ბავშვობის გიჟური „სიყვარულები“ და გასვენებაში მოტანილ გვირგვინზე დაწერილი „მიყვარხარ“ | Jolo.ge


ბავშვობის გიჟური „სიყვარულები“ და გასვენებაში მოტანილ გვირგვინზე დაწერილი „მიყვარხარ“

ბავშვობის გიჟური „სიყვარულები“ და გასვენებაში მოტანილ გვირგვინზე დაწერილი „მიყვარხარ“

თაკო სონღულაშვილის ამ ფოტომ ჩემი ბავშვობის გიჟური «სიყვარულები» გამახსენა. ყველაზე ორიგინალური, ნაფიქრი და რომანტიული ისტორიებიდან კი ყველაზე მეტად ესენი მახსოვს:

ერთხელ ერთმა ბიჭმა ჩემი ძველი სტატიები მთხოვა, გადავიკითხავო. ვათხოვე. ჰოდა, აღარ მიბრუნებდა. ბევრჯერ მოვიკითხე. გავიდა დრო, ერთხელ სახლში ვესტუმრე და მისი ოთახის მთელს კედლებზე გაყვითლებული გაზეთები იყო ლურსმნებით მიჭედებული….ჩემი სტატიებით;

ეს კიდევ სხვაა, ბათუმური ამბავი. აღარც მახსოვს რა ერქვა, მგონი მეზღვაური იყო. ჰოდა, ერთხელ ერთი მანქანა მოლუსკები გამომიგზავნა. ცხოვრებაში გასინჯული არ მქონდა. არც გამისინჯავს…დიდხანს ვერ გავიყვანე სახლიდან თევზის სუნი…ის მოლუსკები კი, სანაპიროზე «გამაგრებულ» მოძრაობის თეატრის მსახიობებს დავურიგე. ბევრიც მლოცეს.

ესეც წინა საუკუნის: ერთმა გადარეულმა ბაბუას გასვენებაში მოტანილ გვირგვინზე დამიწერა — «მიყვარხარ».

კიდევ იყო ამბავი, უფრო ძველი, გარდასულ დღეთა მოგონება:
მე მიყვარდა ერთი ბიჭი. გამაბრაზა. დავშორდი და 260 ლექსი დავუწერე. არცერთი აღარ დამრჩა, მორიგმა შეყვარებულმა გამანადგურებინა ის რვეული.

კიდევ სხვა ბიჭიც იყო, სასიყვარულო წერილებს მწერდა სულ. ჩემი საპასუხო წერილებიც ჰქონდა.დაშორება რომ გადავწყვიტე, არ მინდოდა ჩემი წერილები დამეტოვებინა მისთვის. არ მიბრუნებდა არაფრით, ერთხელაც შეხვედრა ვთხოვე, «მუშთაიდის» ბაღში დავიბარე. მახსოვს, საშინლად წვიმდა. ზუსტად იმ დროს, როცა შეხვედრაზე მივიდა, ქუჩაში იდგა და სველდებოდა, მე მეგობართან ერთად მის სახლში მივედი. იქ მდგმურად იყო და გასაღები მეპატრონეს გამოვართვი. ყველა ჩემი წერილი მოვაგროვე და გავიქეცით…მახსოვს, მე და ჩემი მეგობარი გოგო «ვორონცოვზე» როგორ მივრბოდით — მე ბედნიერი და თავისუფალი…ფეხშველა, წვიმაში, გახარებული…მეგონა, რომ იმ წერილებთან ერთად ჩემი სიყვარულიც მოვპარე, დავიბრუნე — ღირსი იყო ის ბიჭი!

რანაირი იყო მაინც ის დრო. სულ სხვა ცხოვრება, სულ სხვა…. 

ქეთი ხოსიტაშვილი

წყარო: www.facebook.com

ნანახია:(165)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ჩვენ გავუღიმეთ ერთმანეთს, მე სახით, მან თვალებით“ …

ქუჩაში შუქნიშნის ერთ და მეორე მხარეს მე და მუსულმანი ქალი ვიდექით… თმები მხრებზე მეყარა და ტუჩებზე მუქი წითელი ტუჩსაცხი მესვა…


თემა: »ქალი და მამაკაცი»

…და აი შემოდგომაც დაიწყო… შარშან ამ დროს ძალიან ლამაზი წვიმა იყო მზესთან ერთად….ცისარტყელას ველოდი, მაგრამ ვერ ვნახე — ფერისბუქმა გამახსენა


რა ხდება როდესაც შეგხვდება ადამიანი, რომელიც ცხოვრების  მოტივაცია და  სტიმული გახდება

როდესაც შეგხვდება ადამიანი, რომელიც ცხოვრების  მოტივაცია და  სტიმული გახდება,  ე.ი ცხოვრების ეს ეტაპი უკვე საინტერესოდ შედგა! და მართლაც… ცხოვრების გზაზე სვლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*