ბავშვის ბედნიერება დამოკიდებულია მისივე თავისუფლების ხარისხზე | Jolo.ge


ბავშვის ბედნიერება დამოკიდებულია მისივე თავისუფლების ხარისხზე

ბავშვის ბედნიერება დამოკიდებულია მისივე თავისუფლების ხარისხზე

ბავშვს რაც უფრო ავუკრძალავთ რამეს, მით უფრო მეტად მოუნდება „აკრძალული ხილი“. მისი წინააღმდეგობის უმთავრესი მიზეზი არის არა თავისთავად „აკრძალული ხილი“ არამედ მისგან აღქმული თავისუფლების წართმევის შიში. 
ნებისმიერი შეზღუდვის შემდეგ მივიღებთ ბავშვის საპასუხო რეაქციას. ეს არის მისი გაუცნობიერებელი ლტოლვა თავისუფლებისკენ. ის ეწინააღმდეგება აკრძალვას და ამ ფორმით ანუ დაუმორჩილებლობით გამოხატავს პროტესტს აკრძალვის მიმართ, რადგან ის ამას აღიქვამს თავისუფლების დაკარგვის საშიშროებად, რაც პირდაპირ კავშირშია მის ღირსებასთან. ამიტომ ჩვენი ქცევა-დამოკიდებულება არ უნდა იყოს თუნდაც ირიბი ბიძგი მათი ღირსება-თავისუფლების წინააღმდეგ.
12 წლამდე ასაკი, არის ბავშვისთვის სწორი უნარებისა და მანერების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. სწორ მანერებში და უნარებში იგულისხმება კეთილგანწყობის გამოვლინება გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ და პატივისცემის გამოხატვა არამატერიალური ფასეულობების მიმართ.
ზოგადად, მადლიერების, სხვაზე ზრუნვის და თანადგომის გამოვლინება ხასიათის ისეთი ნიშანია, რომელიც სწორი აღზრდის შედეგად მოდის.
ვეცადოთ დავანახოთ და ვასწავლოთ ბავშვებს ისეთი ქცევა, რომელიც გაუმძაფრებს მათ ღირსების შეგრძნებას, თვითდაჯერებულობას და არ შეუქმნის საფრთხეს მათ თავისუფლებას. ბავშვის ბედნიერება დამოკიდებულია მისი თავისუფლების ხარისხზე.

ლევან როგავა

საქართველოს საბრძოლო ხელოვნების ცენტრის პრეზიდენტი

ასევე იხ:„უნდა ვიყოთ ფხიზლად, მშობლებიც, მეგობრებიც და მასწავლებლებიც“…

 

ნანახია:(107)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ უნდა აღვზარდოთ სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი ბავშვი — დიდი მოაზროვნის შეხედულებები

უდიდესი ბრიტანელი მოაზროვნე ჯონ ლოკი, რომლის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობაზე, ბავშვისადმი მკაცრი  მოპყრობის წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ მაგარი ხელი


როცა დედა ხარ …

როდესაც შვილს ელოდები ნელ-ნელა იწყებ მოძრაობას, თითქოს უფრთხილდები ასე, უფრო მოხდენილად დადიხარ და გინდა ყოველჯერზე უფრო გაუფრთხილდე თავს, რადგან მარტო


„შედეგად შვილი ჩვენს მეგობრად გაიზრდება, ჩვენ ის გაგვიგებს“ …

👨‍👩‍👧ჩვენ — შვილები და მშობლები — ბუნებამ რამოდენიმე კვანძით შეგვკრა. 👦ბავშვი თანდათანობით წამოგვეზრდება. ბუნება იძალებს მასში თავისი დიდობისა და თავისუფლების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*