ბავშვობის ახდენილი ოცნება და წარმატების პრინციპები „ჭიტას“ ახალგაზრდა მენტორისგან | Jolo.ge


ბავშვობის ახდენილი ოცნება და წარმატების პრინციპები „ჭიტას“ ახალგაზრდა მენტორისგან

ბავშვობის ახდენილი ოცნება და წარმატების პრინციპები „ჭიტას“ ახალგაზრდა მენტორისგან

8 წელზე მეტია რაც ამ კომპანიაშია, „ჭიტა“ სახლივით არის ჩემთვისო, ამბობს. 17 წლისამ კონსულტანტად დაიწყო მუშაობა და 10 თვის შემდეგ მენეჯერის პოზიცია დაიმსახურა. 18 წლის ასაკში უკვე მენეჯერი იყო. მას შემდეგ საუკეთესო მენეჯერის წოდება ძალიან ბევრჯერ აქვს მიღებული. ვანიკო კუხიანიძე, დღეს უკვე საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს და მომავალ მენეჯერებს ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ამზადებს, პარალელურად კი სათამაშოების ქსელის „ჭიტას“ კანდელაკის ფილიალის მენეჯერიც გახლავთ. 

ვანიკო კუხიანიძე: მენეჯერის პოზიცია ეს იყო პიკი ემოციების, დიდ პასუხისმგებლობას შევეჭიდე პატარა ასაკში. თუ მიზანი არ გაქვს ადამიანს არაფერი გამოგივა,  მაგრამ მიზანდასახულობასთან ერთად სხვა ბევრმა ფაქტორმაც შემიწყო ხელი… ხელმძღვანელობამაც მომცა საშუალება, რომ ჩემი თავი განმევითარებინა, თავდაუზოგავმა შრომამაც, შრომისა და მონდომების გარეშე არაფერი გამოდის…

-„ჭიტაში“ როგორ აღმოჩნდით?

-მუშაობა რომ დავიწყე პირველ კურსზე ვიყავი, უნივერსიტეტში ტურიზმის მენეჯმენტზე ვსწავლობდი. ძალიან მინდოდა სამსახურის დაწყება და დამოუკიდებლობა. ბევრ კომპანიას მივაკითხე, მაგრამ ყველა გამოცდილ კადრს ეძებდა, მერე „ჭიტას“ განაცხადი ვნახე, კონსულტანტი ბიჭის ვაკანსია ჰქონდათ, წერეთლის 17 ნომერში დამიბარეს გასაუბრებაზე. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან პირველი სამსახური იყო ჩემი, მაგრამ იმდენად  უშუალოდ წარიმართა გასაუბრება, რომ მეგონა დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა ამ კომპანიასთან.

პასუხი იმ დღესვე მივიღე. დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ მეორე დღიდან ვიწყებდი. ორკვირიანი პრაქტიკის შემდეგ ჩავისუნთქე „ჭიტას“  ჰაერი და მას შემდეგ ყოველ დღე ვსუნთქავ ამ ჰაერს.

-ანუ ყველა ბავშვის ოცნება აიხდინეთ

-კი, ნამდვილად ასეა … ყველას მსგავსად მეც მქონდა ბავშვობაში ოცნებად ბევრი სათამაშო. 17 წლის ასაკში, როდესაც მუშაობა დავიწყე სათამაშოების მაღაზიაში ეს ოცნება მართლა ამიხდა… როცა  ვეხებოდი სათამაშოებს და ვსწავლობდი ამ ყველაფერს ბავშვობის შეგრძნებები მიბრუნდებოდა.

ძალიან  დადებითი ემოციები ახლავს ზოგადად ჩემს სამსახურს,  ეს არის ბავშვებთან ურთიერთობა, მათი გახარება. არსებობს რაღაც სათამაშოები რომლებიც ჩემი ბავშვობიდან არის და ამიტომ ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის.

ჩემთვის ყველა სათამაშო  მნიშვნელოვანია რაც კი ამ მაღაზიაშია.

 — თამაშიც ხომ არ გიხდებათ ხოლმე?

