„ახლავე შემოიტანეთ ჯვარი — გასცა ბრძანება ექიმმა“ — სულა სულაშვილი

by admin | Ноябрь 8, 2016 20:53

ჯვარი და მეჩეთი

გულის ოპერაციას რომ მიკეთებდნენ, ჩემს მოპირდაპირე პალატაში 15 წუთით ადრე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა…

შემეშეინდა და ჩუმად ლოცვებს ვიმეორებდი…

როდესაც მედდებმა საოპერაციაოში გასაყვანად ჩემი მომზადება დაიწყეს და გულზე ჯვარი შემხსნეს, ვთხოვე მოეცათ უფლება მისი ხელში დაკავების…

უარი მითხრეს…

ანესთეზიის გაკეთებამდე ექიმმა შემამჩნია, რომ ვშფოთავდი… ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მათთვის დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც მკითხა, რატომ ხარ ასე, გეშინიაო?

არა-თქო ვუთხარი (ბუნებრივია ვიცრუე) და ამის მიზეზი ჯვრის შეხსნით ახვსენი…

-ახლავე შემოიტანეთ ჯვარი — გასცა ბრძანება ექიმმა და მედდაც უსიტყვოდ დაემორჩილა…

მან, ჯვარი ხელის გულში ჩამიდო და დამეძინა…

2 თვის შემდეგ, ლაკატზე, საფოსტო განყოფილებიდან გამოსული, მოპირდაპირე მახრეს, მეჩეთის წინ შევჩერდი…

ვიღაც მამაკაცი მომიახლოვდა და თავაზიანად მკითხა

— Monsieur comment allez-vous?. (როგორ ბრძანდებით ბატონო)

სამლოცველოსთან კარებთან, ღიმილიანი სახით ის ადამიანი იდგა, რომელმაც განსაცდელის წინ სურვილი შემისრულა და რამდენიმე საათი, ქრისტეს ჯვართან ერთად იბრძოლა ჩემი სიცოცხლის გადსარჩენად.

ის მორწმუნე მუსლიმანი იყო…“

სულა სულაშვილი

ნანახია:(8462)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/axlave-semoitanet-jvari-gasca-eqimma/