აწმყოს ნეტარება…. | Jolo.ge


აწმყოს ნეტარება….

აწმყოს ნეტარება….

გუშინდელი აწმყოს მომენტის დაჭერამ აღმაფრთოვანა, მივხვდი რომ აწმყოს შეგრძნება და ამოხსნა საიდუმლოს ამოხსნის ტოლფასია. ჩემი თავი გამოვიჭირე რეალობის მიუღებლობაში, მე ვცხოვრობ ჩემი რწმუნებულებით შექმნილ ილუზიაში, ეს ილუზია კი არის დეფიციტის შეგრძნება, ამის გამო ჩემმა ცნობიერმა არ იცის რომ ის ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს… სინამდვილე კი აწმყოს წამებში იმალება…

რამდენ რამეს უშვებთ გაუცნობიერებლად ჩვენი ცხოვრებიდან გვგონია, რომ არ გვაქვს, არ გვაბადია და პეპლის დასაჭერი ბადით დავდევთ პეპელას და ნუ იტყვით პეპელა ჩვენს ხელშია და ისევ მის სადევნელად გავრბივართ სადღაც, არადა ის ხომ ჩვენს ხელშია, ნამდვილად ჩვენს ხელში, აი ასე ცხვირწინ…..

ეს რეალობა, რომელიც დავიჭირე, ფაქტზე დავიჭირე და მე ეს ვაღიარე, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო, აღიარება იმისა, რომ მე უკვე ვფლობ ამ სანატრელ ოცნებას, რომელსაც აქამდე ყველა ფურცელზე ვწერდი გავაბეზრე ფულცელიც და კალამიც… ალბათ უფალიც…

გულს სიმშვიდე დაუფლა და სიტკბოება ჩამეღვარა, არადა რამდენი ხანია ეს არსებობს ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ არც კი მიცდია მისი დანახვა… აი ეს შეუძლია აწმყოს საოცრებას დაგანახოს … ნამდვილად დაგანახოს … რომ სამყაროს უყვარხარ და ის გაძლევს ყოველივეს, მაგრამ დეფიციტში ყოფნას მიჩვეულნი ამ ყველაფერს მიღმა უშვებ, შენი გულის მიღმა… რომელიც წარსულში გადადგილდება, შენ კი რჩები შენი შექმნილი დეფიციტის ილუზიაში…

არადა ეს რეალობა, წამის დაჭერა რა სასიამოვნოა, ვიჭერთ ჩვენს თავს თუ სად ვატყუებთ საკუთარ თავს. აწყმოთი ტკობობაში დიდი საიდუმლო ინახება, გასაღები ბედნიერებისა, დაუფასებელი აწმყოს წამებს წარსული მოგვტაცებს, აწმყო რომელსაც ადგილი არ აქვს წარსულზე წუწუნისა და მომავლის ოქროს კოშკების აგების ფიქრების გამო… ისინი შთანთქავენ აწმყოს დიდებულებას…

დონარი სამადაშვილი

https://donarisamadashvili.blogspot.com/?m=1

ნანახია:(88)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იმისათვის, რომ დავინახოთ და შევამჩნიოთ ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება

იმისათვის რომ დავინახოთ და შევამჩნიოთ ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება დავტკბეთ სიცოცხლის ყოველი წუთით პირველ რიგში უნდა განვთავისუფლდეთ «ნაგვისგან» რომელიც


მიეცით ადამიანებს წასვლის ნება!

ჩვენს შიგნით ცხოვრობს მუდმივი მკვლევარი და მუდმივი კონტროლიორი. მუდმივი მკვლევარი მიგვაქანებს წინ, გაურკვევლობაში. ის ამბობს: „მოდი, წავიდეთ იქით! მოდი, გავაკეთოთ ეს! მოდი,


თუ ჯერ ვერავინ შეძლო, მაშინ თქვენ იქნებით პირველი

„იმედგაცრუების დროს ყოველთვის დამანშავეა ის, ვინც მოიხიბლა და არა ვინც მოხიბლა, ამიტომ ნუ უბრაზდებით შუშას რომელიც მოგეჩვენათ ბრილიანტად“ »როცა ოცნებები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*