-რა, თქმა უნდა, ისე არაფერი გამოდის თუ არ ვითამაშეთ, ახალ სათამაშოებს თამაშით ვეცნობით. იქედან გამომდინარე, რომ  ბავშვებთან უშუალო ურთიერთობა გვაქვს, ისე უნდა მივაწოდოთ, როგორც ბავშვებს სჭირდებათ, შესაბამისად, რომ მოვერგოთ ამ ყველაფერს თამაში აუცილებელია.

-ძალიან ხართ შეყვარებული სამსახურზე, საუბრისას თვალები გიბრწყინავთ … 

— როგორ შეიძლება ასეთი სამსახური არ გიყვარდეს? აქ იმდენი სიხარული და იმდენი პოზიტივია. თან, ეს არის სამსახური, რომელიც საშუალებას გაძლევს შენივე საქმიანობით გახდე ქველმოქმედების ნაწილი… „ჭიტა“, ძალიან ბევრ მზრუნველობამოკლებულ ბავშვს ახარებს.  ჩვენ გვაქვს აქციები, ხშირად მივდივართ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან და მიგვაქვს სათამაშოები. ეს ხდება „ჭიტას“ მომხმარებლების დახმარებით. მათ აქვთ შესაძლებლობა აუხდინონ ბავშვებს ის სურვილები, რომლებსაც ისინი გვიგზავნიან… ძალიან ბევრ ოჯახს ვახარებთ…. ბავშვებიდან წამოსული დადებითი და გულწრფელი ემოცია — არის ყველაზე დიდი ემოცია, რომელსაც ვღებულობთ… არაფერი შეედრება ბავშვების ბედნიერ თვალებს…

-არ შემიძლია არ გკითხოთ სპინერზე, სათამაშოზე, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია, ითქვა რომ არის საშიში და საზიანო

-სპინერი, ბოლო პერიოდის ყველაზე მოთხოვნადი და სასურველი პროდუქციაა არა მარტო პატარებისთვის არამედ დიდებისთვისაც, აქტიურად მოითხოვენ ჩვენთანაც, თითქმის ყოველი მეორე სპინერს კითხულობს. ბევრი დადებითი თვისებით გამოირჩევა, გართობასთან ერთად მისი მთავარი ფუნქცია სტრესის მოხსნა და ნერვების დამშვიდებაა.

რაც შეეხება ანტირეკლამას. საერთოდ არის ამგვარი დამოკიდებულება, როდესაც რაღაც ახალი შემოდის  და აქტუალურია, ეძებენ მასში უარყოფითს. ამბობენ რომ ის არის საშიში ნივთიერებისაგან შემდგარი. საერთოდ ყველა სათამაშო ხარისხებით განსხვავდება ერთმანეთისგან. მე შემიძლია ვისაუბრო ჩვენს მაღაზიასა და „ჭიტას“ ქსელში არსებულ პროდუქციაზე, ყველას აქვს სერთიფიკატი, რაც ჩვენი ყველა მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. „ჭიტას“ თითოეულ პროდუქციას აქვს გავლილი ყველა სტანდარტი და აქედან გამომდინარე ჩვენთან შეძენილი ეს პროდუქცია არანაირად არ არის საშიში.

ასე რომ შეიძინეთ ეს სტრესის საწინააღმდეგო სათამაშო „ჭიტაში“ და ყოველგვარი შიშის გარეშე გაერთეთ.

 -სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

-8 წელია ერთ პოსტზე ვარ, მაგრამ თითქმის ყოველწლიურად რაღაცები იცვლება. მაგალითად, ორი წელია უკვე რაც ახალბედა მენეჯერებს ვამზადებ. ვცდილობ, მათ გავუზიარო ჩემი გამოცდილება და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამას. მადლობა ჩვენს ხელმძღვანელობას, რომ არ მაძლევენ მოდუნების საშუალებას. ყოველთვის მთავაზობენ რაღაც სიახლეს, ეს იყო ჩემთვის ახალი გამოწვევა და უკვე ამ კუთხით ვმუშაობ დამატებით. მომავალში თბილისის მასშტაბით 5 ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, რამდენიმეს ქალაქგარეთაც, შესაბამისად ძალიან  ბევრი მენეჯერი მეყოლება მოსამზადებელი. ამ ყველაფერში კი ვიხვეწები როგორც მენტორი. ასე რომ ჩემი ყველა გეგმა ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ „ჭიტას“ უკავშირდება.

