აუტისტი ბიჭის ლექსი, რომელმაც მსოფლიო აატირა | Jolo.ge


აუტისტი ბიჭის ლექსი, რომელმაც მსოფლიო აატირა

აუტისტი ბიჭის ლექსი, რომელმაც მსოფლიო აატირა

10 წლის ბენჯამინს, რომელსაც აუტიზმი აქვს სკოლის მასწავლებელმა დაავალა დაეწერა ლექსი სახელად „მე ვარ“, ყოველი სტრიქონის პირველი სიტყვები მას მიცემული ჰქონდა, დაბოლოვება კი თავად უნდა მოეფიქრებინათ მოსწავლეებს. იმან, რაც პატარა ბენჯამინმა დაწერა უამრავი ადამიანი დააფიქრა, დედამ გადაწყვიტა წერილი აუტიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური ქსელის გვერდზე დაედო, რასაც უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ პატარა ბიჭის ლექსის თარგმანს:

 

„მე ვარ უცნაური, მე ვარ ახალი

მაინტერესებს, შენც ხარ თუ არა,

მე მესმის ხმები ჰაერში,

ვხედავ, რომ შენ არა და ეს უსამართლობაა.

მინდა მოწყენილად არ ვგრძნობდე თავს,

მე ვარ უცნაური, მე ვარ ახალი,

თავს ვარწმუნებ, რომ შენც ასეთი ხარ,

თავს ვგრძნობ როგორც ბიჭი სხვა სივრციდან,

ვეხები ვარსკვლავებს და შევიგრძნობ სხვა სივრცეს.

ვდარდობ იმაზე რას იფიქრებენ სხვები,

ვტირი, როცა ხალხი იცინის, ეს უხერხულობას მიქმნის.

მე ვარ უცნაური, მე ვარ ახალი

ახლა ვხვდები, რომ შენც ასეთი ხარ,

მე ვამბობ: „თავს ვგრძნობ როგორც უკანონო“,

ვოცნებობ დღეზე, როცა ეს ნორმალური ამბავი იქნება,

ვცდილობ მოვერგო,

იმედი მაქვს ერთხელაც ამას მოვახერხებ,

მე ვარ უცნაური, მე ვარ ახალი.“

 

out

ნანახია:(197)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
აუტიზმი

Related Articles

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა

ყველა ჩვენგანს ეშინია სიბერის.  ყველას გვსურს, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად. ამისთვის კი აუცილებელია ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. გავაკეთოთ არჩევანი


სტივ ჯობსის სიტყვები სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში

სტივ ჯობსი — 21-ე საუკუნის ადამიანი, რომელმაც შეძლო წარმოუდგენელ წარმატებაშიც დარჩენილიყო შესანიშნავ და ჩვეულებრივ ადამიანად. მან სიცოცხლის ბოლო პერიოდი საავადმყოფოში


„სანამ მოვლენებს არ შეხედავთ მისი მხრიდან“…

ერთხელ პროფესორმა, სოციალური პრობლემის განხილვის ლექციაზე, ასწია შავი წიგნი და და თქვა: „ეს წიგნი წითელია“ და სტუდენტებმა ერთხმად — „არა“,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<