ბედნიერება იქაა, სადაც ჩვენ ვართ | Jolo.ge


ბედნიერება იქაა, სადაც ჩვენ ვართ

ბედნიერება იქაა, სადაც ჩვენ ვართ

და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბედნიერების მოსაძებნად ბოტები უნდა ამოიცვას, გადაიაროს 9 მთა და 9 ზღვა…

მე გეტყვით რომ თქვენ ცდებით!

ბედნიერება იქაა, სადაც ჩვენ ვართ, უბრალოდ მისი დანახვა უნდა შეგეძლოს. ხელის ჩაჭიდება, გულში ჩაკვრა, ცაში ატაცება, მასთან ერთად გულახდილი საუბარიც უნდა შეძლო, სისულელეზე თვალს დახუჭვაც, დაბრკოლების გადალახვაც, მისთვის ყველაფრის გაკეთება უნდა მოისურვო — ისეთის, სხვა არაფრისთვის რომ არ შეძლებდი…

მერე შეგიძლია მოდუნდე?

— არა როგორცვე მოდუნდები ის შენგან წავა!!!

ბედნიერებაა ყოველი წამი, დილით მზის სხივის ნახვას თუ შეძლებ, ეგ და ღამით ცაზე მოჭედილი ვარსკვლავების ყურება ხომ კიდევ უფრო დიდი ბედნიერება!

— ბედნიერებაა, ანგელოზივით დაძნებული შვილის ყურება, მასთან ერთდ გათენებული ყოველი დილა;

— ბედნიერებაა, გაზრდილი შვილის ყველაზე პატარა წარმატებაც კი;

— ბედნიერებაა, როცა შეგიძლია თქვა სიტყვები: — მადლობა, ბოდიში, მიყვარხარ, მომენატრე;

— ბედნიერებაა, თუ იცი რომ ერთ ადამიანს მაინც შეგიძლია შეუმსუბუქო მძიმე ყოფა;

— ბედნიერებაა, როცა შენი იმედი რამდენიმე ადამიანს მაინც აქვს ამ ქვეყნად;

— ბედნიერებაა, როდესაც მეგობრები შენ გარეშე მოწყენილად გრძნობენ თავს;

— ბედნიერებაა, როცა შეგიძლია მიზეზის გარეშე იღიმოდე, მაშინაც კი როცა არ გეღიმება;

— ბედნიერებაა, შენი თვალებიდან ჩამოვარდნილი ცრემლი, რომლის მოშორებას მხოლოდ იმიტომ არ ცდილობ, რომ ვინმემ შეგამჩნიოს, განუგეშოს და გაგაძლიეროს;

ძალიან ბევრი ბედნიერება არსებობს, არ გაუშვა წამი რომელიმე მათგანი არ შეისუნთქო, იმდენად ღრმად რომ ამოსინთქვისას ისევ შენში დარჩეს!

პოსტის ავტორი: ირა მელიმონაძე

ნანახია:(153)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

როგორ დავივიწყოთ ყოყმანი და გადავიდეთ საქმეზე…

საქმეში ყველაზე მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ყოყმანია. როდესაც დარწმუნებული არ ხართ რომ ყველაფერი ისე გამოგივათ, როგორც დაგეგმილი გაქვთ ცდილობთ მისი


ძლიერი ქალის ჩვევები — 7 დეტალი და ნებისმიერი მამაკაცი თქვენია

იღვიძებს ვიდრე ინათებს, სვამს ძლიერ ყავას და წვენს, ემზადება და შეხვედრაზე 15 წუთით ადრე მიდის. მისი გრაფიკი სრულად გადატვირთულია და


,,ვისაც ჩავაცვი იმან გამხადაო» — შენი ბრალია რომ გაგხადა, შენ დაუშვი შეცდომა

,,ვისაც ჩავაცვი იმან გამხადაო» — შენი ბრალია რომ გაგხადა, შენ დაუშვი შეცდომა. შენ შეარჩიე არასწორად ადამიანი, შენ ვერ მიხვდი ვინ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<