თანამშრომლების ტრენინგებსა და სემინარებზე  კომპანია ზრუნავს?

-დიახ, ეს ყველაფერი ქალბატონი ხათუნას დამსახურებაა. ის თავდაუზოგავად შრომობს  იმისთვის, რომ არა მარტო მისი კომპანია, არამედ ამ კომპანიის თითოეული თანამშრომელი იყოს წარმატებული… ძალიან ბევრ სიახლეს ნერგავს და ყველა თანამშრომელს  აძლევს იმის საშუალებას, სტიმულს და შესაძლებლობას, რომ განვითარდეს…

რა, თქმა უნდა არის მომთხოვნი ხელმძღვანელიც. ამის გარეშე არ იარსებებდა კომპანია. ჩვენ კომპანიაში ყველას აქვს თავისი ადგილი. ყველას აქვს თავისი განსაზღვრული ფუნქცია, რომელსაც იმ მითითებით ასრულებს, რასაც ქალბატონი ხათუნა გასცემს. მისი მაგალითები ბევრმა ხელმძღვანელმა უნდა გაითვალისწინოს, ძალიან ბევრი ტრენინგი გვიტარდება,  ბევრ სემინარს ვესწრებით და მუდმივად ვითარდებით… ჩვენ არ ვეძებთ გარე კადრებს, თუ რამე პოზიცია მოემატება კომპანიას, პირიქით ცდილობს რომ შიდა კადრები დააწინაუროს და მათ მისცეს იმის საშუალება, რომ განვითარდნენ. მისი დევიზია, — ყველა მისი თანამშრომელი იყოს წარმატებული. აქ გადიხარ ძალიან დიდ სკოლას, ძალიან დიდი აკადემიაა „ჭიტა“.

-რამდენად რთული იყო 18 წლის ბიჭისთვის მენეჯერობა?

-დასაწყისში იყო სირთულეები, მაგრამ არასდროს არ უნდა დანებდე და ეს არის ალბათ წარმატების მთავარი პრინციპიც… ყველა ეტაპზე უნდა იყო მოტივირებული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული… აგრეთვე მნიშვნელოვანია ხელმძღვანელობა ამ ყველაფერს ხედავდეს და დააფასოს ის რასაც აკეთებ. გუნდის ძალიან დიდი დამსახურებაც არის რომ ხდები წარმატებული. შენ ავლენ შენს შესაძლებლობებს, მაგრამ გუნდი თუ არ მოგყვება, ძნელია რამეს მიაღწიო.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ამ ყველაფრისთვის ვუთხრა ჩემს ხელმძღვანელობას და ყველა იმ თანამშრომელს, რომელთანაც  წლების მანძილზე მიმუშავია. თითოეული მათგანის დამსახურებაა რომ მე ვარ წარმატებული მენეჯერი, მათი ხელშეწყობით, მათი გვერდით დგომით მოხდა ეს… ერთიანობა ქმნის ყველაფერს.

— რამდენად მომთხოვნი ხართ?

— ვთვლი, რომ მომთხოვნი ვარ, როცა საჭიროება მოითხოვს მკაცრიც. ამის გარეშე შედეგს ვერ მიიღებ. იმდენად ჩემია ეს ყველაფერი, რომ ვერავის მივცემ იმის უფლებას, რაღაც ისე არ გააკეთოს როგორც საჭიროა. 8  წელი არ არის ცოტა დრო, რაღაცას აშენებ და ამაში მთელ სულსა და გულს დებ, ვიღაცამ რამე გაგიფუჭოს თავისი უპასუხისმგებლობით ეს ყველაზე მტკივნეული იქნება.

ცხოვრების უმეტეს დროს აქ ვატარებ, ყოველდღიურ რეჟიმში ვარ ჩართული ამ ყველაფერში. ამიტომ ვითხოვ ყველასგან წესრიგს. ვერ ვიმუშავებ ისეთ  გარემოში, სადაც წესრიგი არ იქნება. იმიტომ რომ ნებისმიერი სიტუაცია, თუნდაც მომხმარებელთან ურთიერთობა წესრიგზეა დამოკიდებული.

