ბედნიერება სიმდიდრეს არ მოაქვს … | Jolo.ge


ბედნიერება სიმდიდრეს არ მოაქვს …

ბედნიერება სიმდიდრეს არ მოაქვს …

ჩემი ბედნიერების ერთ-ერთი მიზეზი — ბავშვობიდან დღემდე, ფერად, ულამაზეს და საოცარ სიზმრებს ვხედავ. ვიღვიძებ ბედნიერი და ეს განწყობა მთელი დღე მიმყვება.

სიზმრების სიუჟეტები პატარ-პატარა დასრულებული ამბებია, სადაც არაამქვეყნიურ სილამაზეში ვცხოვრობ და არამიწიერ ბედნიერებას განვიცდი. ისეთი ძალა აქვს ამ ბედნიერების განწყობას, არასდროს მიჩნდება სურვილი, ბოროტ ადამიანებს ბოროტებით გადავუხადო სამაგიერო. არავის ვაკრიტიკებ, პოზიციასაც არ გამოვთქვამ, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს და ნერვებს არ ვიშლი. პოლემიკაშიც არ შევდივარ, თავისი უნდათ გაიტანონ და თუ ვერ გაიტანეს, პირველივე შემთხვევაზე ჩაგქოლავენ.

ამიტომ, ვცხოვრობ ჩემთვის მშვიდად და ვნეტარებ.

აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა: როგორ შეიძლება იცხოვრო მშვიდად, როვა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა? როგორ შეიძლება და ჩვეულებრივად. თუ ის შეიძლება, ამდენმა გულღრძომ და გაბოროტებულმა იცხოვროს, თუ ის შეიძლება, ამდენმა შურიანმა და გათახსირებულმა იცხოვროს, რატომ არ შეიძლება მშვიდმა და ბედნიერმა იცხოვროს?

ნება მომეცით დავტკბე ცხოვრებით. ტკბობას სულაც არ უნდა ბევრი ფული და დიდი ქონება. ბედნიერება სიმდიდრეს არ მოაქვს. წარმატებისგან მოსული ბედნიერება ხანმოკლეა. ბედნიერება მოდის მშვიდ და თბილ ადამიანებთან. მშვიდი ადამიანი სტაბილურად ბედნიერია.

ის ვისაც სიცოცხლე უყვარს, იმას ვისაც თავისი ქვეყანა, თავისი ოჯახი, თავისი საქმე უყვარს, არასოდეს ცუდს არ გააკეთებს. არჩევანი თქვენზეა.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(93)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„რა იცით.. იქნებ “ფსკერზე” თქვენს მარგალიტს პოულობთ?!“

ხშირად, როდესაც გვინდა რაღაცას უფრო მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ, უფრო მეტად ჩავწვდეთ, ან ძვირფასად წარმოვაჩინოთ, ვიყენებთ სიტყვა “სიღრმეს”.. პრინციპში “ჩაწვდომაც” და


განსხვავებულ შედეგს განსხვავებული ქმედება სჭირდება

ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში გვხვდება და გვაღიზიანებს თავისი ქცევით თუ უსაქციელობით, როგორც წესი, იმ გენიალური ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ანაბეჭდია,


„ის რაც მოგვიანებით „გაჩნდება“ თქვენს ცხოვრებაში — ახლა ისახება“

ნუ გგონიათ, რომ თქვენს ცხოვრებაში კარგი არაფერი ხდება. ის რაც ფიზიკურ სამყაროში მოგვიანებით მატერიალიზდება, მანამდე მეტაფიზიკურ სამყაროში ფორმირდება. ისევე როგორც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*