ავთო ვარაზის ბუკინისტი ლოვა | Jolo.ge


ავთო ვარაზის ბუკინისტი ლოვა

ავთო ვარაზის ბუკინისტი ლოვა

 იმ კაცის ისტორია, რომელიც მხატვარმა უკვდავებას აზიარა …

 

ავთო ვარაზის გადმოცემით ბუკინისტი ლოვა ძალიან მდიდარი სომხური ოჯახიდან იყო და იმდენად სათუთად აღზრდილი, რომ თურმე მისი მშობლები ერთმანეთს აფრთხილებდნენ: «კარადის კარი ფრთხილად დახურე, ლოვას არ დაუბეროს და არ გაგვიცივდესო.»   


გავიდა დრო, მშობლები დაიხოცნენ, ლოვა მარტო დარჩა ცხოვრებისათვის აბსოლუტურად მოუმზადებელი და უმწეო. ლოვამ ჩამოსული რუსი ქალი შეიყვარა. ქალმაც არ დააყოვნა ამ «გრძნობის» დაფასება. ერთხელ, როცა ლოვა სადღაც გაგზავნა, შეკრა მთელი მისი ქონება, სამკაულები, ოქრო, ვერცხლი და გაუჩინარდა. . .

დარჩა ლოვა მარტო, უკაპიკოდ, გულგატეხილი. ლოგინად ჩავარდა და დიდხანს იავადმყოფა. სიკვდილმაც მიატოვა. რამენაირად ხომ უნდა ეარსება? და დაიწყო ლოვამ ნოტებით ვაჭრობა. იგი ხშირად მოდიოდა ავთოსთან და ვიოლინოს რეპერტუარი მოჰქონდა. ავთოც ყიდულობდა. 


ერთხელ ავთომ ლოვას დახატვა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, ლოვას აზრით თუკი ვინმე მის პორტრეტს გააკეთებდა, იგი აუცილებლად მოკვდებოდა და ავთოც იძულებული გახდა ლოვა ზეპირად დაეხატა. 

 

 

ნანახია:(93)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ავთო ვარაზილოვა

Related Articles

სიყვარული ბოტანიკურ ბაღში

თბილისის ბოტანიკურ ბაღში დღეს ფოტო გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბაღში გადაღებული სამოცდაათამდე ფოტო მასალა, რომელიც სიყვარულის თემაზე გადაიღო მოყვარულმა და


თხუთმეტი წლის პიანისტი სანდრო ნებიერიძე გრან-პრის მფლობელი გახდა

ახალგაზრდა პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის «Grand Piano Competition» გრან-პრის მფლობელი თხუთმეტი წლის პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე გახდა. სანდრო ნებიერიძე


მსოფლიო ვარსკვლავები და ჯაზის ცოცხალი ლეგენდა თბილისში

მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები თბილისში და ჯაზ-კონცერტების მეექვსე სეზონი. ჯაზის მოყვარულთათვის საზეიმო დღეები 15 თებერვალს დაიწყო.  ივენთ  ჰოლში, თბილისის ჯაზ-ფესტივალი ამერიკელმა საქსაფონისტმა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*