„აუცილებლად უნდა გადამარჩინოთ!! არა არ უნდა მოვკვდე“… | Jolo.ge


„აუცილებლად უნდა გადამარჩინოთ!! არა არ უნდა მოვკვდე“…

„აუცილებლად უნდა გადამარჩინოთ!! არა არ უნდა მოვკვდე“…

„ნუ გეშინია… ნუ გეშინია… უცნობი ადამიანის ხმა ჩამესმის. ბურუსში ვარ, ღმერთო ნეტავ სად ვარ?! ან სხეულს რატომ ვერ ვგრძნობ, ან ეს ცხელი სითხე რა არის ზედ რომ მეღვრება… ვცდილობ თვალი გავახილო მაგრამ ამაოდ, ირგვლივ ხმაურია ყვირილი ღრიალი, რა მოხდა უნდა გავიგო ვფიქრობ და ვცდილობ ძალა მოვიკრიბო….

აი ვხედავ ადამიანებს ბუნდოვნად ვხედავ.. მაგრამ რა ხდება?? სისხლის გუბეში ვწევარ ეს მე ვარ?? მე ვარ კიი, რა მოხდა???…..ისევ უცნობი ხმა, ნუ გეშინია კარგად იქნები….არ მეშინია მე კარგად ვარ,!! …

აუცილებლად უნდა გადამარჩინოთ!! არა არ უნდა მოვკვდე… დაბნელდა! სად ვარ? შორიდან სასწრაფო დახმარების სირენა ისმის, თავზე დამტრიალებენ, ძალა მეცლება ღრმა ძილისკენ მივდივარ… თავს ვერ ვერევი, უკუნეთი სიბნელეა… სად ვარ??

ბები შენ აქ ხარ? როგორ მომენატრე იცი, რა თბილი ხელები გაქვს ბეე, ბაბუ შენც აქ ხარ?? როგორ მენატრებით, თქვენც მოგენატრეთ? როგორ თბილა თქვენთან რა ბედნიერი ვარ, მაგრამ რაღაც არ მასვენებს, არა აქ არ არის ჩემი ადგილი, აქ არ უნდა ვიყო, როგორ მიხარია თქვენი ნახვა მაგრამ უნდა წავიდე, აი ჩემი ანგელოზი მოვიდა, წავყვები რაა მე უნდა დავბრუნდე. წამოვდექი და უკან არ გამიხედავს ისე გავყევი სინათლეს….ეს გზა ერთხელ უკვე გავიარე, დიდი ხნის წინ….

გონზე მოდის….სად ვარ, რა მჭირს ვერ ვმეტყველებ ეს რაღაც მომხსენით უნდა გელაპარაკოთ, რა მოხდა??? რატომ არ მეუბნებით. ჩემს დაქალს დაურეკეთ ის მეტყვის რა მჭირს, დილის 06 : 00 საათია ახლა ეძინება, არა არ ეძინება ვიცი….ის მეტყვის სიმართლეს! ექიმმა ტელეფონი ამოიღო და ნომერი მკითხა 595 7. .. .. არავინ პასუხობს…. მერე კიდევ დავურეკავ არ ინერვიულო სალომე! კარგით….რატომ ვარ აქ? ხელის ამპუტაცია გამიკეთეთ ხომ??? აღარ მაქვს ხელი?? რატომ?? ახლა როგორ ვიცხოვრო??? იცით რამდენი რამ მაქვს გასაკეთებელი? შვილები მყავს გასაზრდელი, ეს რატომ გააკეთეთ, რატომ????რატომ???….ისევ მეძინება, ახლა რაღა ხდება? დამამშვიდებელი გაგიკეთეთ სალომე ახლა უნდა დაიძინო, კარგი….

ეს ყველაფერი ახლაც სიზმარი მგონია, საშინელი სიზმარი, ჩემი წარსული ცხოვრების გარდაცვალებიდან და ახლიდან დაბადებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა… ამ შემთხვევამ ყველაზე ძლიერი გამხადა, დამანახა ის რასაც აქამდე ვერ ვხედავდი, ვერ ვგრძნობდი და ვერ ვაკეთებდი, ჭუპრიდან პეპელა გამოფრინდა, ცალი ფრთა მოტეხილი აქვს, მაგრამ უზომოდ მადლიერია შემოქმედის, იმისთვის რომ შესაძლებლობა აქვს სიცოცხლით დატკბეს…. უყვარდეს ყველა და ყველაფერი…ცუდში კარგი აღმოაჩინოს, ბოროტება სიკეთით ჩაანაცვლოს და თავისი მაგალითით სხვებს დაანახოს რომ შეუძლებელი არაფერია …

სალომე გოგეშვილი

salo

ნანახია:(3494)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყველაფერი კარგი მოულოდნელად მოდის შენს ცხოვრებაში მთავარია გჯეროდეს

▶️უნდა გჯეროდეს მაშინ როდესაც, არაფრის იმედი აღარ გაქვს💪💪 ▶️უნდა გაამხნევო და დაეხმარო მაშინ, როცა თავად გჭირდება განმხევება და დახმარება…. ▶️გულში


დაფიქრებულხართ რისთვის ხართ მადლიერი?? (ვიდეო)

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აზროვნებას, დიდი მნიშვნელობა აქვს დილით რომ იღვიძებ როგორ განწყობაზე ხარ, აუცილებელია შენს თავში მოიძიო მიზეზები რისთვისაც


არ ჩაიკეტოთ სახლში, გამოდით, დაანახეთ სამყაროს და ადამიანებს , რომ ძლიერები ხართ

ხშირად ვიღებ შეტყობინებებს: თუ როგორ გავბედე რომ, ჩემი » ნაკლი» საჯაროდ დავანახე ადამიანებს… საიდან ასეთი გამბედაობა?!  რატომ არ ვიკეთებ ხელის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*