„ბავშვი თუ მიხვდა მთავარს ის ყველაფერს გააკეთებს სწორად“ | Jolo.ge


„ბავშვი თუ მიხვდა მთავარს ის ყველაფერს გააკეთებს სწორად“

„ბავშვი თუ მიხვდა მთავარს ის ყველაფერს გააკეთებს სწორად“

12 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიბრძოლე შეჯიბრზე. დღესაც მახსოვს ცხადად ის განცდა, რაც მაშინ დამეუფლა. მახსოვს როგორი ნდობა და იმედი მქონდა იმის მიმართ რაც იმ პერიოდში ვისწავლე.

მოწინააღმდეგე საკმაოდ გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი იყო თუმცა მე ის დავამარცხე. ეს იყო ჩემთვის გაოცების განცდა და ამასთანავე რაღაც მნიშვნელოვანის აღმოჩენა საკუთარ თავში. ერთდროულად იყო კითხვაც და პასუხიც საკუთარ თავთან თუ რამ შემაძლებინა ეს. მივხვდი რომ მე გადამარჩინა იმ ორწლიანმა ვარჯიშმა, დაგროვილმა ცოდნამ და არა ჩემმა სახელმა და გვარმა.

მივხვდი რომ ეს სიკეთე უფრო უნდა გამეძლიერებინა და გამეზარდა, რაც დღემდე გრძელდება და ასე ვარ ჩაბღაუჭებული მას.
დღეს მე ამას საკუთარ თავთან მუშაობას ვეძახი. ბავშვი თუ მიხვდა მთავარს ის ყველაფერს გააკეთებს სწორად.
მე, ჩემი მეგობრები და კოლეგები ჩვენი საქმის მეშვეობით ვცდილობთ ვაჩვენოთ ბავშვებს თუ რა არის მთავარი. ეს არის ნებისმიერი მასწავლებლის სიღრმისეული ფუნქცია/ვალდებულება. ბავშვმა უნდა იგრძნოს თუ რა სიკეთე მოაქვს შრომას და ცოდნას.
დღეს კი ჩემი ნებისმიერი მარცხი ჩემგანვე აღიარებული და აღქმულია როგორც საკუთარ თავზე არასაკმარისი მუშაობის შედეგი.
მთავარი ერთია და როცა ბავშვი ხვდება ამ მთავარს მერე სხვას ყველაფერს ბუნებრივად იგებს.
იღებ ცოდნას, რომელსაც საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე ვერ მიიღებ. ვმუშაობთ საკუთარ თავთან გულწრფელობის ხარისხზე.
შენს თავზე მუშაობის უნარი გაძლევს შანსს საკუთარი თავის აღმოჩენის.

ლევან როგავა

საქართველოს საბრძოლო ხელოვნების ცენტრის პრეზიდენტი

ასევე იხ:„უნდა ვიყოთ ფხიზლად, მშობლებიც, მეგობრებიც და მასწავლებლებიც“…

ნანახია:(52)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე — ეს უნდა იცოდეთ!

პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ახალგაზრდა ფსიქოლოგმა ემილ კუემ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და თითქოსდა მთავარი ექიმის დანიშნულებით ავaდმყოფებს დაავალა დღეში სამჯერ


ხელსახოცის ქვეშ გოგონამ კიდევ 400 დოლარი აღმოაჩინა

ბრაიანი მთელი დღე მართავდა საჭეს, ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ როგორც კი შეამჩნია გზიდან გადაყენებული მერსედესი, მანქანა გააჩერა და დასახმარებლად გადმოვიდა.


თუ თქვენთვის კარგი არაფერი მოუტანია 2017-ს, მაშინ გილოცავთ — იგი მთავრდება….

…ყველამ ვიცით, რომ ყოველი წამი, რომელსაც ვცხოვრობთ, არასოდეს აღარ მეორდება, მაგრამ …. წელიწადი უფრო მასშტაბურად აღიქმება, როგორც მოვლნა, პერიოდი, რომელიც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*