ბედნიერებას მიზეზები არ სჭირდება, მაგრამ თუ თქვენ ეს მიზეზები მაინც გჭირდებათ… | Jolo.ge


ბედნიერებას მიზეზები არ სჭირდება, მაგრამ თუ თქვენ ეს მიზეზები მაინც გჭირდებათ…

ბედნიერებას მიზეზები არ სჭირდება, მაგრამ თუ თქვენ ეს მიზეზები მაინც გჭირდებათ…

თუ ბედნიერება უდიდეს ძალისხმევის, წინაღობების გადალახვის, პრობლემების მოგვარების, სტრესული სიტუაციების გაძლების შემდეგ მოდის, ის ბედნიერება არ არის.

ბედნიერებას — არ სჭირდება ბრძოლა, შრომა, ტკივილი და ტანჯვა.
ნამდვილი ბედნიერები მოდის სწრაფად, სპონტანურად და ბრძოლის გარეშე.

ეს ჰგავს სიყვარულს, უფრო სწორად შეყვარებას.

როდესაც ნამდვილად, გულწრფელად შეგიყვარდათ, ამისთვის იბრძოლეთ, კლდეებზე აძვერით, ოფლი და სისხლი დაღვარეთ? არა ხომ?! უცბად „აღმოაჩინეთ“ რომ გიყვართ. ასევეა ბედნიერებაც.
როდესაც გააცნობიერებთ, რომ ბედნიერებისთვის არ არის საჭირო რაიმე მიზეზი და თუნდაც ბრძოლა და მისი მოპოვება, მომენტალურად თავს ბედნიერად იგრძნობთ.

***

ბედნიერებას მიზეზები არ სჭირდება, მაგრამ თუ თქვენ ეს მიზეზები მაინც გჭირდებათ, მაშინ თქვენს ცხოვრებაში უხვად იპოვით მათ — ადამიანებიდან დაწყებული ნივთებით დამთავრებული.
ერთი წამით გაჩუმდით და თქვენი ოჯახის წევრების სუნთქვას მოუსმინეთ. კარგია ხომ? კეთილი.
ნუ მეტყვით, რომ ოჯახის წევრებიდან შორს ხართ. აიღეთ ტელეფონი და დაათვალიერეთ მათი ფოტოები. კარგია ხომ?
ბედნიერი ხართ ხომ? ძალიან კარგი.
მიხარია, რომ გესმით. 

***

წარმატება, წარმატებაო და ამასაც ვიტყვი:
როდესაც ძალიან სწრაფად გარბიხართ წარმატებისკენ ან ცდილობთ მაინც სწრაფად გაქცევას, ამ დროს ვერ ამჩნევთ აყვავებულ ჭერამს, ვერ გრძნობთ ცხელი ყავის გემოს და ვერ ხედავთ საყვარელი ადამიანის თვალებს.
ნუ გაჩერდებით, უბრალოდ იარეთ და თან დატკბით ამ ყველაფრით, რადგან თუ თქვენ ზეგ აპირებთ დიდი წარმატების მიღწევას და „მერე დაინახავთ და იგრძნობთ ყველაფერს“, შესაძლებელია ხვალ ყველაფერი დასრულდეს და აღარ დადგეს „ზეგ“.
ასე რომ, ნუ ამოიგდებთ გულს სირბილისგან, ყოველ შემთხვევაში იმ დროს მაინც, როცა აყვავებული ჭერმის გვერდით ხართ, ყავას სვამთ ან საყვარელ ადამიანს თვალებში უყურებთ!

ავტორი: რამაზ გიგაური

ნანახია:(321)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დილის დაწყების 11 ძირითადი გზა წარმატების მისაღწევად

ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჩვენ გვაქვს 24 საათი, რათა სწორად გავანაწილოთ ჩვენი დროის მენეჯმენტი და ვიყოთ მაქსიმალურად პროდუქტიულები. თავის წიგნში “What


ბრაიან დაისონის 30 წამიანი სიტყვა

ბრაიან დაისონის — კოკა-კოლას ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორის 30 წამიანი სიტყვა. — წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრება თამაშია, რომელიც მდგომარეობს ხუთი ბურთის


„დაფიქრდი შენს ყველა გადადგმულ ნაბიჯზე, შეამოწმე და გამოსცადე საკუთარი თავი“…

ადამიანები ჭკუას ვერ სწავლობენ, ვინაიდან, მეხსიერება ღალატობთ. ავიწყდებათ, რაც თავს გადახდათ. ავიწყდებათ, როგორ იტანჯებოდნენ, როგორ აყენებდნენ შეურაცხოფას, როგორ ამცირებდნენ, როგორ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*