«ბასიანის» სოლო კონცერტი და ალბომის პრეზენტაცია | Jolo.ge


«ბასიანის» სოლო კონცერტი და ალბომის პრეზენტაცია

«ბასიანის» სოლო კონცერტი და ალბომის პრეზენტაცია

დღეს, საღამოს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ხალხური სიმღერების ანსამბლი «ბასიანი» სოლო კონცერტს გამართავს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე სრულიად განახლებული პროგრამით წარსდგება. კონცერტზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები. საღამოზე ასევე გაიმართება «ბასიანის» აუდიო ალბომის პრეზენტაცია, რომელშიც შევა ორმოცამდე სიმღერა_საგალობელი. ეს ანსამბლის მეათე ალბომია. «ბასიანს» ჩაწერილი აქვს სამასამდე ხალხური სიმღერა და ტრადიციული საგალობელი. ალბომი ჩაიწერა თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით.

ნანახია:(28)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
rustavi 2

Related Articles

შვეიცარიაში ჩარლი ჩაპლინის მუზეუმი იხსნება

შვეიცარიამ გადაწყვიტა ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის ახალი ინტერაქტიული კონცეფციის მუზეუმი გახსნას. იდეა შექმნილიყო მსგავსი დაწესებულება ჯერ კიდევ ორი ათას წელს გაჩნდა.


„ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ მოხდა“ — დავით დეფი

„მეგობრებო, საოცრად სასიხარულო ამბავი! ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ მოხდა“ — წერს დავით დეფი სოციალურ ქსელში და სიახლეს ფბ.მეგობრებს უზიარებს. დავით დეფი:


ზურაბ ნიჟარაძის საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია

24 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, გამოჩენილ მხატვარ ზურაბ ნიჟარაძეს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<