«ახლა დრო გაქვს აირჩიო სწორი გზა» | Jolo.ge


«ახლა დრო გაქვს აირჩიო სწორი გზა»

«ახლა დრო გაქვს აირჩიო სწორი გზა»

ყველაფერი ითქვა, ყველაფერი დაიწერა, ყველაფერი გავიგეთ როგორც შეგვეძლო, ზოგმა ვერ გაიგო, ზოგმა არ გაიგო.

ეს ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა თუ ბუნებრივად, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, დროულად დავაღწიოთ თავი ამ მდგომარეობას.

ადამიანებს ფიქრის დრო და საშუალება მიეცათ.
გადამწყვეტ ფაზაშია შესული შენთვის მონიჭებული და ბოძებული — თავის უფლება.
კიდევ ერთხელ მიგანიშნა გენგებამ, რომ ადამიანთა ჯაჭვის ნაწილი ხარ და მარტო შენ არ გეკუთვნის შენი თავი.

თუ დრო არ გქონდა გეაზროვნა სწორად, ახლა დრო მოგეცა დაფიქრდე.
ახლა დრო გაქვს აირჩიო სწორი გზა.
ახლა დრო გაქვს მიხვდე რა შეცდომები დაუშვი.
ახლა დრო გაქვს მიხვდე რა უდიერად ექცეოდი დროს.

უგნურ ადამიანს ბევრი განსაცდელი აქვს.
აჯობა სხვამ.
სხვას მასზე მეტი აქვს.
სხვა პირველია.
სხვამ გაიმარჯვა.
რას იტყვიან ჩემზე.

უგნური ადამიანი დაძაბულია და მუდმივ სტრესშია: შურს, ეჭვიანობს, აგრესიაშია, გაბოროტებულია, უკმაყოფილოა. თან არ იცის, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდება.

უგნურს მარტო ერთი კითხვა აწვალებს, მე რატომ დამემართა
ყველაფერი ცუდი, რატომ სხვას არ ემართება.

დიდი დრო გაქვს დაფიქრდე და მიხვდე, შენ თუ არ შეიყვარებ ადამიანს, შენ თუ არ იქნები ლმობიერი, კეთილი და გულმოწყალე, დაიტანჯები.

ნუ დაგტანჯავს უმადური ადამიანების საქციელი, მათ თავისი როლი შასრულეს, შენ იყავი მათი მადლიერი, რომ საშუალება მოგცეს, სიკეთე ჩაგედინა.

შეირგე ის, რაც მოგეცა.
შეირგე სიცოცხლე.

🌞🌞🌞

ხშირად გვესმის ადამიანებისგან — რა ბედნიერი ვიყავი მაშინ.
მგონია ადამიანების დიდ ნაწილს ბედნიერების აღქმა უჭირს და გვიან ხვდებიან ბედნიერები რომ იყვნენ ადრე.

რა ვქნა, ყველაფერს საკუთარი თავიდან საზღვრავს ადამიანი და ახლაც ჩემს ემოციას გეტყვით.

ხშირად მითქვამს ჩემს სატელევიზიო გამოსვლაში, ინტერვიუში, მეგობრებთან და ახლობლებთან, რომ ძალიან დიდი გაჭირვება მაქვს გადატანილი, იმ დროსაც როცა ჯოჯოხეთურად მიჭირდა მაინც ბედნიერების შეგრძნება არ მტოვებდა, იმედი არ მტოვებდა, იუმორი და სიცოცხლის სიყვარული არ მტოვებდა, ჩემი თუ არა სხვისი სიხარული მახარებდა და სხვის ზეიმს ვზეიმობდი.

არასოდეს მითქვამს, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ, იმიტომ რომ მაშინაც და ახლაც ბედნიერი ვარ, ვინაიდან შემიძლია სხვა გავაბედნიერო, გავახარო, იმედი მივცე, ვურჩიო და გავიხარო სიცოცხლის, ადამიანების სიყვარულით.

ბედნიერი ვიყავი და ვარ, იმიტომ რომ სხვის ჯიბრზე და გულის გასახეთქად (რასაც ხშირად ამბობენ და აკეთებენ) არასოდეს არ ვფიქრობდი წარმატებისთვის მიმეღწია.

ბედნიერი ვარ იმით, რომ არასოდეს სხვის დასანახად, ხმამაღლა, სიკეთე არ მიკეთებია და ჩემთვის ჩუმად ბედნიერი ვარ.

ბედნიერი ვარ, რომ მადლიერი ადამიანები არასოდეს არ მტოვებენ და ძირითადად კეთილი ადამიანები მყავს ირგვლივ.

ის ვინც მერჩის, შურს და აუგად მომიხსენიებს, მათიც მესმის და გაგებით ვეკიდები. ისე მიყვარს ჩემს თავში ხალისიანი და კეთილი ,,მე» რომ ნერვების მოშლად არ ღირს.

ბევრი გაიფიქრებს, რა ბედნიერები ვყოფილვართ კორონამდეო.

არ დაყაროთ ფარ-ხმალი, არ დაკარგოთ იმედი, აპატიეთ ყველას ყველაფერი, გულში წყენას ნუ ჩაიდებთ, ახლა დადებითი ემოციები გვჭირდება.

სიცოცხლე ხანმოკლეა, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(138)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ მოვხიბლოთ ძლიერი მამაკაცი?…

თითქმის ყველა ქალს სურს გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავდეს, თუმცა სინამდვილეში არ იცის ეს რასთანაა დაკავშირებული. ძლიერი მამაკაცი ოჯახში დომინანტია, მას


ყველაზე საშიში ადგილი და სუნთქვისშემკვრელი ფოტოები

მსოფლიოში უამრავი ისეთი ადგილია, სადაც ექსტრემალები სტუმრობას ისურვებდნენ, ერთ-ერთი ასეთი აშშ-შიც მდებარეობს და მისი სახელია Potato Chip Rock. ეს ჰაერში


„თუ რამე გულით მომინდება, აუცილებლად შემისრელდება“

ჭიათურაში, ჩემს ეზოში ბაბუაჩემის დარგული კაკლის ხე იდგა. ერთ წელს გაზაფხულზე, გაყვავებულმა ხემ მოიწყინა, ფოთლები დასცვივდა და გახმა. ჩემებს ვეხვეწებოდი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<