ბედის ციფრი | Jolo.ge


ბედის ციფრი

ბედის ციფრი

ნებისმიერი თვის 1_ელ, 10, 19 ან 28 რიცხვში დაბადებულს თვალს ჭრის კაშკაშა სინათლე, მხედველობა უუარესდება, შესაძლოა შეაწუხოს გულმა, სისხლძარღვებმა, წნევამ. ვერ იტანს ჩაკეტილ სივრცეს. ნეგატიური თვეებია: იანვარი, მაისი და ოქტომბერი.

2, 11, 20 ან 29 რიცხვები: უავადდება კუჭი, საჭმლის მომნელებელი სისტემა. არ უნდა ჭამოს უცხო და გაურეცხავი საკვები. მიდრეკილება აქვს ჰემოროის, სიმსივნეებისა და დიაბეტისკენ. ქალებში სუსტია რეპროდუქციული ორგანოები. ნეგატიური თვეებია: იანვარი, აპრილი და ნოემბერი.

3, 12, 21 ან 30 რიცხვები: მიდრეკილება აქვს «ემოციური» დაავადებებისკენ, მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა, სისხლისა და კანის დაავადებები, თირკმლებში ფუნქციის დარღვევა. ნეგატიური თვეებია: თებერვალი, ივნისი და აგვისტო.

4, 13, 22 ან 31 რიცხვები: უმიზეზო შიშები, გაურკვეველი ფობიები, გონებრივი და ემოციური «გადახრები». ნეგატიური თვეებია: იანვარი, მაისი და დეკემბერი.

5, 14 ან 23 რიცხვები: აწუხებს ნერვული დაავადებები, მეხსიერების დაქვეითება, ან მოშლა, უძილობა, ამნეზია, სასუნთქი გზები. ნეგატიური თვეებია: იანვარი, მარტი და დეკემბერი.

6, 15 ან 24 რიცხვები: უავადდება ცხვირი, ყელი, ერღვევა სისხლის მიმოქცევა, აქვს ალერგია. ქალებს სუსტი სარძევე ჯირკვლები აქვთ. ნეგატიური თვეებია: იანვარი, თებერვალი, აპრილი და აგვისტო.

7, 16 ან 25 რიცხვები: აწუხებს ფსიქიკური დაავადებები, ნერვული დაძაბულობა, უცნაური ხილვები, შფოთიანი ძილი და ავი სიზმრები. ნეგატიური თვეებია: მაისი, ოქტომბერი და ნოემბერი.

8, 17 ან 26 რიცხვები: ჯანმრთელობას ძირითადად საკუთარი ხასიათის რადიკალური ცვლილებების გამო გაიუარესებს, ზოგჯერ ხდება არასწორი მკურნალობის მსხვერპლი. სუსტი ძვლოვანი სისტემა აქვს. ნეგატიური თვეებია: თებერვალი, ივნისი, აგვისტო და სექტემბერი.

9, 18 ან 27 რიცხვები: ხშირად იღებს ტრავმას, დამწვრობებს. ხიფათიანია, უნდა უფრთხილდეს ცეცხლს, დაზგა-დანადგარებს, ცეცხლსასროლ და ცივ იარაღს, ბასრ და მსხვრევად საგნებს, სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. ნეგატიური თვეებია: იანვარი, ივლისი და ოქტომბერი.

ნანახია:(399)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ბედის ციფრი

Related Articles

7 დღიანი Facebook LIVE Challenge

დღეს იწყება 7 დღიანი Facebook LIVE Challenge მათთვის, ვისაც საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან ჰარმონიის მოპოვება სურთ ! Facebook LIVE-ების სერია


ბიზნესრჩევები მილიარდერისგან, რომელმაც საინვესტიციო გამოცდილება 12 წლის ასაკში მიიღო

მექსიკელი ტელეკომუნიკაციების მაგნატი, წარმოშობით არაბი კარლოს სლიმ ელუ, რომლის ქონება 72 მლრდ დოლარია, წლების განმავლობაში ლიდერობდა მილიარდერთა რეიტინგში. კარლოს სლიმი


«დაგფარავ კოცნით, ისეთი ცხელით, როგორი ცხელიც მზის სხივებია ეკვატორზე”- ნაპოლეონის წერილი ჟოზეფინას

“მე აღარ მიყვარხარ! _ პირიქით! მე მძულხარ შენ. შენ ხარ ყველაზე საშინელი, სულელი და გულუბრყვილო ქალი ვისაც კი ვიცნობ. შენ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<