუცილებლად გექნებათ…
მშვიდობის დილა!

ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(141)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ დავგეგმოთ ეფექტურად მთელი წელი, ახალი წლის პირველი 12 დღის მეშვეობით

ჩემო არაჩვეულებრივი, საყვარელო, უნიჭიერესო, გენიალურო, პოზიტიურო, მხიარულო, ბედნიერო მკითხველებო, ძველო თუ ახალშეძენილო მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ კიდევ უფრო მეტ


„მხოლოდ ამით შეიძლება დაინახო ადამიანი რისი მატარებელია“

ერთი აღმოსავლური გამოთქმაა, მიყვარს ძალიან: „ერთხელ ერთ სუფიას ჰკითხეს: «როგორ უნდა ამოვიცნოთ სულიერი ადამიანი?» სუფიამ უპასუხა: «ეს არ არის ის,


თუ თქვენთვის კარგი არაფერი მოუტანია 2017-ს, მაშინ გილოცავთ — იგი მთავრდება….

…ყველამ ვიცით, რომ ყოველი წამი, რომელსაც ვცხოვრობთ, არასოდეს აღარ მეორდება, მაგრამ …. წელიწადი უფრო მასშტაბურად აღიქმება, როგორც მოვლნა, პერიოდი, რომელიც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*