BBC- ი გურულ მილიონერზე — გუკა თავბერიძის წარმატებული „Savse“ | Jolo.ge


BBC- ი გურულ მილიონერზე — გუკა თავბერიძის წარმატებული „Savse“

BBC- ი გურულ მილიონერზე — გუკა თავბერიძის წარმატებული „Savse“

ამ გურულ ბიჭზე უკვე BBC-იც ლაპარაკობს და გადაცემას უძღვნის. გადაცემაში სტუმრობა კი მის მიერ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანიის „Savse“ წარმატებამ განაპირობა.  

კომპანიის დაარსების იდეა ახალგაზრდა ბიზნესმენს 3 წლის წინ გაუჩნდა და ნატურალური წვენების წარმოება გადაწყვიტა. ნატურალური წვენს კი  როგორც BBC-ს გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა დედის რეცეპტით ამზადებს. 

guka tavberidzeგუკა თავბერიძე: „დედას, ორსულობის დროს რკინის ნაკლებობა აღმოაჩნდა. ექიმმა კი მას ისპანახისა და ვაშლის წვენის მიღება ურჩია. ისპანახის გემო რომ არ ეგრძნო, დედამ წვენს სხვადასხვა ხილი შეურია, რის შედეგადაც უგემრიელესი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სასმელი მიიღო, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელ სასმელად იქცა.“

მთელი ოჯახის საყვარელი სასმელი მალე დიდმა ბრიტანეთმაც დააგემოვნა და „Savse“ ერთ-ერთ პოპულარულ ბრენდად იქცა. ბიზნესმა გუკა თავბერიძეს მოკლე ხანში საკმაოდ დიდი მოგება მოუტანა. „Savse“-ს ბრუნვა, ბოლო სამ წელიწადში 13 მილიონ დოლარს აღემატება. გასული ერთი წლის განმავლობაში კი კომპანიის გაყიდვები 600%-ით გაიზარდა.

28 წლის ქართველი ბიზნესმენი წარმოშობით ჩოხატაურიდან არის. მისი ოჯახის წევრები დღესაც ჩოხატაურში ცხოვრობენ.

 

guka1

gukamtavar

guka2

ნანახია:(409)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ახალი მიდგომა ქართულ ბაზარზე — არჩევანი მომხმარებელს

პირველი პაბი რუსთავში, — უგემრიელესი კერძებით, კომფორტული გარემოთი და ლუდის ფართო არჩევანით. აქ მოსულებს ძალიან მალე ნამდვილი განტვირთვა ელით. რუსთაველებს


გაანებივრეთ სხეული ყველაზე ჯანსაღი პროდუქციით

ყველა ქალის სურვილია გამოიყურებოდეს საუცხოოდ, თუმცა საკუთარი თავის განებივრებას ბევრი ვერ ახერხებს. ამას ქალები სხვადასხვაგვარად ხსნიან. ზოგს დრო არ ჰყოფნის,ზოგს


«ფულის დახარჯვა სწორად ისეთივე რთულია, როგორც მისი გამომუშავება»

1)ფულის მოგროვება სასარგებლო რამაა, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს უკვე მოახერხეს თქვენმა მშობლებმა.– (უინსტონ ჩერჩილი) 2)ადვილია ფული სთხოვო ღარიბს, ვიდრე მდიდარს.–


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*