„ბედი გამ-ბედ-ავ ადამიანებს უღიმის, ასე რომ, გაბედეთ“ — რამაზ გიგაური

by admin | 31 декабря, 2016 15:39

შეეკითხეთ საკუთარ თავს, „რომელი მიზნების მიღწევას ვაპირებ და თითოეული მიზნის მიღწევისთვის რა კონკრეტული გეგმა გამაჩნია?“
გაეცით ამ კითხვას მტკიცე პასუხი.
დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება თვითონ და დაიწყეთ ცხოვრება საკუთარი სცენარის მიხედვით.
ნუ დაელოდებით უსასრულოდ, იმოქმედეთ გაბედულად და თავდაჯერებულად.
ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების, რადგან ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ადამიანი შეცდომის დაშვების შიშით არაფერს არ აკეთებს.
გახსოვდეთ, თქვენს ცხოვრებაში მთავარი თქვენ ხართ — თქვენი აზრები, სიტყვები, ემოციები, მოქმედებები და გადაწყვეტილებები.
თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვა თქვენ გეკუთვნით — მხოლოდ და მხოლოდ თქვენ!
ბედი გამ-ბედ-ავ ადამიანებს უღიმის, ასე რომ, გაბედეთ.
გაბედეთ, რამეთუ თქვენ თვითონ ქმნით თქვენს ბედს!
ნება მომეცით კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ: თქვენ თვითონ ქმნით თქვენს ბედს!
ნუ ხართ მოწყენილი, სასოწარკვეთილი, უიმედო და ნუ იტანჯებით. თავი ასწიეთ და გაიღიმეთ.
გაიღიმეთ, რადგან ცხოვრება მშვენიერია!
თქვენ — თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი წინ გელოდებათ!
გჯეროდეთ რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი სასწაული მოხდება.
თითოეულ თქვენგანს შეუძლია საკუთარ ცხოვრებაში აღმოაჩინოს ის სასწაულები, რომელიც ღმერთმა უკვე გამოგიგზავნათ. იყავით მადლიერი ამ სასწაულებისთვის და ამასთანავე, იმოქმედეთ, რომ გახდეთ ახალი სასწაულების შემოქმედი.
თქვენ ხომ ამას იმსახურებთ?! დიახ, იმსახურებთ.
უფრო მეტიც, თქვენ ეს შეგიძლიათ.
შეგიძლიათ თვითონ მოახდინოთ სასწაული, რადგან ეს შეუძლია ღმერთს თქვენში.

სიყვარულით რამაზ გიგაური

ნანახია:(3931)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/bedi-gambedav-adamianebs-ugimis/