ბედნიერება (იგავი) | Jolo.ge


ბედნიერება (იგავი)

ბედნიერება (იგავი)

ერთხელ გზაზე მიდიოდა ბრძენი. ტკბებოდა სამყაროს სილამაზით და სიხარულით ევსებოდა გული. უცებ შეამჩნია ცხოვრების სიმძიმით, ჯავრით, ჯაფით ნატანჯი,  მხრებში მოხრილი კაცი.

რატომ იტანჯავ თავს ასე? ჰკითხა ბრძენმა.

– ამდენს ჩემი შვილების და შვილიშვილების გამო ვწვალობ – უპასუხა კაცმა – ჩემი დიდი ბაბუა ასე წვალობდა ბაბუის ბედნიერებისთვის, ჩემი ბაბუა მამაჩემის ბედნიერებისთვის, მამა კი ჩემი ბედნიერებისთვის. მე ვწვალობ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არ მოაკლდეთ არაფერი და ისინი გრძნობდნენ თავს ბედნიერად.

იყო კი, ოდესმე შენს ოჯახში ვინმე ბედნიერი? იკითხა ბრძენმა.

– არა, მაგრამ ჩემი შვილები და შვილიშვილები აუცილებლად იქნებიან.

უწიგნური ვერ ასწავლის კითხვას, თხუნელა ვერ გაზრდის არწივს, უთხრა ბრძენმა თავდაპირველად ისწავლე თავად როგორ უნდა იყო ბედნიერი. აი, მერე კი მიხვდები, როგორ გახადო შენი შვილები და შვილიშვილები ბედნიერები.

წყარო: https://zrda.files.wordpress.com

ნანახია:(4548)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„როგორც კი გამოიკვლევ შენს ფიქრებს, აღმოაჩენ, რომ სიყვარულის მისაღებად არაფრის გაკეთება არ გჭირდება“…

„როდესაც რაღაცას ამბობ ან აკეთებ იმისთვის, რომ სანაცვლოდ რაღაც მიიღო, მოწონება დაიმსახურო, გავლენა მოახდინო, ვინმე ან რაიმე გააკონტროლო, ამის მიზეზი


„მას სინამდვილეში თოკი კი არ იჭერდა, არამედ შინაგანი ბორკილები“…

ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურმა ნახა, თუ როგორ ყავდათ დაბმული ჩვეულებრივი თოკით სპილო. მოგზაურმა გაოცებულმა ჰკითხა მომთვინიერებელს: — კი მაგრამ, რა აზრი


თქვენი ორი სამყარო

თუ აზრებს განვიხილავთ, როგორც მატერიალურს ე.ი. ის არსებობს ჩვენს გვერდით რეალობაში მატერიალური რეალობა და ჩვენი აზრები უნდა მივუახლოოთ ერთმანეთს. ჩვენ ვცხოვრობთ ერთდროულად ორ სამყაროში, ორ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*