ბებო მხედავ? ხედავ რამეს?…

by admin | Март 26, 2018 02:04

-ბებო მხედავ? ხედავ რამეს?
-სინათლეს ვხედავ ბებია, რავაც ადრე ვხედავდი ისე
-მეტს ვერაფერს?
-ჯერ ვერა ბებია, გამევიხედები აბა რას ვიზამ, ნუ ნერვიულობ შენ…

-ბებო მხედავ? ხედავ რამეს?…
-სინათლეს
… და ასე გრძელდებოდა 4 დღე….
ასეთი გრძელი დღეები არასოდეს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში
90 წლის არის ბებო… 4 დღის წინ თვალის ოპერაცია გავუკეთეთ. სამი წელი საერთოდ ვერ ხედავდა ვერაფერს…

Фото Dea Tavberidze.— ბებოოო
-გხედავ ბებია, — მითხრა ამ დილით და აქვითინდა …
ჰოდა, მე და ჩემი 11 წლის ნიკოლოზი მთელი დღე ერთმანეთს ვეჯიბრებით
-ბებო, ეს რა არის?
-წიგნი
-ეს?
-დოქი
-ეს ?
-ფანქარია?
-კი, ბებო, მართალი ხარ…
— აბა , რამდენი თითია?
-ორი
-მართალი ხარ
-სახეზე კარგად მხედავ ბებია?
— კი, როგორ დამსგავსებიხარ დედაშენს …
მე და ნიკოლოზს ზეიმი გვაქვს დღეს, დიდი ზეიმი 

დეა თავბერიძე

 

ნანახია:(53)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/bebo-mxedav-xedav-rames/