ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან! | Jolo.ge


ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან!

ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან!

ბავშვთა ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის გზავნილი მასწავლებლებს:

 ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა — იპოვეთ თქვენი მოსწავლე!

 თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად!

 მასწავლებელო ისწავლე თვალებით აღზრდა!

 ეცადე შენეული შტრიხი მოხაზო მოსწავლეში, რომ ამაღლდეს საკუთარ თავში!

 ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან!

 ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას!

 პატივი ეცი ბავშვის უცოდინრობას (კორჩაკმა თქვა) და გაუკვალე მას გზა!

 ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს…. განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ რად არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?!

 ცოდნა მკვდარი ნივთიერებაა, არც კარგია და არც ცუდი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს არა მხოლოდ საგანი, არამედ ჰუმანურობა, კეთილშობილება და შემდეგ მიეცით ცოდნა!

 მოვიდა ახალი თაობა, პედაგოგიკა ძველია. ახალი ღვინო კი ძველ ტიკებს დახეთქავს!

 რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ!

 თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!

 უსიყვარულოდ სკოლაში ნუ წახვალ! შეიყვარე ბავშვი. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ წახვალ სკოლაში!

 თუ მასწავლებელს მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში!

 დაუკმაყოფილეთ ბავშვს დიდობის მოთხოვნილება და მოიპოვებთ მის ნდობას!

 არ დადგეთ არც ერთ ბავშვზე მაღლა! იყავით მისი თანატოლი!

 თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!

ნანახია:(8979)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მაცნობე მაშინვე, როგორც კი პასუხი გექნება“ — საინტერესო ექსპერიმენტი

„თუ მოვახდენთ საკუთარი აზროვნების ორგანიზებას ამ სტრატეგიების შესაბამისად, ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ ფიქრი ისე, როგორც სხვები ვერ ფიქრობენ და იმის დანახვა,


გენიალური გონება — როგორ დავინახოთ ის რასაც სხვები ვერ ხედავენ?

როგორ იქმნება გენიალური იდეები? აქვთ თუ არა რაიმე საერთო „მონა ლიზას“ და ფარდობითობის თეორიის ავტორებს? როგორ ახრეხებდნენ აინშტაინი, ედისონი, და


თუ გჯერა, რომ გაიმარჯვებ, ესე იგი, ასეც იქნება!

ერთხელ ერთმა დიდებულმა იაპონელმა მეომარმა, სახელად ნობუნაგამ გადაწყვიტა, მტრისთვის შეეტია, რომელიც 10-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე მისი ჯარი. მან იცოდა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*