ბედნიერების დევნაში | Jolo.ge


ბედნიერების დევნაში

ბედნიერების დევნაში

ერთხელ, ერთი ბებერი კატა შეხვდა ახალგაზრდა კნუტს, რომელიც ცდილობდა დაეჭირა საკუთარი კუდი. ის თავგანწირული ტრიალებდა წრეზე. ეცემოდა, წამოდგებოდა და ისევ განაგრძნობდა კუდის დევნას.

კატა დიდხანს იდგა და აკვირდებოდა. ბოლოს ჰკითხა:

– რატომ დასდევ საკუთარ კუდს?

– მე მითხრეს, რომ ჩემი კუდი ჩემი ბედნიერებაა, – უპასუხა კნუტმა – ხოდა მეც ვცდილობ დავიჭირო ის.

ბებერმა კატამ ჩაიღიმა და უთხრა: 

– დიდი ხნის წინ, როცა შენი ხნის ვიყავი, მეც მითხრეს რომ ჩემი კუდი ჩემი ბედნიერებაა. მე მთელი დღეები დავრბოდი წრეზე და დავდევდი საკუთარ კუდს და ვცდილობდი მის დაჭერას. მე არ ვჭამდი, არ ვსვამდი, ძალაგამოლეული ხშირად ვეცემოდი, მაგრამ არ ვნებდებოდი, მაშინვე წამოვდგებოდი და კიდევ უფრო დიდი თავგანწირვით ვაგრძელებდი მცდელობებს.

ერთხელაც მომბეზრდა ეს ყველაფერი, რადგან მივხვდი რომ კუდს ვერ დავიჭერდი, დავანებე თავი წრეზე უაზროდ ტრიალს და წავედი.

– სად წახვედი? –  ჰკითხა კნუტმა.

– უბრალოდ წავედი და იცი უცებ რა შევამჩნიე?

– რა?

– რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, ჩემი კუდი ყველაგან თან მახლდა!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. სად და რაშია თქვენი ბედნიერება? როგორ ცდილობთ მის მოპოვებას? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

წყარო: http://mebonia.com/igavebi/bednierebis-devnashi

ნანახია:(206)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ცხოვრებაზე კონტროლი ცნობიერებას ეკუთვნის

»ახალი პარადიგმის თანახმად, ცხოვრებაზე კონტროლი ცნობიერებას ეკუთვნის. ჩვენ ვხვდებით სიბერის, ავადმყოფების და სიკვდილის მსხვლერპლი, იმის გამო რომ საკმარისად კარგად არ


ბოლოს როდის გაგიხარდა?

წითელ ხალიჩას ჩავშტერებოდი, როდესაც ზურგს უკან ჩემი მეგობრის შეკითხვა მომესმა: ბოლოს როდის გაგიხარდა? ფიქრიდან გამოვერკვიე და სახეზე დავაკვირდი, რატომ იცი


ფსიქოლოგიური მოცემულობები, რომელთა ცოდნა სასარგებლოა

  ფსიქოლოგია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ადამიანზე ზემოქმედების მოსახდენად. წარმოგიდგენთ რამდენიმე ეშმაკურ მოცემულობას, რომლებიც უნდა იცოდეთ:   როცა რამდენიმე ადამიანი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<