«ახლა საით წავიდეთ»_ახალი მზიურის თავისუფალი კინოჩვენება | Jolo.ge


«ახლა საით წავიდეთ»_ახალი მზიურის თავისუფალი კინოჩვენება

«ახლა საით წავიდეთ»_ახალი მზიურის თავისუფალი კინოჩვენება

9 ივლისს, საღამოს 9 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებები წარმოგიდგენთ ლიბანელი რეჟისორის, ნადინ ლაბაკის ფილმს _»ახლა საით წავიდეთ».

ეკრანზე ნაჩვენები კონფლიქტისა და მშვიდობის მიჯნაზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრება კულტურულ მრავალფეროვნებაზე, რელიგიურ შემწყნარებლობაზე, ქალის როლსა და ერთმანეთის თანადგომაზე აგვალაპარაკებს.

რამდენად მარტივია ფილმში მოცემული საზოგადოებრივი ურთიერთობის მოდელის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა და წარმატებით განხორციელება ამის შესახებ, ალბათ ყველას გაგვიჩნდება ინდივიდუალური ხედვა.

მას შემდეგ რაც სიამოვნებით «ჩავუჯდებით», გავიცინებთ, გვეტკინება, ვუთანაგრძნობთ, მხარს დავუჭერთ და გავემიჯნებით კიდეც გმირებს ლიბანის ერთი პატარა სოფლიდან სადაც ქრისტიანები და მუსულმანები საერთო მიწაზე დააბიჯებენ …

ჩვენების ორგანიზატორია: ირაკლი იაგორაშვილი ( თელავი)

რეჟისორი: ნადინე ლაბაკი
გამოშვების წელი: 2012
ქვეყანა: საფრანგეთი, ლიბანი, ეგვიპტე, იტალია
ჟანრი: დრამა, კომედია
ხანგრძლივობა: 110 წთ.

«მზიურის თავისუფალი ჩვენებები» იმართება პროექტ «ახალი მზიურისა» და «ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების» პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.

პროექტის მხარდამჭერია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.

ნანახია:(37)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
მზიური

Related Articles

«საფულე გახსნა და 100 ლარიანი გაუწოდა» — გოგა ჩანადირი

«11 წლის ბიჭია სანდრო ტავალიუკი. სამგორში ცხოვრობს. მას ძველი თბილისის უბნებში ხშირად ნახავთ. უმეტესად რაღაცებს ჰყიდის, რომ საარსებო სახსრები იშოვოს.


გასარუჯი ქალი პლაჟზე და ბიჭი რომელიც ჟოლოს ჰყიდის

„სანაპიროზე ჟოლოთი ხელში პატარა ბიჭი დადის. არავის არაფერს უშავებს ღიმილიანი სახით გეკითხება ქალბატონო მალინას ხომ არ მიირთმევ? თუ ეტყვი რომ


თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო — »მთის საჩუქარი ბარს»

26 ივნისს, 17:00 საათზე,»მზიურში«, თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო — «მთის საჩუქარი ბარს»  გაიმართება.   საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ  მთის რეგიონში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*