ბედისწერის სათავე ჩვენსავე აზრებშია | Jolo.ge


ბედისწერის სათავე ჩვენსავე აზრებშია

ბედისწერის სათავე ჩვენსავე აზრებშია

ადამიანის ტვინი ზე–სიმძლავრის კომპიუტერია. ყოველ 3 წამში ერთხელ ტვინი ახდენს ფოტოგრაფირებასა და დაფიქსირებას თუ რას ვხედავთ, რა გვესმის, რას შევიგრძნობთ, რას ვეხებით, რა გემოსა და სუნს ვგრძნობთ, რა აზრები გაიელვებს, რა ემოციები გვაქვს, რას შეიგრძნობს ჩვენი ტანი. წუთში ასეთ დაფიქსირებას  20-ჯერ აქვს ადგილი, ხოლო საათში 1200–ჯერ. თქვენ წარმოიდგინეთ წელიწადში ან თქვენი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერ ექნებოდა  ასეთი დეტალური ინფორმაციის აკრეფას ადგილი.

მთელი ეს ინფორმაცია კი ტვინის მიერ მის უზარმაზარ ენერგო–ინფორმაციულ საცავში შეინახება.

ცხადია, რომ სიტუაციათა და მათზე რეაგირების ხატებისა და მოქმედებების უმეტესობა მეორდება და ფიქსირდება. ამის შედეგად ყალიბდება, დ. უზნაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიქსირებულ განწყობათა სისტემა. განწყობა ერთგვარი ნაზავი და მთლიანობაა აზრის, ემოციის, წარმოდგენის, აღქმისა და შეგრძნების. ეს აზრები და განწყობები უზარმაზარ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს სხეულსა და ფიზიოლოგიაზე თვით უჯრედოვან დონეზეც კი. ისინი აპირობებენ ჩვენს ქცევას, ეს ქცევები კი ჩვევების სახით გვევლინებიან, ჩვევები ჩვეულებად და ხასიათის ნიშნებად ყალიბდებიან, ხოლო ჩვენი ხასიათი კი განსაზღვრავს ჩვენს ბედისწერას.  ეს პროცესი მინდა გამოვხატო ლექსით:

«ჩვენ ვთესავთ აზრებს და ვიმკით ქცევებს,

ვთესავთ ქცევებს და ვიმკით ჩვევებს,

ვთესავთ ჩვევებს და ვიმკით ხასიათს,

ხასიათის დაღი კი ბედისწერას ატყვია».

ჩვენ არ ვართ მხოლოდ გარემოებებისა და სიტუაციის ასლი და პასიური ასახვა. ჩვენ თვითონ ვაკეთებთ არჩევანს, თუ რა აზრი ჩავდოთ ამა იმ გარე მოვლენასა და ხდომილებაში. როგორც ანტიკური სამყაროს  ჩინებული ფილოსოფოსი ეპიქტეტე ამბობდა: „ჩვენ გვაღშფოთებენ არა საგნები, არამედ ჩვენივე წარმოდგენები ამ საგნების შესახებ“.

ჩვენს ქცევასა და ხედვებს განსაზღვრავს ის, თუ რა ინტერპრეტაციას ვუყოფთ ამა თუ იმ მოვლენას. ამიტომაც ავირჩიოთ ჯანსაღი აზრები, რათა გვქონდეს ჯანსაღი ცხოვრება. რახან თითოეული სიტყვა, აზრი თუ გამონათქვამი ინახება და უღრმეს ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე თვით უჯრედოვან დონეზეც კი, თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება იმ ადამიანის ორგანიზმში, ვინაც წარამარა ილანძღება, იგინება და თავის დედასაც კი ჩვეულების მიხედვით დაიგინებს ხოლმე.

გაისუფთავეთ თქვენი აზრები, აირჩიეთ წინსვლასა და წარმატებაზე, სიმშვიდესა და გონივრულობაზე, კეთილგანწყობასა და დადებით ურთიერთობებზე ორიენტირებული აზრები. იცოდეთ, ჯანსაღი აზრები ქმნიან ჯანსაღ ცხოვრებას. ვისთვისაც უმაღლესი ღირებულებებია თავისუფლება, კეთილდღეობა, სიმდიდრე და დოვლათი, სათნოება და თანადგომა, სამართლიანობა და ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა – მომართეთ თქვენი ენობრივი კოდი და დააპროგრამეთ თქვენი ტვინი შესაბამისი აზრებით. დადებითი შედეგის გარანტი თქვენივე ტვინია, როგორც სრულყოფილი და გიგანტური ენერგო–ინფორმაციული სისტემა.

ნოდარ სარჯველაძე

წყარო:http://sarjveladze.blogspot.com/

ნანახია:(8061)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება…. არცერთი წამი არ დაკარგო ცრემლებზე… მუდამ გაიღიმე“…

გინდა ბედნიერი იყო და სხვებსაც მიანიჭო ბედნიერება? მაშინ გაუღიმე ცხოვრებას და ისიც გაგიღიმებს… დეპრესია??? ეგ მხოლოდ ზარმაცებს ემართებათ, ვისაც გაღიმება


იგი საკმაოდ სიმპატიურია და მომხიბვლელი — არ მოიხიბლოთ!

როცა რაიმე თამამ გადაწყვეტილებას მიიღებთ… წონადს, რომელსაც თქვენი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა შეუძლია…. პირველი ვინც შემოგხვდებათ ამ გზაზე მისი უდიდებულესობა „წინააღმდეგობაა“…


არასოდეს გაასამართლოთ საკუთარი თავი ჩადენილი საქციელის გამო — ბედნიერი ცხოვრების 23 ოქროს წესი

 მეცნიერული განმარტებით- ბედნიერება არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დადებითი ემოციებით, რასაც იწვევს ინტენსიური სიხარულის განცდა.    1. გახსოვდეთ შინაგანი გარეგანს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*