«ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა»- ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს | Jolo.ge


«ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა»- ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

«ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა»- ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

«ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა. ერთმა ჭკვიანმა ქალმა მითხრა, ქალს აქვს უფლება ყველაფერი შეეშალოს, იმის გარდა, შვილებს ვისგან აჩენსო. კმაყოფილებით აღვნიშნავ, — რა, რა და ეს მთავარი საკითხი ნამდვილად არ შემშლია.

ძველი მისალოცი სტატუსი შემახსენა ცუკერმა, ჯერ კიდევ პოლიტიკაში რომ იყო და მძინარე მზეთუნახავივით დაძინებას ვითხოვდი. რა კარგია, რომ არაფერია მუდმივი. ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც მას არჩევნებზე ენდო და ხმა მისცა, ვინც მე მენდო, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო ადამიანს ვთავაზობდი და ჩემი ხათრით მისცა ხმა, — არაფერია ადამიანების ნდობაზე ძვირფასი.

ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც არც მას და არც მე არ გვენდო და მისი ქართული პოლიტიკიდან გაძევებას შეუწყო ხელი, რითაც ერთობ დამეხმარა, ჩემი ოჯახის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე აღარ იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ნებისმიერი მოქალაქისაა. ირაკლის კი მინდა ვუსურვო ყველა სიკეთე და წარმატება ახალ გზაზე»- ასე ულოცავს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს.

ნანახია:(106)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ნათია ფანჯიკიძე

Related Articles

ჩუბიკა:„ მასთან ერთად მესამედ დავიბადე თავიდან“

ადრესატი ამ ჩანაწერს 10 წლის შემდეგ წაიკითხავს… ამ წლების განმავლობაში, ამ განსაკუთრებულ დღეს ბევრი იქნება სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი სიტყვები…


ბექა გოჩიაშვილის სამშობლო — NEVER, NEVER, NEVER GIVE UP!

ბექა გოჩიაშვილი: „სამშობლო მოხუცი მშობელივითაა, რომელსაც მოვლა და სიცოცხლის შენარჩუნება უნდა და რა თქმა უნდა ეს ერთხელ არ კეთდება, მთელი


მურატ ილდიმირი: „რაც კი ბანკში თანხა მქონდა ყველა გადმოგირიცხე“ ( ვიდეო)

ვისგან ითხოვს თურქი მსახიობი თანხის უკან დაბრუნებას და ვის აძლევს ის მითითებებს?..  ნანახია:(31)-ჯერ Comments comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*