მომსახურების თემა ცოტა სპეციფიკურია. ყველაფერში უნდა მოაწონო თავი მომხმარებელს, ამ კუთხით ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხით გამოვირჩევით და ამაზე ხაზგასმით ვაკეთებ აქცენტს. პროდუქციას ვერ გაყიდი ისე თუ არა გაქვს კარგი მომსახურება.

ყველა თანამშრომელს მოვუწოდებ იმისკენ რომ იყვნენ მობილიზებულები, არა იმიტომ, რომ ვიღაც შეამოწმებს და ამისთვის პასუხს მოსთხოვს. თვითონ უნდა გრძნობდნენ ამ ყველაფეში თავს კომფორტულად.

თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო უნდა დაიწყო წესრიგით. შენ საქმეში უნდა იყო მოწესრიგებული, როცა ყველაფერს მიყვები თანმიმდევრულად ხდები წარმატებულიც. ნებისმიერ ურთიერთობაში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს საკუთარ თავთან ურთიერთობით იწყება.  საკუთარ თავთან თუ არ ხარ წესრიგში არაფერი გამოდის, არანაირი საქმე, არანაირი ურთიერთობა, ვერ ააწყობ ვერაფერს…

ელემენტარულად პატარა რაღაცაც რომ არ იყოს მოწესრიგებული უკვე საქმეს ეტყობა, რადგან ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთზე გადაბმული. ეს ქმნის ადამიანისა და გუნდის წარმატებას.

ეს არის ჩემი ოჯახი, აქ მოსული ნებისმიერი ადამიანი არის ჩემი სტუმარი და მას უნდა დავხვდეთ ისე, როგორც შეესაბამება სტუმართმოყვარე ადამიანს.

ეს და ბევრი სხვა რამ აქ მასწავლეს, ახლა მე ვასწავლი სხვებს…

ქალბატონმა ხათუნა ჩხიკვაძემ და ბატონმა ზვიად ბოჭორიშვილმა შვილივით გამზარდეს, ასევე ჩემ გვერდით იყო ჩვენი ქსელის მენეჯერი, ქალბატონი ნათია ჩხიკვაძე და მეხმარებოდა, რომ ჩამოვყალიბებულიყავი კარგ მენეჯერად… მათი დამსახურებაა, რომ დღეს წარმატებული მენეჯერი ვარ…  აქ ყოველთვის გაძლევენ იმის საშუალებას, რომ განვითარდე, ყოველთვის რაღაც ახალს გაწვდიან, გზრდიან… მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის… 8 წელი ერთ კომპანიაში შეიძლება ვინმესთვის ძალიან ბევრია, მაგრამ  ჩემთვის არ ყოფილა არცერთი დღე, რომ მეფიქროს სადმე წასვლაზე…

დეა თავბერიძე

http://www.chita.ge/

 

ნანახია:(239)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

ტელევიზიაზე უზომოდ შეყვარებული ყველაზე პატარა ჟურნალისტი აკადემიური გადაცემით

პირველი სურვილი 10 წლისამ აიხდინა, მიზანი დასახა, გუნდი შემოიკრიბა, სპონსორი მოიძია, ვიდეო კამერა იყიდა და „ფილმიც გადაიღო“…   ეს ბიჭი


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„ადამიანისთვის მიუღწეველი არაფერია“ — 26 წლის მენეჯერის წარმატების ისტორია

 „წარმატებისთვის შრომა და მონდომებაა საჭირო, არ უნდა დანებდე“ — ამბობს „ორიგინალი ჯგუფის“ 26 წლის მენეჯერი ნიკოლოზ ანთია. ის ერთ-ერთია იმ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ექსტრემალი ბიზნესლედი

ცხოვრება, უამრავი თავგადასავალითა და  ბევრისთვის დაუძლეველი შიშის გადალახვით, რისკით, ადრენალინითა და  მაქსიმალური ექსტრემით,  პარარელურად კი დიდი ბიზნესი და შეუპოვრობით გაკვალული


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*